„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18730
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/08/2026
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016812
18730
19/08/2026
ვებგვერდი, 20/08/2026
000000000.00.00.016812
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18730

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის:

ა.ა.ა) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის (გარდა გაფრთხილებისა) შეფარდების/ადმინისტრაციული დაკავების, სისხლის სამართლებრივი დევნის, ამ პუნქტში აღნიშნულთან დაკავშირებული სასამართლო საქმისწარმოების შემთხვევაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმირებას;“;

ა.ა.ბ) „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გულისხმიერად მოეპყრას, არ დააზიანოს, არ დაკარგოს, არ გაანადგუროს, არ გამოიყენოს არასამსახურებრივი დანიშნულებით შესაბამისი წესით მასზე გადაცემული სამსახურის მატერიალური ფასეულობები (მათ შორის, ძირითადი საშუალებები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები). მიიღოს გონივრული ზომები მასზე გადაცემული სამსახურის მატერიალური ფასეულობების მიმართ მოსალოდნელი ზიანის ასაცილებლად, ხოლო მათი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმირებას;

1) გულისხმიერად მოეპყრას სამსახურებრივ მოწმობას (ელექტრონულ ბარათს), ხოლო მისი დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს და უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმირებას;“;

ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან/და სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტს და წარუდგინოს მისთვის ცნობილი ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია.“;

ბ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით სამსახურში შეიძლება შემოღებულ იქნეს ტაბელი, რომელიც სტრუქტურული ერთეულებიდან წარედგინება სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს თანამშრომლებისათვის ხელფასის დასარიცხად.“;

გ) 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს აწვდის ანგარიშს წინა თვის განმავლობაში სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადებული/სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასული თანამშრომელთათვის ხელფასის დაკავებისა და დასაკავებელი ხელფასის ოდენობის თაობაზე. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ამზადებს სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანამშრომლის ხელფასის დაკავებას.“;

დ) 172 მუხლის:

დ.ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინურ საქმისწარმოებას სამსახურის თანამშრომელთა მიმართ ახორციელებს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების მიმდინარეობის შემთხვევაში აღნიშნული თანამშრომელი ჩამოშორდება საქმის განხილვას, თუმცა სარგებლობს დისციპლინური საქმისწარმოების მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტების წარდგენისა და სხვა თანამშრომლისთვის მინიჭებული უფლებებით. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

11. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად ისარგებლოს სამსახურის ელექტრონული პროგრამებით, სისტემებით, მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებები/დარღვევები;“;

დ.გ) მე-4მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დისციპლინური საქმისწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) თვეს იმ დღიდან, როცა უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობის შემთხვევაში მისი დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა, შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის შუამდგომლობითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს დამატებით 2 (ორი) თვით. ამასთან, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება დასაშვებია, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ არის გასული 3 წელი.

5. თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტში, გამოცხადების ვალდებულების შესახებ ამავე დეპარტამენტის წერილობით/სამსახურებრივი ელ. ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაში ან/და შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მითითებულ დროს. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი თანამშრომელს აძლევს წინადადებას, მისცეს წერილობითი ახსნა-განმარტება სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. თანამშრომლის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის მიზეზი. ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი და თანამშრომელი. თანამშრომლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამასთან, შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოვლენის/დადასტურების მიზნით თანამშრომელთან აწარმოოს გასაუბრება და აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიიღოს ახსნა-განმარტება სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე განცხადების/საჩივრის ავტორისგანაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლის ფარგლებში უფლებამოსილია მოიძიოს, გამოითხოვოს ან/და გამოიკვლიოს სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული, საინფორმაციო ბაზებში არსებული ინფორმაცია, ასევე მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი მოსაზრებები.

7. დისციპლინური საქმისწარმოების შემაჯამებელ დოკუმენტს წარმოადგენს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნა. დასკვნას ხელს აწერს შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.“;

დ.დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამსახურის უფროსს.

10. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსი დადასტურებულად ჩათვლის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას, დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.“;

დ.ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი დისციპლინურ საქმისწარმოებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.“;

ე) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლის დაკავება, მისი ადმინისტრაციული პატიმრობა ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, სამსახურის გადაწყვეტილებით, თანამშრომლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში ან შიდა ინსპექტირების დეპარტამენტში სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების მიმდინარეობისას სტრუქტურული ერთეულის/შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოთხოვნა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

სსიპ –  შემოსავლების სამსახურის უფროსი                                 მიხეილ მაღლაკელიძე