„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1580-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.103113
1580-Vმს-XIმპ
27/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
420000000.05.001.103113
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ო12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო13“ ქვეპუნქტი:

„ო13) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის;“;

ბ) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი: ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;“.

2. 71 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის   მინიმუმამდე   შესამცირებლად   უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.“.

3. 541 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, იურიდიულ პირს, საჯარო დაწესებულებას, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.

3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე, იურიდიულ პირზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე − 3 წლის ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1580-Vმს-XIმპ