„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17626
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/08/2026
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016810
17626
04/08/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
000000000.00.00.016810
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17626

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის  2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული  დებულების  მე-3  მუხლის მე-2 პუნქტის  „უ“  ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №3);“;

ბ) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით“ (დანართი №5);“;

გ)  „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ქ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით  (დანართი №22).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების“ (დანართი2):

.ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემედეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1  ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო სფეროში მოქმედ პროგრამებში (მათ შორის, Fiscalis, Customs) სამსახურის წარმომადგენლობა და პროგრამებში მონაწილეობის  კოორდინაციას;“; 

 ა.ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას და კომპეტენციის ფარგლებში მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;“;

 ა.ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებაში, დღის წესრიგისა და  პროგრამის შედგენაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას;“;

ა.ა.დ) „მ“ ქვეპუნქტებ ამოღებულ იქნეს;

ა.ბ)  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ბ.ა) „გქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საბაჟო სფეროში განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლას და ანალიზს, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;“;

ა.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ევროკავშირის საბაჟო სფეროში მოქმედ პროგრამებში (მათ შორის Customs) სამსახურის წარმომადგენლობას და პროგრამებში მონაწილეობის  კოორდინაციას;“;

ა.ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას და კომპეტენციის ფარგლებში მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;“;

ა.ბ.)  კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებაში, დღის წესრიგისა და  პროგრამის შედგენაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას.“;

ა.გ.) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.გ.ა)  ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ევროკავშირის საგადასახადო  სფეროში მოქმედ პროგრამებში (მათ შორის, FISCALIS) სამსახურის წარმომადგენლობას  და პროგრამებში   მონაწილეობის  კოორდინაციას;“; 

ა.გ.ბ)   „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლას და ანალიზს, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;“;

ა.გ.გ.) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბედს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას და კომპეტენციის ფარგლებში მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;“;

ა.გ.დ.)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებაში, დღის წესრიგისა და  პროგრამის შედგენაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას.“;

ა.გ.ე) „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“  (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას;

გ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

დ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლს;

ე) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმებას;

ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოებას;

ზ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენას;

თ) სათანადო რეკომენდაციების მომზადებას შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ი) კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებისას მოპოვებული კონფიდენციალური და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და მისაწვდომობის დაცვას;

კ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ლ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა შესაბამის რეაგირებას;

მ) შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო ელექტრონული სერვისების ბაზებში შესაძლო  პროცედურული გადაცდომის ან/და ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;

ნ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს;

ო) ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დანერგვას და დანერგვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას;

პ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციის შემუშავებას და გავრცელებას;

ჟ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას ახალი ინიციატივებისა და პროექტებში გასათვალისწინებლად;

რ) შემოსავლების სამსახურში ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, მათი მოპყრობის და შემცირების გეგმის შემუშავებას;

ს) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგს;

ტ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებულად.

3. დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით, სადაც დაშვება აქვს მხოლოდ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინსპექტირების სამმართველო;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ანალიზის სამმართველო.

მუხლი 6. ინსპექტირების სამმართველო

ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი;

გ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;

დ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება;

ე) შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის;

ზ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

თ) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 7. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ანალიზის სამმართველო

1.ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობეების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი;

ბ) შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო ელექტრონული სერვისების ბაზებში შესაძლო  პროცედურული გადაცდომის ან/და ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

გ) კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებისას მოპოვებული კონფიდენციალური და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და მისაწვდომობის დაცვა;

დ)  ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;

ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დანერგვას და დანერგვისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;

ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და ინსტრუქციის შემუშავება და გავრცელება;

ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება ახალი ინიციატივებისა და პროექტებში გასათვალისწინებლად;

თ) შემოსავლების სამსახურში ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მოპყრობის და შემცირების გეგმის შემუშავება;

ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;

კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, დეპარტამენტის დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებული მითითების/რეკომენდაციის შესრულების  შესახებ  ინფორმაციის  განსაზღვრულ ვადაში მიღების კონტროლი;

ლ) დეპარტამენტის მიერ შესრულებული/მიმდინარე სამუშაოს ყოველთვიური ანალიზი და  ანგარიშის დეპარტამენტის უფროსისთვის  წარდგენა;

მ) დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში მიღებული მონაცემების/ინფორმაციის ელექტრონული ფორმით აღრიცხვა/დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიწოდება;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის დავალებით, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ანალიზის სამმართველო უფლებამოსილია განახორციელოს ამ დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციები, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“. 

) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოეგიების ცენტრის  დებულების” (დანართი №4)  მე-6 მუხლის:

გ.ა)  მე-4 პუნქტის:

 გ.ა.ა) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოთხოვნილი და მოწოდებული კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შედეგების დადასტურება;

ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის დაზიანებული ნაწილების დიაგნოსტიკა და ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის დადასტურება;“;

გ.ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) შემოსავლების სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ვირუსების აღმოჩენის შემთხვევაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის „ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცედურის“ შესაბამისად მოქმედება და შიდა ინსპექტირების  დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ანალიზის სამმართველოს ინფორმირება;“;

გ.ა.გ)  „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) შემოსავლების სამსახურისთვის შესასყიდი კომპიუტერული, ქსელური და სხვა დამხმარე მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების ეკონომიკური  დეპარტამენტისთვის მიწოდება.“;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულებ“ (დანართი5) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                            ,,დანართი №5

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

 დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზებას და ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი სახსრების მართვას; 

ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას;

ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვას;

თ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციას. აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ის შესახებ ინფორმაციის საგადასახდო ორგანოში წარდგენას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას. ასევე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდას;

ი) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებას;

კ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ლ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, განაწილებას, კონტროლს;

მ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზებას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებს;

ო) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადებას, საჭიროებათა ანალიზს და ფინანსურ დასაბუთებას, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა წარმართვას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ს) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

ტ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი  5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

დ) ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

დ.ა) აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილება;

დ.ბ) აჭარის რეგიონალური განყოფილება;

დ.გ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განყოფილება;

დ.დ) კახეთის რეგიონალური განყოფილება;

დ.ე) ქვემო ქართლის რეგიონალური განყოფილება;

დ.ვ) სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური განყოფილება;

დ.ზ) იმერეთის რეგიონალური განყოფილება;

დ.თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განყოფილება;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო. 

მუხლი 6. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

დ) ხილვასფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი,დ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში თავისუფალი ნაშთის განსაზღვრა;

ე) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ვ) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობებისა და გადასახდელების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფაქტობრივი შესრულების ფინანსური ანალიზის, ასევე ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) ფიზიკური პირებისთვის და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის უზრუნველყოფა (შესაბამისი ნებართვების აღების უზრუნველყოფა; ელექტრონული აუქციონის განაცხადის შედგენა; ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე ატვირთვა და სხვა);

თ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაცია. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადების/მონაცემების განთავსება ვებგვერდზე – www.eauction.ge. გამოცხადებული ინტერნეტაუქციონის დასრულების პროცესის მონიტორინგი და აღნიშნულის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ინფორმირება/შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა.

2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა;

ბ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

გ) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

დ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა. ასევე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდა;

ვ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება;

ზ) წახალისების ფორმის (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

თ) მომსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა.

3. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ბეჭდვის ორგანიზება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

4. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსულობების ფარგლებში გასაწევი გადასახდელების ოპტიმალურად და მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების რაციონალური მართვის ორგანიზება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების (გარდა, სპეცტექნიკისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური მოთხოვნებისა) განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოებში წლიური ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო (გარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ვალდებულებათა ზედამხედველობა, კონტროლი და შესრულებული სამუშაოების პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ტექნიკურ საშუალებათა საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება;

ზ) შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

თ) შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სწავლება, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულის გარდა, სხვა ფუნქციებს ახორციელებს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვისა და აჭარის, შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განყოფილებების  მეშვეობით.

6. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს აქტივებისა და ინვენტარიზაციის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;

დ) შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი მატერიალური ფორმის სერტიფიკატების, სანებართვო მოწმობის ფორმების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების შენახვა და მათი სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

7. ლოჯისტიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს აჭარის, შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განყოფილებები შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში:

ა) ახორციელებენ ამ მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

ბ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

8. სატრანსპორტო საშუალებათა უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის ავტოსატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით მომსახურება;

ბ) საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;

გ) ავტომობილების და ტექნიკურ საშუალებათა აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

დ) ავტომობილებისა და სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა საწვავით უზრუნველყოფა, საწვავის გაცემის აღრიცხვა და კონტროლი;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9. ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საორიენტაციო ბიუჯეტების მომზადება, განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:

ა.ა) სამსახურის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება;

ა.ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;

ა.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედგენა ან/და მოცემული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტექნიკური დავალების მომზადება;

ა.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

ა.ე) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;

ა.ვ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ე)  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების (დანართი №7):

ე.ა)  მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო.“;

ე.ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების და გასაჩივრების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;

ბ) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების, სასამართლოში გასაჩივრებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;

გ) საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების/საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების განხილვა და განცხადებაში მითითებული გადაწყვეტილებით/საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანა;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;

ზ) დეპარტამენტის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების (დანართი №9): 

ვ.ა)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადებას შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფას, გაცემული ბარათების აღრიცხვასა და რეალიზაციის კონტროლს; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფას; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფას;“;

ვ.ბ)  მე-8 მუხლის „ფ“ – „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე განაწილებული, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (დიაპაზონების) ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ქ) ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;

ღ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების (Tax Free-ს სტიკერი) და ფირნიშების შეძენის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტში წარსადგენად, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე მათი გაცემის უზრუნველყოფა;“;

ვ.გ)  მე-16 მუხლის ,,ნ1“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;

ზ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების (დანართი №12) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისათვის და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;“;

თ)  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №21) მე-11 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) ყადაღადადებულ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ასევე მალფუჭებად საქონლზე ყადაღის დადების შესახებ მასალების/ინფორმაციის (რაც აუცილებელია ინტერნეტაუქციონის გამოცხადებისთვის) ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენას;“;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებას დაემატოს დანართი №22 შემდეგი რედაქციით:

„დანართი №22

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის  საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა)   შემოსავლების სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს;

ბ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელებას;

გ) შემოსავლების სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვას;

დ)  შემოსავლების სამსახურში საპროტოკოლო საქმიანობის წარმართვას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

თ)  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი  5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  საქმისწარმოების სამმართველო; 

ბ)   საარქივო სამმართველო;

გ) პროტოკოლის სამმართველო.    

მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1.  საქმისწარმოების  სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურში საქმის წარმოების ორგანიზება და კონტროლი,  შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი, შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

2. საარქივო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საარქივო რეგულაციის ჩამოყალიბება და საარქივო პროცესის მართვა, დოკუმენტების და წერილების დაარქივების მონიტორინგი;

ბ) შემოსავლების სამსახურში არსებული საარქივო მასალის მართვა;

გ) შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გადასახადის გადამხდელის შესახებ დოკუმენტაციის მიღება და შენახვა/დაარქივება;

დ) დაარქივებული მასალის მიწოდების შესახებ პასუხის გაცემა;

ე) საარქივო ელექტრონული პროგრამის მართვა;

ვ) შემოსული მოთხოვნების გადამოწმება (უფლებამოსილი პირის დადგენა);

ზ) საგადასახადო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან მუშაობის წესის დაცვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახდის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.   

3.  პროტოკოლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან, კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ბ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების  დელეგაციების საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა, ოფიციალური შეხვედრებისა და მიღების (სადილი/ვახშამი) ორგანიზება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა, ოფიციალური შეხვედრებისა და მიღების (სადილი/ვახშამი) ორგანიზება;

დ) უცხო ქვეყანაში შემოსავლების სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზება, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენისა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება, სავიზო მომსახურების ორგანიზება, ავიაბილეთების, განთავსების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა საჭირო პროცედურების  გატარება;

ე) შემოსავლების სამსახურის უროსის შეხვედრების ორგანიზება, შემოსავლების სამსახურის სახელით გამართული ღონისძიებების/ცერემონიების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ინვენტარით უზრუნველყოფის განსაზღვრა;

ვ) შემოსავლების სამსახურის სახელით გადასაცემი ოფიციალური საჩუქრების შერჩევა და მათი დანიშნულებისამებრ გადაცემა;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის მივლინების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.   

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026  წლის 1  სექტემბრიდან.

 

სამსახურის უფროსი                                   მიხეილ მაღლაკელიძე