„ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025983
433
08/09/2026
ვებგვერდი, 09/09/2026
040170020.10.003.025983
„ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2026, 040170020.10.003.025786) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და ეკონომიკური ოპერატორის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას ეკონომიკური ოპერატორისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკური დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის შესაბამის ველში;“;

ა.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას ეკონომიკური ოპერატორის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.), აგრეთვე სარეგისტრაციო/უფლებრივ მონაცემებს ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის ნასამართლობის შესახებ;“;

ა.დ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა – კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი − https://ctd.cpb.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული პორტალის მეშვეობით წარდგენილ რაოდენობაზე გააფორმოს ხელშეკრულება, შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, თუ ინფორმაციის გამოთხოვისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მითითებული არ იყო, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისათითებელი რაოდენობა საორიენტაციოა;“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკურ ოპერატორთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.“;

ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად. ამასთან, თუ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას ეკონომიკური ოპერატორის ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ ეკონომიკურ ოპერატორთან მიმართებით, ამ ეკონომიკური ოპერატორის ვინაობის გასაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად.

5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის, ინსპექტირებისა და კონტროლის განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, აღნიშნულ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც სატენდერო კომისიის ან სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, იმავე ეკონომიკური ოპერატორის მიმართ უკვე დადასტურებული აქვს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას.“;

გ) მე-10 მუხლის:

გ.ა) მე-8 პუნქტის:

გ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი;“;

გ.ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ – „პ3“ ქვეპუნქტები:

„პ1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ/ მნიშვნელოვან ნაწილს, ამ წესის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;

2) კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებებს, ამ წესის 181 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;

3) ქვეკონტრაქტორის გამოყენებასთან, მათ შორის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლასთან ან/და დამატებასთან, აგრეთვე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების მოცულობის ცვლილებასთან დაკავშირებულ დამატებით წესსა და პირობებს;“;

გ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სატენდერო დოკუმენტაციით შეიძლება, მოთხოვნილ იქნეს ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის მიერ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ჩადენისთვის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/ უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.“;

დ) მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამხანაგობის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილებით დადგენილი წესი, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.“;

ე) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინადადებების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისია აფასებს კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ყველა ეკონომიკურ ოპერატორს (არსებობის შემთხვევაში).“;

ვ) მე-18 მუხლის:

ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ეკონომიკური ოპერატორის შეფასება“;

ვ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატენდერო კომისია ეკონომიკურ ოპერატორს აფასებს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების მიხედვით, ამ წესისა და სატენდერო პირობების შესაბამისად.“;

ვ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის, მათ შორის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) დაზუსტების მოთხოვნით, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით, რისთვისაც განუსაზღვრავს მას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადას. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას წარედგინება სისტემის მეშვეობით.“;

ვ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია, წარადგინოს დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან ახალი ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, ან ქვეკონტრაქტორის საჭიროების არარსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.“;

ვ.ე) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად:

ა) ამ წესის 181 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამ წესის შესაბამისად, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დისკვალიფიკაციის საფუძვლებთან მიმართებით. აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება  სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ სხვა პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ამ წესის 181 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დისკვალიფიკაციის საფუძვლებსა და ეკონომიკური ოპერატორის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით, პრეტენდენტის მიერ გადაცემული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (დასადები ხელშეკრულების ღირებულების) იმ პროპორციის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა ქვეკონტრაქტორს, აგრეთვე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში).“;

ზ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. ქვეკონტრაქტორის გამოყენება

 1. თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია, სატენდერო კომისიას წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუკი:

ა) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების ჯამური მოცულობა შეადგენს ან აღემატება დასადები ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს;

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)მა უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციით არის განსაზღვრული.

2. თუ ეკონომიკური ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებას აპირებს, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია, დადგენილი წესით, დარეგისტრირდეს სისტემაში.

3. გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადასცეს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების (დასადები ხელშეკრულების ღირებულების) 100%, თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, აგრეთვე მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (დასადები ხელშეკრულების ღირებულების) 60%-ის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეკონტრაქტორი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გასწევს იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 60%-ს.

5. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისგან. მიმწოდებელი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს/შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.

6. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ძირითად ეკონომიკურ ოპერატორს (მიმწოდებელს) მოსთხოვოს, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა დასაბუთდეს.“;

თ) მე-20 მუხლის:

თ.ა) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ინფორმაციას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის, ქვეკონტრაქტორის სახელწოდებასა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების ღირებულების) პროცენტულ მაჩვენებელს (ოდენობას) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით.“;

თ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის შესაბამის ველში მიეთითება ქვეკონტრაქტორის რეკვიზიტები და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების ღირებულების) პროცენტული მაჩვენებელი (ოდენობა)/კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ ეს გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით.“;

ი) 25-ე მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს ამ წესით, კანონის 212 მუხლით, აგრეთვე პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. სატენდერო დოკუმენტაციით შესაძლოა, განისაზღვროს საკითხები, რაც არ საჭიროებს სატენდერო კომისიასთან შეთანხმებას.“;

ი.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფარგლებში, ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია, შეასრულოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ისთვის გადაცემული ვალდებულებების ნაწილი, თუ ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი თავად აკმაყოფილებს ამ წესის 181 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“;

კ) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტს მიიღებს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას აგრეთვე წარუდგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/ მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“;

ლ) 27-ე მუხლის:

ლ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს მიმწოდებლის მიერ წარდგენილ, ამ წესის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.), რომელიც ადასტურებს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების (ხელშეკრულების ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/ მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას ან შეუსრულებლობას.“;

ლ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების (ხელშეკრულების ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“;

მ) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. შესრულებული ვალდებულების გამოყენება

1. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ წესის 181 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი  ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები.

2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ წესის 181 მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ უშუალოდ შესრულებული ვალდებულებები.“.

2. დანართი − „აფიდავიტის ფორმა და პირობები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი

აფიდავიტის ფორმა და პირობები

 


აფიდავიტი

სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე

გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვადასტურებ, რომ:

  • ჩემ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად;
  • მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, ჩემსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
    • სატენდერო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა;
    • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო წინადადება;
    • სატენდერო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება;
    • ისეთი სატენდერო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს.
  • სატენდერო წინადადება ან მისი კომპონენტი პრეტენდენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო წინადადების (მისი შესაბამისი კომპონენტის) განსაჯაროების მომენტამდე;
  • ჩემთვის ცნობილია აფიდავიტის მიზნებისთვის ტერმინის − „კონკურენტის“ მნიშვნელობა (ნებისმიერი პირი, რომელიც არის ან შესაძლებელია, იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში);
  • ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების შესახებ წარდგენილია ან/და ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარდგენილი იქნება კანონით, მის შესაბამისად მიღებული სამართლებრივი აქტით ან/და სატენდერო პირობებით განსაზღვრული სავალდებულოდ წარსადგენი ინფორმაცია;
  • სატენდერო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს;
  • სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად;
  • სათანადოდ უფლებამოსილი ვარ პრეტენდენტის მიერ, ხელი მოვაწერო აფიდავიტს და წარვადგინო ეს სატენდერო წინადადება;
  • ნებისმიერი პირი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია სატენდერო წინადადებაზე, სათანადოდ უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ;
  • აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

გავეცანი აფიდავიტის პირობებს, ვეთანხმები მას და ვადასტურებ წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას.

თანხმობა

 

სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისთვის, აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი, პრეტენდენტის სახელით, ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე. აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლის შესაბამისად.“.