სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ (ს/ნ 203836117) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ (ს/ნ 203836117) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127-19
დოკუმენტის მიმღები ს.ს."კავკასრეესტრი"
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2020
სარეგისტრაციო კოდი
127-19
30/12/2019
ვებგვერდი, 08/01/2020
სს სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერეს“ (ს/ნ 203836117) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
ს.ს."კავკასრეესტრი"
 

 

სს სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ განცხადება

№127-19, 30.12.2019 წ.

სს – სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ (ს/ნ 203836117) აქციონერს

პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/14032-15) თანახმად, სს სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სს „იუნიონი“ (ს/ნ 204872799, შემდეგში - „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს  სს  სპორტული კომპლექსი ,,ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების  გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.

გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2020 წლის 12 იანვარი, 18:00 სთ.

სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 3.62 (სამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი.

„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 0.03%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გაიხსნა სპეციალური ანგარიში.

გთხოვთ, კუთვნილი თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე დაუკავშირდეთ  საბროკერო კომპანია შპს „ქართუ ბროკერის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ნასიბაშვილს  (მობილური ტელეფონი: 599 18 28 90, cartubroker@yahoo.com).

ამასთან შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად საბროკერო კომპანიაში წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, აქციათა რეესტრში თქვენი პიროვნული ანგარიშიდან გამოსყიდვის თარიღამდე (12.01.2020 წ.) ბოლო ორი წლის პერიოდის ბრუნვის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან, სს სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ მომსახურე რეგისტრატორში – სს „კავკასრეესტრში“ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, 0186, თბილისი (ტელ.: 2 500 211).

სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.

დირექტორი თამაზ ხიზანიშვილი.