„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3881-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010230000.05.001.019283
3881-რს
06/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
010230000.05.001.019283
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი

არაგეგმური ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ტარდება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე.“.

3. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.“.

4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი).“.

მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღის მომდევნო დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3881-რს