„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-4
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 01/03/2018
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016039
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-4

2018 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 (სსმ, ვებგვერდი 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016017) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“ (დანართი №1):

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შესასრულებელი ღონისძიებები – სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების შედეგად ასახული იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი (შესასრულებელი ვადების მითითებით), რაც სავალდებულოა აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის;“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინასწარ შედეგებზე, მათ შორის, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ მომზადებულ გამოსწორების გეგმაზე და სამსახურის რეკომენდაციაზე წარმოდგენილი შენიშვნების/წინადადებების, განხილვა და მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მომზადება;“.

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აუდიტორი და აუდიტორული ფირმა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგენს წერილობით პოზიციას მისთვის წარდგენილ წინასწარ შედეგებთან მიმართებაში, რომელშიც, არსებობის შემთხვევაში, ასახავს საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს. საკუთარი პოზიციის წარუდგენლობა ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება, როგორც თანხმობა წინასწარ შედეგებზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის ანგარიშში შეიტანოს ცვლილება და ასახოს საბოლოო შედეგები“.

4. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მონიტორინგის შედეგები (დასკვნითი შეფასების კატეგორია, შემზღუდველი ხასიათის რეკომენდაცია და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას.“;

5. 21-მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკნითი შეფასება შეიძლება იყოს შემდეგი 6 კატეგორიის:“;

ა.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,დ1) მეოთხე კატეგორიის - კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ აუდიტის მტკიცებულებებთან, ძირითად აუდიტის მსჯელობებთან (სტრატეგიასთან) და შესაბამის ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში აღმოჩნდა სისტემური ხარვეზები, რომლებიც ინდივიდუალურად ან აგრეგირებულად არსებითი და მნიშვნელოვანია ან/და არსებულ აუდიტის მეთოდოლოგიასთან და ხარისხის კონტროლის სისტემასთან აღმოჩნდა არსებითი/მნიშვნელოვანი და შესაძლოა ყოვლისმომცველი შენიშვნები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია საქმიანობის სრული აკრძალვის გარეშე. აუდიტორი ან აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორ(ებ)ი და პერსონალი ორიენტირებულია საკუთარი კვალიფიკაციის/აუდიტორული ფირმის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. აუდიტორს/გარიგების პარტნიორს მნიშვნელოვნად არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი;”;

ა.გ) ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მეხუთე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის კომპეტენციიდან გამომდინარე არსებობს საჭიროება, რომ აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გარკვეული პერიოდით აეკრძალოს აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება ან/და ხარისხის კონტროლის სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან შესაძლოა ურყოფითად იმოქმედოს აუდიტორის პროფესიისადმი საზოგადოების ნდობაზე, ან თუ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვა აუცილებელია საზოგადოების ინტერესთა დასაცავად, ან თუ აღმოჩენილი ხარვეზები განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება, თუმცა სამსახურის მიერ მიიჩნევა, რომ ის აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოსწორებადია გონივრულ ვადებში;

ვ) მეექვსე კატეგორიის – თუ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა ან/და სუბიექტის ან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და იმ შემთხვევებში, როდესაც აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებული მომსახურება საშიშია საზოგადოებისთვის და სუბიექტთა ფუნქციონირებისათვის.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. თუ პირის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის თაობაზე, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

8. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.“.

6. 22-მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური არაუმეტეს 3 წლის ვადით კრძალავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მეექვსე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია შეუწყვიტოს აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეგისტრაცია.“.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გაითვალისწინებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შენიშვნებს ან/და რეკომენდაციებს, არ შეასრულებს მითითებებს შესასრულებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.