დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 116-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.102468 |
|
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 46-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეწარმეო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N116-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები