დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) მომზადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1029 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №1029
2012 წლის30მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ ბათუმში,მდინარე ჭორ ოხზე ხიდისმშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) მომზადების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:
ა) ქალაქ ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის ტექნიკურ‑ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) მომზადება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები