„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016627
7
30/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010250050.35.161.016627
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 30 ივნისი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №4 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/04/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016624) დამტკიცებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესში, კერძოდ:

1.      პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სუფთა ქალაქი“ (ს/კ 226571643).“.

2.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9მუხლი:

„მუხლი 91. თავშესაფარში გადაყვანა და ხარჯების ანაზღაურება

1. ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პასუხისმგებელი სუბიექტი არის ცხოველის მეპატრონე, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ფაქტობრივად განახორციელა ცხოველზე ზედამხედველობა და რომლის ქმედებით ან უმოქმედობით დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

2. მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილი ცხოველი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაიყვანება თავშესაფარში, სადაც უზრუნველყოფილია წესითა და კანონით დადგენილი ღონისძიებები, მათ შორის, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და დღიური მოვლა-პატრონობა.

3. თავშესაფარში მოთავსებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დოკუმენტურ დამადასტურებელ საბუთებს თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების სრულად ანაზღაურების შესახებ.

4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი აუდიტის მიერ, ყოველწლიური წარმოდგენილი დასკვნის/შეფასების საფუძველზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, რომელიც მოიცავს:

ა) ცხოველის თავშესაფარში ადგილზე გადაყვანის მომსახურების ღირებულებას;

ბ) თავშესაფარში ცხოველის დღიურ მოვლა-პატრონობის ღირებულებას:

ბ.ა) ძაღლისთვის;

ბ.ბ) კატისთვის.

5. ცხოველის დაბრუნება ხორციელდება მესაკუთრის/მეპატრონეს იდენტიფიკაციის საფუძველზე მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩანაწერების გადამოწმებით. იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ორი პირის ხელმოწერით დადასტურებული განცხადება, რომელიც ადასტურებს ცხოველის საკუთრებას. დაბრუნებამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას.

6. ცხოველის გადაცემის ფაქტი აღინიშნება მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერს მეპატრონე და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი. აქტს თან ერთვის ცხოველის ფოტოსურათი, ხოლო მისი სიზუსტისა და ნამდვილობის პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის წარმდგენ პირს.

7. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

8. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები - მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივლისიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური