„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-4
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/04/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016057
ნ-4
22/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
260030000.64.076.016057
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-4
2019 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 (სსმ, ვებგვერდი, 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016017) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს ,,გ“  ქვეპუნქტი:

,,გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმები: „აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) გარიგებების შესახებ ინფორმაცია“ და „აუდიტორული გარიგების სუბიექტთან არსებული სხვა გარიგებების შესახებ ინფორმაცია“, დანართ №3-ის შესაბამისად.“.

2.  ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია,  საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს  მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

 ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  სამსახური მონიტორინგის განხორციელების/მონიტორინგის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.”;

 ა.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

,,6. საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს, იმ შეთხვევაში, თუ საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს/აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 დასრულებული გარიგება.

7. ის აუდიტორული ფირმა/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დასრულებული აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი რესურსი ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად, უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ხელშეწყობის მოთხოვნით. თავის მხრივ, პროფესიული ორგანიზაცია, აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების წარმოჩენისა, პროფესიული ორგანიზაციის წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის  მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ქმედებები მონიტორინგისათვის მზადყოფნის ხელშეწყობისათვის.“;

გ) მე-10 მუხლის:

.ა) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება  აუდიტორთან, აუდიტორულ ფირმის  გარიგების პარტნიორებთან და ფირმის ხელმძღვანელობასთან;

გ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) გარიგებების შესახებ ინფორმაციას და აუდიტორული გარიგების სუბიექტთან არსებული სხვა გარიგებების შესახებ ინფორმაციას დანართ №3-ის შესაბამისად;“;

დ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. წინასამონიტორინგო ანალიზი

წინასამონიტორინგო ანალიზის ფარგლებში სამსახური ახდენს იმ ინფორმაციის და გარემოებების ანალიზს, რომელსაც მოიპოვებს:

ა) საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან;

ბ) მოკვლევის ღონისძიებებიდან;

გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმისგან (მათ შორის, წარმომადგენლებთან გასაუბრებიდან);

დ) სარეგისტრაციო (მათ შორის, განახლებადი) დოკუმენტაციიდან/ინფორმაციიდან;

ე) დიაგნოსტიკური ანგარიშიდან, ქსელის ფარგლებში ხარისხის კონტროლის მიმოხილვიდან ან უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებიდან (არსებობის შემთხვევაში).“;

ე) მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ანგარიშში შეიტანოს ცვლილება და ასახოს საბოლოო შედეგები.“;

ვ) 21-ე მუხლის :

,,თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასება შეიძლება იყოს შემდეგი 6 კატეგორიის:

ა) პირველი კატეგორიის − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არასისტემური (იზოლირებული) მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები ან ისეთი შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) მეორე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად მეტია, ვიდრე უმნიშვნელო და შესაძლოა იყოს არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. ამავე დროს, არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნების რაოდენობა არის მრავალრიცხოვანი, შემოწმებული გარიგების ზომის და სირთულის გათვალისწინებით ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სიტემასთან აღმოჩნდა შენიშვნები, რომლებიც მეტია, ვიდრე მხოლოდ უმნიშვნელო და ნაკლებია, ვიდრე არსებითი/მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

გ) მესამე კატეგორიის – კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა არასისტემური და შესაძლოა სისტემური ხარვეზებიც, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის აკრძალვის გარეშე. აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორებისა და პერსონალის კვალიფიკაცია ადეკვატურია და ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

დ) მეოთხე კატეგორიის − კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა სისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი და შესაძლოა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის სრული აკრძალვის გარეშე. აუდიტორი ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორ(ებ)ი და პერსონალი ორიენტირებულია საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ე) მეხუთე კატეგორიის – თუ აუდიტორის მიერ/გარიგების პარტნიორის მიერ/აუდიტორულ ფირმაში აუდიტორული საქმიანობა საკმარისად კომპეტენტურად არ არის განხორციელებული; ან თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის კომპეტენციიდან გამომდინარე აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მიერ განხორციელებულმა აუდიტორულმა საქმიანობამ  შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე, რის გამოც არსებობს საჭიროება, რომ აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გარკვეული პერიოდით აეკრძალოს აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება; ან/და ხარისხის კონტროლის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე; ან თუ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვა აუცილებელია საზოგადოების ინტერესთა დასაცავად; ან თუ აღმოჩენილი ხარვეზები განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება, თუმცა სამსახურის მიერ მიიჩნევა, რომ ის აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოსწორებადია გონივრულ ვადებში. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ვ) მეექვსე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა ან/და სუბიექტის ან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და იმ შემთხვევებში, როდესაც აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებული მომსახურება საშიშია საზოგადოებისთვის და სუბიექტთა ფუნქციონირებისათვის. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს დარღვეული აქვს პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code).“;

თ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. სამსახური უფლებამოსილია დაავალოს იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, რომელსაც აქვს მეორე, მესამე, მეოთხე ან მეხუთე კატეგორიის დასკვნითი შეფასება, აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის, გარიგების პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

თ.გ)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. თუ პირის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის თაობაზე და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან/და დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლების აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.“;

8. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში, თუ პირის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა,  სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.“;

ზ) წესის 22-ე მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის რეესტრიდან ამოღებას.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია არაუმეტეს 3 წლის ვადით აკრძალოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.