Комментарии

Аватар пользователя გიგი გიორგაძე
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2024/01/02 02:33:31
Контакты - Все комментарии

ეწინააღმდეგება თუ არა ამ კანონით მიერ დადგენილი მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის რედაქცია, კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-6 პუნქტს, რადგან ამ რედაქციით, თუ მთავრობა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ხოლო მე-6 მუხლში წერია, რომ თუ მთავრობა, მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი, 7 დღის ვადაში წარადგენს პარლკმენტის ორი მეხუთედისთვის მოსაწონ კანდიდატურას, მაგრამ თუ მე-5 პუნქტი, პარლამენტი უკვე დათხოვნილი იქნება, როგორ წარადგენს ის, საკუთარი ორი მეხუითედისთვის მოსაწონ კანდიდატურას?

Аватар пользователя nika
nika (nika)
სხვა
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2021/08/25 17:24:33
Контакты - Все комментарии

ეს ცვლილება ეხება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას და არა იმას, რაც ოქტომბრის მერე ამოქმედდება. მოქმედი რედაქციის მე-80 მუხლის მე-6 ნაწილით კი ”ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.”. მოყვანილი მეორე ნორმა არის ასამოქმედებელი კონსტიტუციური ცვლილების მე-80 მუხლი. ჩემი აზრით წინააღმდეგობა არ არსებობს.