„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1862/1-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.103243
1862/1-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 16/09/2026
010240010.05.001.103243
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, პრემიერმინისტრის მიერ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და მთავრობის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;“.

3. 24​1 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის შემადგენლობაშია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“.

მუხლი 2

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ჩამოყალიბდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

2. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომლისთვისაც უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

3. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მათ სისტემებში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას სათანადო უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიენიჭოს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

4. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები მათ მიერ თანხმობის წერილობით გამოხატვის შემთხვევაში უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში, ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ტოლფასი თანამდებობების არარსებობისას − მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებზე დაბალ თანამდებობებზე (ასეთი თანამდებობების არსებობის შემთხვევაში). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში საჯარო მოხელეს მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ პუნქტის ამოქმედებისთანავე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეების ახალ თანამდებობებზე გადაყვანის საკითხს. ეს კომისია წყვეტს აგრეთვე ამ საჯარო მოხელეების მათ მიერ დაკავებული თანამდებობების ტოლფას ან დაბალ თანამდებობებზე გადაყვანის საკითხს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

6. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პუნქტის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, სათანადო საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) განსაზღვრას, განკარგვასა და აღნიშნული უწყებებისთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

7. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სათანადო პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

8. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამონაცვლე უწყებების ჯამური საშტატო რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის ამოქმედებამდე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ჯამურ საშტატო რიცხოვნობას.

9. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

10. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ პუნქტის ამოქმედებისთანავე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება და საშტატო ნუსხა.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში ასახოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-4, მე-6−მე-9 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-4, მე-6−მე-9  და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1862/1-VIმს-XIმპ