დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4445-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.102377 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების/სკოლის საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 17 სექტემბერი 2024 წ. №4445-XVIმს-Xმპ
|
დოკუმენტის კომენტარები