დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 317-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/02/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2025 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.102510 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 101 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“. 2. 102 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“. 3. 103 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 20 თებერვალი 2025 წ. N317-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები