ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
17/08/2012
ვებგვერდი, 23/08/2012
010250020.35.105.016089
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/08/2012 - 03/08/2018)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 29

2012 წლის 17 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად №1 დანართისა.

მუხლი 2. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად №2 დანართისა.

მუხლი 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 5. „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. კონჯარია

 

დანართი 1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

 

 გერბის ფარს 4 ნაწილად (ველად) ყოფს ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს. პირველი ნაწილი – ძოწის ველზე მოთავსებულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართ ; მეორე ნაწილი – აჟვარდის ველზე ოქროს საწმისი; მესამე ნაწილი – ლაჟვარდის ველზე ვერცხლის ხუთი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი; მეოთხე ნაწილი – ძოწის ველზე ყალყზე შემდგარი ვერცხლის ცხენი.

 გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი გალავანი (ციხესიმაგრე) ნახევრად ღია ჭიშკრით.

 ფარის ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ- ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ზუგდიდი“.

 

 

       დანართი 2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

 დროშის ძოწის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავების გადაკეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს, დროშის 1/3- ზე. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.