დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 156 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017339 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №103 ბრძანების (ვებგვერდი, 04/05/2020, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017317) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ATA წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, რომელიც ავსებს ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მეორე ნაწილს და „ტრანზიტის“ (ცისფერი) ვაუჩერის (მოსახევი ფურცლის) „H.f“ და „H.g“ გრაფებს დასახელების შესაბამისად. ATA წიგნაკის კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ATA წიგნაკის „ტრანზიტის“ (ცისფერი) ძირითადი გვერდის (ყუის) მე-2 ნაწილში მიეთითება „eCustoms“-ის მიერ მინიჭებული „R“ ნომერი, ამავე ნაწილის მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი ან საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის მრგვალი ბეჭედი. ამასთან, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში „I“ გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი უთითებს ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მონაცემებს: ბ.ა) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ბ.ბ) გზათსარგებლობის საფასურის ბარათი; ბ.გ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ პუნქტში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურში/კომპლექსში გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები