ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისათვის გომისმთის სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისათვის გომისმთის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016015
17
31/03/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
000000000.00.113.016015
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისათვის გომისმთის სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №17 

2020 წლის 31 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისათვის გომისმთის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 -ე მუხლის 1ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს ეწოდოს „გომისმთა“, თანდართული რუკის თანახმად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ.ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          დავით დარჩია