„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1862/6-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.103252
1862/6-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 16/09/2026
360160000.05.001.103252
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.103216) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1862/6-VIმს-XIმპ