ასოცირების შესახებ შეთანხმების III-A დანართის განახლების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N1/2019 გადაწყვეტილება

ასოცირების შესახებ შეთანხმების III-A დანართის განახლების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N1/2019 გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი 200/42-ACTC-1/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 18/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016596
200/42-ACTC-1/2019
18/10/2019
ვებგვერდი, 12/12/2019
480140000.03.030.016596
ასოცირების შესახებ შეთანხმების III-A დანართის განახლების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის N1/2019 გადაწყვეტილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების III-A დანართის განახლების შესახებ

ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება  №1/2019

2019 წლის 18 ოქტომბერი


ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი,

ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, კერძოდ, 47-ე მუხლის შესაბამისად,

იღებს რა მხედველობაში, რომ:

1. ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების („შეთანხმება“) 431-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.

2. შეთანხმების 47-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველოს ეტაპობრივად დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, შეთანხმების III-A და III-B დანართების დებულებების შესაბამისად და რომ შესაძლოა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილებით შეთანხმების III-A დანართის ცვლილება.

3. შეთანხმების დანართ III-A-ში მოცემული ევროკავშირის რამდენიმე აქტი განახლდა, გაუქმდა ან ჩანაცვლებულ იქნა ახალი აქტებით 2013 წლის 29 ნოემბერს შეთანხმების ინიცირების შემდეგ და ევროოკავშირის ახალი აქტების შესახებ საქართველოს გაეგზავნა შეტყობინება.

4. აუცილებლობას წარმოადგენს შეთანხმების დანართი III-A-ის განახლება, იმ მიზნით რომ ზედმიწევნით იქნას მასში ასახული ევროკავშირის კანონმდებლობის გაუმჯობესება.

5. მეტი სიცხადისთვის, შეთანხმების დანართი III-A მთლიანად უნდა განახლდეს და ჩანაცვლდეს.

6. აუცილებელია, რომ საქართველოს მიეცეს პერიოდი, იმისათვის რომ საკუთარ კანონმდებლობაში ასახოს ევროკავშირის ახალი აქტები. შესაბამისად, გაიწერა დანართ III-A-ში მითითებულ ევროკავშირის აქტებთან საქართველოს დაახლოების ახალი ვადები.

მიიღო შემდგომი გადაწყვეტილება:


მუხლი 1

ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი III-A, შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების დანართში მოცემული ტექსტით.

 

მუხლი 2

ეს გადაწყვეტილება ძალაშია მიღების დღიდან.

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2019 წლის 18 ოქტომბერს.

 

ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების  კომიტეტის სახელით,

თავმჯდომარე:

გ. არველაძე

 

მდივნები.

მ. გაბუნია

რ. მენგელ-იორგენსენი

 

 

დანართი

დანართი III-A

სექტორული კანონმდებლობის დაახლოების ცხრილი

ქვემოთ მოცემულ ნუსხაში ასახულია ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებთან საქართველოს დაახლოების პრიორიტეტები, რომლებიც შეტანილია 2010 წლის მარტის საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის შესახებ და საკანონმდებლო რეფორმისა და ტექნიკური რეგლამენტების მიღების პროგრამაში.

1

2016 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2016/424/EU რეგულაცია საბაგირო მოწყობილობებისა და ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/9/EC დირექტივის გაუქმების შესახებ[1]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

2

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/33EU დირექტივა ლიფტებისა და მისი უსაფრთხოების კომპონენტების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[2]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

3

2014 წლის 15 მაისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/68/EU დირექტივა წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[3]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

4

1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/42/EEC  დირექტივა თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე  წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტიანობის მოთხოვნების შესახებ[4]

 

ვადა: 2013 წლის განმავლობაში

5

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/29/EU დირექტივა წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[5]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

 

6

2013 წლის 20 ნოემბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2013/53/EU დირექტივა რეკრეაციული და პირადი მცურავი საშუალებებისა და 94/25/EC დირექტივის გაუქმების შესახებ[6]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

7

2008 წლის 4 აპრილის კომისიის 2008/43/EC დირექტივა, საბჭოს 93/15/EEC დირექტივის შესაბამისად სამოქალაქო დანიშნულების ასაფეთქებელი (ფეთქებადი) ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემის დაფუძნების თაობაზე[7]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

8

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/34/EU დირექტივა ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობების და დამცავი სისტემების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[8]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

9

2014 წლის 16 აპრილის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/53/EU დირექტივა რადიო მოწყობილობების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის და 1999/5/EC დირექტივის გაუქმების თაობაზე[9]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

10

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/30/EU  დირექტივა ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[10]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

 

11

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/35/EU დირექტივა ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოყენებისათვის განკუთვნილი ელექტრო მოწყობილობების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[11]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

12

2017 წლის 5 აპრილის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2017/745/EU რეგულაცია სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელსაც ცვლილება შეაქვს 2001/83/EC დირექტივაში, 178/2002/EC რეგულაციასა და 1223/2009/EC რეგულაციაში და აუქმებს საბჭოს 90/385/EEC და 93/42/EEC დირექტივებს[12]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

13

2017 წლის 5 აპრილის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2017/746/EU რეგულაცია ინვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელიც აუქმებს 98/79/EC დირექტივას და 2010/227/EU კომისიის გადაწყვეტილებას[13]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

14

2016 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2016/426/EU რეგულაცია აიროვან საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და 2009/142/EC დირექტივის გაუქმების თაობაზე[14]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

15

2016 წლის 9 მარტის საბჭოს 2016/425/EU დირექტივა დაცვის ინდივიდუალური/პერსონალური აღჭურვილობის შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის და 89/686/EEC დირექტივის გაუქმების თაობაზე[15]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

16

2006 წლის 17 მაისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2006/42/EC დირექტივა მანქანა დანადგარების შესახებ, რომელსაც ცვლილება შეაქვს 95/16/EC დირექტივაში (ახალი რედაქცია)[16]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

17

2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/48/EC დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ[17]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში

18

2011 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 305/2011 რეგულაცია, რომელიც ადგენს სამშენებლო პროდუქციის ჰარმონიზებულ პირობებს ბაზარზე განთავსებისათვის[18]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

19

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/31/EU დირექტივა არაავტომატური საწონი საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[19]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში

20

2014 წლის 26 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/32/EU დირექტივა გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია)[20]

 

ვადა:  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან რვა წლის განმავლობაში



[1] OJ EU L 81, 31.3.2016, გვ. 1.

[2] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 251.

[3] OJ EU L 189, 27.6.2014, გვ. 164.

[4] OJ EU L 167, 22.6.1992, გვ. 17.

[5] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 45.

[6] OJ EU l 354, 28.12.2013, გვ. 90.

[7] OJ EU L 94, 5.4.2008, გვ. 8.

[8] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 309.

[9] OJ EU L 153, 22.5.2014, გვ. 62.

[10] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 79.

[11] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 357.

[12] OJ EU L 117, 5.5.2017, გვ. 1.

[13] OJ EU L 117, 5.5.2017, გვ. 176.

[14] OJ EU L 81, 31.3.2016, გვ. 99.

[15] OJ EU L 81, 31.3.2016, გვ. 51.

[16] OJ EU L 157, 9.6.2006, გვ. 24.

[17] OJ EU L 170, 30.6.2009, გვ. 1.

[18] OJ EU L 88, 4.4.2011, გვ. 5.

[19] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 107.

[20] OJ EU L 96, 29.3.2014, გვ. 149.