,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-2
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/03/2021
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016090
ნ-2
22/03/2021
ვებგვერდი, 24/03/2021
350090000.64.076.016090
,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-2
2021 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი

 

,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 26 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში (სსმ,  ვებგვერდი, 26/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016025) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები (დანართი ,,ა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები:

„დ) ზოგადი უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრობლემების გადაწყვეტის, ცვლილებებისადმი ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების და შესაფერისი მსჯელობის შესაძლებლობას;

ე) კომუნიკაციის უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის  შესაძლებლობას  ეფექტურად იმუშაოს და იურთიერთოს სხვებთან;

ვ) პიროვნული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის   პიროვნულ დამოკიდებულებებსა და ქცევას;

ზ) ორგანიზაციული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის  შესაძლებლობას იმუშაოს ეფექტურად ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციაში ადამიანებისაგან და ხელმისაწვდომი რესურსებისგან ოპტიმალური შედეგების მისაღებად.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს ანიჭებს პირს, რომელსაც დასრულებული აქვს სრული სასერტიფიკაციო პროგრამა.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სწავლის შედეგები საბაზო დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ნაკლები ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სწავლის შედეგები საშუალო დონეზე უკავშირდება სამუშაო  გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სწავლის შედეგები უმაღლეს დონეზე უკავშირდება სამუშაო გარემოებებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.“.

7. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე




დანართი „ა“

 სწავლის შედეგები

 

კომპენტენციის სფეროები

სწავლის შედეგები

ა) აუდიტი

1. აქტიური ჩართულობით, აუდიტის ყველა ეტაპზე აუდიტის გარიგების გაძღოლა.

2. არსებითი უზუსტობების განსაზღვრის და შეფასების პროცესის გაძღოლა.

3 იდენტიფიცირებული არსებითი უზუსტობების რისკის გათვალისწინებით აუდიტის გეგმის შედგენა.

4. არსებითი უზუსტობების რისკის საპასუხო ღონისძიებების შეფასება.

5. ყველა რელევანტური აუდიტორული მტკიცებულებების, მათ შორის, საწინააღმდეგო აუდიტორული მტკიცებულებების საკმარისობაზე და შესაფერისობაზე დაკვნის გამოტანა.

6. შეფასების გაკეთება, იყო თუ არა აუდიტი შესრულებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში სავალდებულოდ გამოსაყენებელი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, შესაფერისი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

7. სათანადო აუდიტორული დასკვნის და დაკავშირებული აუდიტორის მოსაზრების შედგენა, მათ შორის, აუდიტის ძირითადი საკითხების აღწერა.

ბ) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება

 

 

1.შეფასება, იყო თუ არა ყველა სუბიექტის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. შეფასება, იყო თუ არა აღიარება, შეფასება, წარდგენა და გამჟღავნება სამეურნეო ოპერაციების და მოვლენების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.

3. შეფასება ხელმძღვანელობის სააღრიცხვო მსჯელობების და შეფასების, მათ შორის, რეალური ღირებულების შეფასების.

4. შეფასება ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის, სუბიექტის ტიპის, საოპერაციო გარემოს და ფუნქციონირებადი საწარმოს შესაბამისად.

 

გ) კორპორაციული მართვა, რისკების მართვა.

1. შეფასება საერთო აუდიტის სტრატეგიის ფარგლებში კორპორაციული მართვის სტრუქტურის და რისკის შეფასების პროცესის ფინანსურ ანგარიშგებაზე გავლენის თვალსაზრისით.

 

დ) სამეწარმეო და ორგანიზაციული გარემო

1. აუდიტის რისკის შეფასებისას, მათ შორის ბაზრის, კონკურენციის, პროდუქტის ტექნოლოგიის და გარემოსდაცვის მოთხოვნების ანალიზი დარგის , მარეგულირებელი ნორმების და სხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებით.

ე) საგადასახადო დაბეგვრა

1. ფინანსურ ანგარიშგებაში დაბეგვრასთან დაკავშირებული არსებითი უზუსტობის რისკის საპასუხოდ შესრულებული პროცედურების შეფასება.

ვ) ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიები

 

1.ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გარემოს შეფასება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული კონტროლის იდენტიფიცირებისათვის რათა შეფასდეს აუდიტის საერთო სტრატეგიაზე მისი გავლენა.

 

ზ) ბიზნეს სამართალი

1. იდენტიფიცირებული და სავარაუდო შეუსაბამობის კანონთან და სსხვა მარეგულირებელ სამათლებრივ ნორმებთან აუდიტის საერთო სტრატეგიის გავლენის შებასების მიზნით.

თ) ფინანსები და ფინანსური მართვა

 

 

 

1. სუბიექტის დაფინანსების სხვადასხვა წყაროების და გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება აუდიტის საერთო სტრატეგიის გავლენის მიზნით.

2. სუბიექტის ფულადი ნაკადის, ბიუჯეტების და პროგნოზების, სამუშაო კაპიტალის მოთხოვნების გავლენის შეფასება აუდიტის საერთო სტრატეგიაზე.

 

ი) კომუნიკაციის უნარები

 

 

 

1. ეფექტური და შესაფერისი კომუნიკაცია გარიგების გუნდთან, სუბიექტის ხელმძღვანელობასთან და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებთან.

2. აუდიტის პროცესზე კულტურული და ენობრივი განსხვავების პოტენციური გავლენის შეფასება.

3. საჭიროების შემთხვევში აუდიტის საკამათო საკითხების გადაწყვეტა კონსულტაციების გზით.

კ) პიროვნული უნარები

1. მუდმივად სწავლის წახალისება.

2. ქცევა როგორც აუდიტის გუნდისათვის მისაბაძი მაგალითი.

3. ქცევა როგორც მენტორი და ქოუჩი აუდიტის გუნდისათვის.

4. თვითგააზრების წახალისება.

 

ლ) ორგანიზაციული უნარები

1. შეფასება, აქვს თუ არა აუდიტის გუნდს, მათ შორის, აუდიტორის ექსპერტს, ერთობლივად სათანადო ობიექტურობა და კომპეტენცია აუდიტის შესასრულებლად.

2. გარიგების გუნდების ლიდერობით და პროექტის მართვით აუდიტის გარიგებების მართვა.

 

მ) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება

 

1. აუდიტის ხარისხის და პროფესიულ სტანდარტებთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ინტერესზე კონცენტრირებით.

ნ) პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა

 

1. პროფესიული განსჯის გამოყენება აუდიტორული მოსაზრებისადმი, რომელიც დაფუძნებულია აუდიტის დაგეგმვაზე, შესრულებაზე და დასკვნის გამოტანაზე.

2. აუდიტის გარიგების შესრულების ყველა ეტაპზე პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენების ხელშეწყობა.

3. პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენება აუდიტის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების კრიტიკულად შესაფასებლად და კარგად დასაბუთებული დასკვნის გამოსატანად.

4. პიროვნული და ორგანიზაციული მიკერძოების გავლენის შეფასება პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენების შესაძლებლობაზე.

5. პროფესიული სკეპტიციზმის გამოყენება ხელმძღვანელობის მტკიცებების და ოფიციალური ინფორმაციის მიმართ.

6. კრიტიკული აზროვნების გამოყენება აუდიტის საკამათო საკითხების გადასაწყვეტად ალტერნატივების განხილვისა და შედეგების ანალიზისათვის.

ო) ეთიკური პრინციპები

1. ეთიკის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის ხელშეწყობა.

2. აუდიტის პროცესში წარმოშობილი ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის მიმართ საფრთხეების შეფასება და რეაგირება.