„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5227-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.019633
5227-Iს
30/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
260000000.05.001.019633
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7პუნქტი:

„71. სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.“.

2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას სამსახურის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად;“.

 3. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა.ა) წერილობითი გაფრთხილება;       

ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით);

ა.გ) ფულადი ჯარიმა;

ა.დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში − მისთვის რეგისტრაციის გაუქმება;

ა.ე) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;

ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ.ბ) ფულადი ჯარიმა;

ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა;

გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

გ.ა) წერილობითი გაფრთხილება;

გ.ბ) ფულადი ჯარიმა;

 გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა;

დ) სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

დ.ა) წერილობითი გაფრთხილება;

დ.ბ) ფულადი ჯარიმა;

დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;

ე) პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ე.ა) წერილობითი გაფრთხილება;

ე.ბ) ფულადი ჯარიმა.“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ოქტომბერი 2019 წ.

N5227-Iს