„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1224-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018560
1224-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 28/07/2017
430050000.05.001.018560
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრისათვის წარდგენილი  საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;

ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი;

ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;“.

2. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 16მუხლები:

„მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისათვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 162. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

6. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

7. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით.

2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით.

3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1224-რს