შპს „ეროვნული რეესტრისათვის“ (ს/ნ: 204409906) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

შპს „ეროვნული რეესტრისათვის“ (ს/ნ: 204409906) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/11/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2021
სარეგისტრაციო კოდი
357
11/11/2021
ვებგვერდი, 17/11/2021
შპს „ეროვნული რეესტრისათვის“ (ს/ნ: 204409906) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №357

2021 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „ეროვნული რეესტრისათვის“ (ს/ნ: 204409906) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 551 მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის №33/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების და მე-6 პუნქტის, ასევე, მე-8, მე-10-მე-12 მუხლების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „ეროვნულ რეესტრს“ (ს/ნ: 204409906)  გაუუქმდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია 2021 წლის 21 დეკემბრიდან.

2. 2021 წლის 21 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ეროვნული რეესტრისთვის“ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2013 წლის 1 თებერვლის №58 განკარგულება.

3. შპს „ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. 

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე. 

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.