დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15252 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016808 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. დეპარტამენტის იმ სტრუქტურული ერთეულის, რომელიც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თანამშრომელს სამუშაოს დაწყების, დასრულების და შესვენების დრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ზეპირად ან წერილობით შესაძლებელია განესაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საათებისაგან განსხვავებული დროით. ამასთან, სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს, ასევე შაბათს ან კვირას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამშრომლის სამუშაო საათების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები