დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.156.016486 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და 41 პუნქტის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის №12 დადგენილებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 04/04/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: (210020010.35.156.016479) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და 41 პუნქტების, 204-ე მუხლისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 2. დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით: „1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის, დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით“. 3. დადგენილებას დაემატოს 12 მუხლი შემდეგი რედაქციით: „ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით“. 4. შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს“. მუხლი 2 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები