დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 848 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.017339 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/07/2022 - 06/01/2023)
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი. |
2.
შეიქმნას საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო 1. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესით (შემდგომ − წესი) განისაზღვრება საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) (შემდგომ − ევროპული კომისია) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცედურა და ეტაპები. 2. უფლებამოსილებათა განხორციელებისას ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია (შემდგომ − კომისია) ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2002) 12 რეზოლუციით. მუხლი 2. კონკურსის მიზანი და ამოცანა 1. კონკურსის მიზანია საქართველოს კვოტით ევროპული კომისიის წევრობისათვის ამ წესის შესაბამისად ერთი კანდიდატის შერჩევა და ევროპის საბჭოსთვის მისი წარდგენა. 2. კონკურსის ჩატარებისას კომისიის ამოცანაა სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შესაბამისად ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა. მუხლი 3. კომისიის საქმიანობა 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის/სხდომის თავმჯდომარე. 8. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ასევე, ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომ − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი). მუხლი 4. ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი მოთხოვნები ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად (C2 დონე) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; გ) კარგად (B2 დონე) ფლობს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სამუშაო ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); დ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას; ე) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ვ) აქვს სასამართლო სისტემაში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან არის მოქმედი მოსამართლე; ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია და არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. მუხლი 5. კონკურსის გამოცხადება და ეტაპები 1. ევროპული კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შესახებ ვებგვერდზე: hr.gov.ge. 2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი − კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) მეორე ეტაპი − კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარება. მუხლი 6. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადისა და დოკუმენტების წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტებს (შემდგომ – განაცხადი) წარადგენს ელექტრონულად, ვებგვერდ hr.gov.ge-ის მეშვეობით ან აგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrdep@justice.gov.ge. 2. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ. 3. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განათლების უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ; ბ) სასამართლო სისტემაში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) რეზიუმე ქართულ და, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე; დ) სამოტივაციო წერილი; ე) ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ე.ა) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული სტატია; ე.ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ინგლისური ან ფრანგული ენის კარგად (B2 დონე) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ვ) ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ. 4. განაცხადის წარსადგენად განისაზღვრება, სულ მცირე, 10 კალენდარული დღის ვადა, რომელიც აითვლება კონკურსის გამოცხადების დღიდან. 5. არასრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ ეცნობება ამის შესახებ და ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კანდიდატი არ იქნება დაშვებული კონკურსის მეორე ეტაპზე. მუხლი 7. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსის პირველ ეტაპზე ადამიანური რესურსების მართვის დაპარტამენტი ადგენს კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების შესაბამისობას კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ, ასევე, წარუმატებელ კანდიდატთა განაცხადებს დასამტკიცებლად ელექტრონულად წარუდგენს კომისიას, რის შესახებაც ფორმდება ოქმი. კომისია პირველადი გადარჩევის შედეგებს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. კონკურსის მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება კანდიდატთან. კანდიდატს, სულ მცირე, 2 დღით ადრე მიეწოდება ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ. გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 3. კომისია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეშვეობით კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების შედეგებს კანდიდატს ატყობინებს ელექტრონულად. 4. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროპის საბჭოსთვის წარსადგენად. |
დოკუმენტის კომენტარები