კონვენცია 88. დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ

  • Word
კონვენცია 88. დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/1948
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 06/10/2003
ძალაში შესვლის თარიღი 11/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 480140000.11.110.000442
  • Word
-
09/07/1948
გაურკვეველი, -, 06/10/2003
480140000.11.110.000442
კონვენცია 88. დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 88

 დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა სან-ფრანცისკოში, შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ, 1948 წლის 17 ივნისს, თავის 31-ე სესიაზე,

გადაწყვიტა რა, რომ მიიღოს დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ რიგი წინადადებები, რაც წარმოადგენს სესიის დღის წესრიგის მე-4 პუნქტს, და

გადაწყვიტა რა, რომ მისცეს ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,

იღებს 1948 წლის ივლისის თვის მე-9 დღეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც დასახელებული იქნება, როგორც 1948 წლის კონვენცია დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ:

მუხლი 1

1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, ინახავს ან უზრუნველყოფს დასაქმების უფასო სახელმწიფო სამსახურის შენახვას.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს - თუ საჭიროა სხვა დაინტერესებულ საზოგადოებრივ და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით - შრომის ბაზრის შესაძლო საუკეთესო ორგანიზების უზრუნველყოფა, როგორც სრული დასაქმების მიღწევისა და შენარჩუნების, განვითარებისა და საწარმოო ძალების გამოყენების ეროვნული პროგრამის განუყოფელი ნაწილისა.

მუხლი 2

დასაქმების სამსახური შედგება დაქირავების ბიუროების ეროვნული სისტემისაგან და მუშაობს ხელისუფლების ხელმძღვანელობით.

    მუხლი 3

1. ეს სისტემა მოიცავს ადგილობრივი და, სადაც ეს მიზანშეწონილია, რეგიონული ბიუროების ქსელს, ყოველი გეოგრაფიული რაიონის მომსახურებისათვის საჭირო რაოდენობით. ისინი მოხერხებულად უნდა იყვნენ განლაგებულნი მეწარმეებისა და მშრომელებისთვის.

2. ქსელის ორგანიზება:

ა) ექვემდებარება კვლევას:

ა.ა) თვითდასაქმებული მოსახლეობისა და ეკონომიკური საქმიანობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს და

ა.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ ასეთი გამოკვლევა სასურველია საცდელი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შესაფასებლად.

ბ) გადაისინჯება ყოველთვის, როდესაც გამოკვლევების შედეგების თანახმად ასეთი გადასინჯვა აუცილებელია.

    მუხლი 4.

1. დასაქმების სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და მისი პოლიტიკის შემუშავების მიზნით, წარმოებს სათანადო ღონისძიებების გატარება საკონსულტაციო კომიტეტების მეშვეობით, რათა პროცესში ჩართულ იქნენ მეწარმეთა და მშრომელთა ორგანიზაციები.

2. ეს ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ერთი ან მეტი ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის შექმნას და იქ, სადაც ეს აუცილებელია, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი კომიტეტების შექმნას.

3. მეწარმეთა და მშრომელთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიერ, იქ სადაც ასეთი ორგანიზაციები არსებობენ, ინიშნება წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობა საკონსულტაციო კომიტეტებში.

    მუხლი 5.

მშრომელთა ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე გაგზავნის თაობაზე დასაქმების სამსახურის ზოგადი პოლიტიკის გამომუშავება წარმოებს მე-4 მუხლით განსაზღვრული საკონსულტაციო კომიტეტების მეშვეობით, მეწარმეთა და მშრომელთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ.

    მუხლი 6.

დასაქმების სამსახურების ორგანიზება ხდება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მშრომელთა შერჩევისა და დასაქმების ეფექტიანობა, რისთვისაც დასაქმების სამსახური:

ა) ხელს უწყობს მშრომელებს შესაფერისი სამუშაოს მოძიებაში და ეხმარება მეწარმეებს მათთვის აუცილებელი მუშაკების შერჩევაში. კერძოდ, საერთო სახელმწიფო მასშტაბით შემუშავებულ წესებზე დაყრდნობით იგი:

ა.ა) ახდენს სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აწარმოებს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სურვილების აღრიცხვას, ატარებს გამოკითხვას მათთვის სამუშაო ადგილების მოძიების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მათი პროფესიული მომზადებისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმებას, შესაბამის შემთხვევებში აღმოუჩენს მათ დახმარებას პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიზნით;

ა.ბ) აგროვებს მეწარმეებისაგან ზუსტ მონაცემებს ვაკანტური თანამდებობებისა და იმ მოთხოვნების თაობაზე, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ მათთვის საჭირო მუშაკები;

ა.გ) აგზავნის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს შესაფერისი კვალიფიკაციით, რომელთა ფიზიკური მდგომარეობაც ვარგისია სამუშაოს შესასრულებლად;

ა.ვ) ორგანიზებას უკეთებს სამუშაოს მაძიებელთა სიებისა და ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაციების გაცვლას დაქირავების ცალკეულ ბიუროებს შორის მაშინ, როცა სამუშაოს მაძიებლების განთავსება შესაბამის ადგილებზე ან თავისუფალი თანამდებობების შევსება შესაბამისი კანდიდატებით შეუძლებელია იმ ბიუროების მეშვეობით, რომელთაც მათ თავდაპირველად მიაკითხეს, ან სხვა შემთხვევებში, რომლებიც ამართლებენ ასეთი ზომების გატარებას.

ბ) ღებულობს სათანადო ზომებს იმისათვის, რომ:

ბ.ა) გააადვილოს პროფესიის შეცვლა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების მიზნით;

ბ.ბ) გააადვილოს ტერიტორიული გადაადგილება მშრომელთა იმ რაიონებში გადაადგილების მიზნით, სადაც არსებობს შესაფერისი სამუშაოს მოძიების შესაძლებლობა;

ბ.გ) გააადვილოს მომუშავეთა დროებითი გადაადგილება ერთი რაიონიდან მეორეში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დროებითი, ადგილობრივი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით;

ბ.დ) გააადვილოს მშრომელთა გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში, იქ, სადაც ეს ნებადართულია დაინტერესებული მთავრობების მიერ.

გ) ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით და იქ, სადაც ეს მისაღებია, მეწარმეებთან და პროფკავშირებთან ერთად აგროვებს და სწავლობს მთელ არსებულ ინფორმაციას შრომის ბაზრის მდგომარეობის და მისი შესაძლო ევოლუციის შესახებ როგორც მთელი ქვეყნის, ისე წარმოების ცალკეული დარგების, პროფესიების და რაიონების მიხედვით. სისტემატურად და შეფერხების გარეშე აწვდის ამ მონაცემებს ხელისუფლების ორგანოებს, მეწარმეთა და მშრომელთა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და საზოგადოებას.

დ) თანამშრომლობს უმუშევრობისაგან დაზღვევის საქმეთა მართვაში, დახმარების სხვადასხვა ღონისძიებაში უმუშევართა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

ე) აუცილებლობისდა მიხედვით, ხელს უწყობს სხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს სოციალურ-ეკონომიკური გეგმების შედგენაში, რომლებიც მიმართულია დასაქმების საკითხებში სასურველი მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ.

    მუხლი 7

მიღებული იქნება შემდეგი ზომები:

ა) სხვადასხვა დაქირავების ბიუროებისათვის სპეციალიზაციის გასაადვილებლად საწარმოო დარგებისა და პროფესიების მიხედვით, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა: სოფლის მეურნეობისა და საქმიანობის სხვა დარგები, სადაც ასეთი სპეციალიზაცია შეიძლება იყოს სასარგებლო;

ბ) პირთა განსაკუთრებული კატეგორიების მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილების მიზნით, რომელიც ეძებენ სამუშაოს, მაგალითად, ინვალიდებისათვის.

    მუხლი 8

დასაქმების სამსახურისა და პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში შემუშავებული და მიღებული იქნება სპეციალური ღონისძიებები მოზარდებისათვის.

    მუხლი 9

1. დასაქმების სამსახურის პერსონალი შედგება სახელმწიფო მოსამსახურეებისაგან, როლებიც თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობითა და სამსახურებრივი პირობებით არ არიან დამოკიდებული ხელისუფლების ცვლაზე და თავისუფალნი არიან გარედან არასასურველი გავლენისაგან და რომელთაც უზრუნველყოფილი აქვთ სამსახურის მუდმივობა, რამდენადაც ეს შესაბამისობაშია სამსახურის მოთხოვნებთან.

2. დასაქმების სამსახურის პერსონალის აყვანა წარმოებს მხოლოდ კვალიფიკაციის ნიშნით თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად იმ პირობით, რომ დაცული იქნება სახელმწიფო მოხელეთა დაქირავებისათვის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.

3. ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ადგენს ამ კვალიფიკაციის შემოწმების მეთოდებს.

4. დასაქმების სამსახურის პერსონალი გადის თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელ მომზადებას.

    მუხლი 10

დასაქმების სამსახური მეწარმეთა და მშრომელთა ორგანიზაციებთან და ასევე სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან თანამშრომლობით იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა წახალისებულ იქნეს მეწარმეთა და მშრომელთა მხრიდან ბაყოფლობით საწყისებზე დასაქმების სამსახურის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება.

    მუხლი 11

ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დაქირავების იმ კერძო ბიუროების ეფექტიანი თანამშრომლობა, რომლებიც მიზნად არ ისახავენ კომერციულ სარგებელს.

    მუხლი 12

1. თუ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს დიდი რაიონები, სადაც მოსახლეობის არაკომპეტენტური დასახლების ან რაიონის განვითარების დონის გამო ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენება პრაქტიკულად განუხორციელებელია, მაშინ ხელისუფლების ამ ორგანოს შეუძლია არ გაავრცელოს კონვენციის მოქმედება ამ რაიონებში მთლიანად, ან დაუშვას გამონაკლისები ცალკეული საწარმოების ან პროფესიების მიმართ, რომლებსაც იგი თვლის მიზანშეწონილად.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრი თავის პირველ ყოველწლიურ მოხსენებაში წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ, რომელიც წარედგინება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 22-ე მუხლის შესაბამისად, მიუთითებს ყველა იმ რაიონს, რომელთა მიმართაც გადაწყვიტა გამოიყენოს ამ მუხლის დებულებები, აგრეთვე მიზეზებს, რის გამოც განზრახულია ამ დებულებით სარგებლობა. ორგანიზაციის არცერთ წევრს არ შეუძლია პირველი ყოველწლიური მოხსენების წარდგენის შემდეგ გამოიყენოს ამ მუხლის დებულებები სხვა რაიონების მიმართ, გარდა იმ რაიონებისა, რომლებიც აღნიშნულია პირველ მოხსენებაში.

3. ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც იყენებს ამ მუხლის დებულებებს, ყოველ შემდგომ ყოველწლიურ მოხსენებაში მიუთითებს იმ რაიონებზე, რომელთა მიმართაც იგი უარს ამბობს ამ დებულებების გამოყენებაზე.

    მუხლი 13

1. იმ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომლებიც მოხსენიებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35-ე მუხლში, რომელიც შესწორებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 1946 წლის შესწორებით. ამავე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული ტერიტორიების გამოკლებით, ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელმაც მოახდინა ამ კონვენციის რატიფიკაცია, რატიფიკაციიდან რაც შეიძლება მოკლე დროში, უგზავნის შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს განცხადებას, სადაც მითითებული უნდა იყოს:

ა) ტერიტორიები, რომელთა მიმართ ორგანიზაციის დაინტერესებული წევრი ვალდებულებას იღებს, გამოიყენოს ამ კონვენციის დებულებები უცვლელად;

ბ) ტერიტორიები, რომელთა მიმართაც იგი იღებს ვალდებულებას, გამოიყენოს კონვენციის დებულებები ცვლილებებით და ამ ცვლილებების დეტალებს;

გ) ტერიტორიები, რომელთა მიმართაც კონვენცია არ იქნება გამოყენებული და მიზეზები, რის გამოც იგი არ იქნება გამოყენებული;

დ) ტერიტორიები, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ვალდებულებები ითვლება რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად და იწვევენ იგივე შედეგებს.

3. ორგანიზაციის ყველა წევრს შეუძლია, ახალი განაცხადის საშუალებით უარი თქვას ყველა შეზღუდვაზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო წინა განაცხადით ამ მუხლის I პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად.

4. ორგანიზაციის ყოველ წევრს შეუძლია, იმ პერიოდების განმავლობაში, რომლის დროსაც წინამდებარე კონვენცია შეიძლება იყოს დენონსირებული მე-17 მუხლის შესაბამისად, გაუგზავნოს გენერალურ დი განმავლობაში, რომლის დორსაც წინამდებარე კონვენცია შეიძლება იყოს დენონსირებული მე- რექტორს ახალი განცხადება, რომელიც ცვლის ნებისმიერი სხვა მიმართულებით წინა განცხადებებით წარმოდგენილ პირობებს და რომელიც შეიცავს ცნობებს განსაზღვრულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 14

1. როცა კონვენციაში წამოჭრილი საკითხები მთლიანად ან ძირითადად შედიან მეტროპოლის გარე ტერიტორიის ხელისუფალთა კომპეტენციაში, მაშინ ორგანიზაციის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტერიტორიის საერთაშორისო ურთიერთობებზე, აღნიშნული ტერიტორიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, შეუძლია გაუგზავნოს შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს განცხადება ამ ტერიტორიის სახელით კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულების აღების თაობაზე.

2. ამ კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებების აღების თაობაზე შრომის საერთაშორისო ბიუროს დირექტორს განცხადება შეიძლება გაეგზავნოს:

ა) ორგანიზაციის ორი ან მეტი წევრის მიმართ, რომელიც მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ იმყოფება;

ბ) ნებისმიერი საერთაშორისო ხელისუფლების მიერ, რომელიც პასუხისმგებელია რომელიმე ტერიტორიის მართვაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად ან, სხვა რაიმე დადგენილების თანახმად, ასეთი ტერიტორიის მიმართ;

3. განცხადებებში, რომლებიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, ამ მუხლის წინა პუნქტების თანახმად აღინიშნება, იქნება თუ არა გამოყენებული კონვენციის დებულებები მოცემულ ტერიტორიაზე ცვლილებებით თუ ცვლილებების გარეშე; თუ განცხადებაში აღნიშნული იქნება, რომ კონვენციის დებულებები გამოყენებული იქნება ცვლილებებით, მაშინ იქვე უნდა დაზუსტდეს, რაში მდგომარეობს სახელდობრ ეს ცვლილებები.

4. ორგანიზაციის დაინტერესებულ წევრს ან წევრებს ან საერთაშორისო ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალი განცხადებების მეშვეობით უარი თქვან მთლიანად ან ნაწილობრივ იმ ცვლილებების გამოყენების უფლებაზე, რომლებიც მითითებული იყო წინა განცხადებებში.

5. ორგანიზაციის დაინტერესებულ წევრს ან წევრებს ან საერთაშორისო ხელისუფლებას უფლება აქვთ, იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მე-17 მუხლის დებულებების შესაბამისად კონვენცია შეიძლება იყოს დენონსირებული, გაუგზავნონ გენერალურ დირექტორს ახალი განცხადება, სადაც მიეთითება ადრე გაგზავნილი ნებისმიერი განცხადების პირობების ცვლილებები და არსებული მდგომარეობა წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენების თაობაზე.

    მუხლი 15

წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები ეგზავნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის.

    მუხლი 16

1. წინამდებარე კონვენცია ავალდებულებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებს, რომელთა დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ დარეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის გასვლიდან მას შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი მოახდენს ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტების რატიფიკაციას.

3. შემდგომში ორგანიზაციის ყოველი წევრის მიმართ წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტების რეგისტრაციის თარიღიდან.

    მუხლი 17

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც რატიფიცირება გაუკეთა ამ კონვენციას, მისი ძალაში შესვლიდან ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, შეუძლია დენონსირება გაუკეთოს მას შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი და გენერალური დირექტორის მიერ რეგისტრირებული აქტის საფუძველზე. დენონსირება ძალაში შედის დენონსირების აქტის რეგისტრირებიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რომელმაც მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება და წინა პუნქტში აღნიშნული ათწლიანი პერიოდის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში არ გამოიყენებს ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებას, ვალდებული იქნება შემდგომი ათწლიანი პერიოდის განმავლობაშიც, ხოლო შემდგომში შეძლებს წინამდებარე კონვენციის დენონსირებას ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

    მუხლი 18

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი აუწყებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ორგანიზაციის წევრებისაგან მიღებული ყველა დოკუმენტის რატიფიცირებისა და დენონსირების აქტების, განცხადებების რეგისტრაციის შესახებ.

2. აუწყებს რა ორგანიზაციის წევრებს რატიფიცირების მეორე დოკუმენტის რეგისტრირების შესახებ, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღზე.

    მუხლი 19

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი, თანახმად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლისა, უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს რეგისტრირებისათვის წინა მუხლის დებულების შესაბამისად, მის მიერ რეგისტრირებული ყველა დოკუმენტის რატიფიცირების, განცხადებების, დენონსირების აქტების შესახებ სრულ ცნობებს.

    მუხლი 20

საჭიროების შემთხვევაში, შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებას, ჩართულ იქნეს თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში საკითხი მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ.

1. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის მთლიან ან ნაწილობრივ გადასინჯვას და, თუ ახალ კონვენციაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ:

ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად ნიშნავს, მე-17 მუხლის დებულების მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დებულების დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი კონვენცია შევიდა ძალაში;

ბ) ახალი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ორგანიზაციის ყველა წევრისათვის წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის საკითხი დახურულია;

გ) წინამდებარე კონვენცია ნებისმიერ შემთხვევაში რჩება ძალაში თავისი ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი კონვენციის რატიფიცირება.

    მუხლი 22

წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს აქვთ ერთი და იგივე ძალა.