დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023284 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2014, 300160070.10.003.017843) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, თანდართული რედაქციით (დანართები: №1, №2, №3, №4.).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული: ა) დანართი №1-ის: ა.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექტი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს: ა) იმ პნევმატური იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში; ბ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას; გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება პნევმატური იარაღის ტრანზიტზე.“; ა.ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. პნევმატური იარაღის ტარება 1. ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ამ დადგენილებას და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. 2. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ამ დადგენილებას ან რომელიც არ არის რეგისტრირებული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ა.გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვრება ამ დადგენილების №2 – №4 დანართებით.“; ბ) დანართი №2-ის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იმ პნევმატური იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.“; გ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას
შენიშვნა: 1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის ან იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები. 2. იარაღის ლულის სიგრძე იზომება მასზე სტაციონარულად დამაგრებული ლულის საცმის ჩათვლით (ჰაერის გამაფართოებელი და სხვა). 3. იარაღის საერთო სიგრძე გამოითვლება კონდახის გარეშე, ხოლო, თუ კონდახი ტელესკოპურია − შეკეცილი კონდახით. 4. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball). 5. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად.“; დ) დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ
შენიშვნა: 1. ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ამ დანართს და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. 2. აკრძალულია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის ტარება, რომლის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება ამ დანართის მოთხოვნებს ან რომელიც არ არის რეგისტრირებული სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. 3. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის ან იარაღის საერთო სიგრძისა და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი. 4. იარაღის ლულის სიგრძე იზომება მასზე სტაციონარულად დამაგრებული ლულის საცმის ჩათვლით (ჰაერის გამაფართოებელი და სხვა). 5. იარაღის საერთო სიგრძე გამოითვლება კონდახის გარეშე, ხოლო, თუ კონდახი ტელესკოპურია − შეკეცილი კონდახით. 6. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წონის მაჩვენებლების შესაბამისად. 7. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).“; ე) დანართი №5 ამოღებულ იქნეს. | ||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები