კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ

  • Word
კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/1957
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, -, 31/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 23/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000344
  • Word
25/06/1957
სსმ, -, 31/05/2000
000000430.00.003.000344
კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 105

კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ[1]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც ჟენევაში მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ და 1957 წლის 5 ივნისს შეიკრიბა თავის მეორმოცე სესიაზე, რომელმაც განიხილა საკითხი იძულებითი შრომის შესახებ, რომელიც სესიის დღის წესრიგის მეოთხე პუნქტია, იძულებითი შრომის შესახებ 1930 წლის კონვენციის დებულებათა გათვალისწინებით,

მხედველობაში მიიღო, რომ მონობის შესახებ 1926 წლის კონვენცია გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას საიმისაოდ, რათა სავალდებულო ან იძულებითს შრომას არ მოჰყვეს მონობის ანალოგიური პირობები, და რომ მონობის, მონებით ვაჭრობის და მონობის მსგავსი ინსტიტუტიებისა და წეს–ჩვეულებების გაუქმების შესახებ 1956 წლის დამატებითი კონვენცია გულისხმობს ვალის კაბალისა და ბატონყმური დამოკიდებულების სრულ გაუქმებას,

იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენცია გულისხმობს ხელფასის დროულ გაცემას და კრძალავს შრომის ანაზღაურების რაიმე ისეთი სისტემის გამოყენებას, რომელიც მუშაკებს სამუშაოდან წასვლის რეალურ შესაძლებლობას,

დაადგინა მიიღოს ადამიანის იმ უფლებათა დამრღვევი ზოგიერთი სახეობის იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმების დამატებითი წინადადებანი, რომლებიც ნახსენებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში და გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით,

გადაწყვიტა ამ წინადადებებს მისცეს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,

ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი წლის ივნისის მეხუთე დღეს იღებს ქვემოთ მოყვანილ კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს იძულებითი შრომსი გაუმქების შესახებ 1957 წლის კონვენცია:

    მუხლი 1

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, ვალდებულებას კისრულობს გააუქმოს იძულებითი ან სავალდებულო შრომა და არ მიმართოს მის რომელიმე ფორმას;

ა) პოლიტიკური ზემოქმედების ან აღზრდის საშუალებად ან დადგენილი პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური სისტემის საპირისპირო პოლიტიკური შეხედუელბების ან იდეოლოგიური მრწამსის არსებობის ან გამოხატვის გამო სასჯელის ზომად;

ბ) ეკონომიკური განვითარების საჭიროებებისათვის მუშახელის მობილიზაციის და გამოყენების მეთოდად;

გ) შრომით დისციპლინის შენარჩუნების საშუალებადკ

დ) გაფიცვებში მონაწილეობისათვის სასჯელის საშუალებად;

ე) რასობრივი, სოციალური და ეროვნული კუთვნილების ან სარწმუნოების ნიშნით დისკრიმინაციის ზომად.

    მუხლი 2

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, ვალდებულებას კისრულობს მიიღოს იძულებითი ან სავალდებულო შრომის იმ სახეობების დაუყოვნებლივი და სრული გაუქმების ეფექტიანი ზომები, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე კონვენციის 1 მუხლში.

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენცია რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები რეგისტრაციისათვი შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს ეგზავნება.

    მუხლი 4

1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებზე, ვისი დოკუმენტებიც რატიფიკაციის შესახებ რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტ თვეში მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მოახდენს რატიფიკაციის შესახებ ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტების რეგიტრაციას.

3. შემდგომ წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ორგანიზაციის ყოველი წევრის მიმართ რატიფიკაციის შესახებ მისი დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღის შემდეგ თორმეტ თვეში.

    მუხლის 5

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც წინამდებარ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, შეუძლია მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის მომენტიდან ათწლიანი პერიოდის შემდეგ მოახდინოს მისი დენონსაცია შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორისათვის რეგისტრაციის მიზნით გაგზავნილი დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით.

2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის მომხდენი ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც წინა პუნქტში ნახსენები ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის თავისი უფლებით, შემდგომი ათი წლის პერიოდის განმავლობაში ხელშეკრული იქნება და შემდგომ წინამდებარე კონვენციის დენონსაციას შეძლებს ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 6

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ატყობინებს მიღებული რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის და დენონსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც მან მიიღო ორგანიზაციის წევრებისგან.

2. გენერალური დირექტორი, ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მიღბული მეორე დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ, მათ ყურადღებას მიაპყრობს კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.

    მუხლი 7

შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისათვის უგზავნის წინა მუხლების დებულებათა თანახმად მის მიერ რეგისტრირებულ რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტთან და დენონსაციის შესახებ აქტებთან დაკავშირებულ სრულ მონაცემებს.

    მუხლი 8

ყოველთვის, როცა შრომის საერთაშორისო ადმინისტრაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერნეციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, ღირს თუ არა კონფერნეციის დღის წესრიგში მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ საკითხის შეტანა.

    მუხლი 9

1. იმ შემთხვევაში, თუ კონფერნეცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არ არის გათვალისწინებული:

ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად იწვევს, 5 მუხლის დებულებათა მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი, გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;

ბ) ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული წინამდებარე კონვენციის დახურული ორგანიზაციის წევრთა მიერ მისი რატიფიკაციისათვის.

2. წინამდებარე კონვენცია ყოველ შემთხვევაში ფორმით და შინაარსით ძალაში რჩება ორგანიზაციის იმ წევრთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია.

    მუხლი 10

წინამდებარე კონვენციის ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.



[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1959 წლის 17 იანვარი.