Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
О службе доходов | |
---|---|
Номер документа | 2666 |
Издатель документа | Парламент Грузии |
Дата издания | 23/02/2010 |
Тип документа | Закон Грузии |
Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 7, 09/03/2010 |
Регистрационный код | 190.040.000.05.001.003.887 |
Консолидированный публикации |
Консолидированная версия (28/06/2019 - 20/10/2022)
შემოსავლების სამსახურის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსსა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. სამსახური არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სამსახურს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
2 1. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშს და მისი გამოყენების პირობებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი „ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2944 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4332 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობები, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, სამსახურის დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4934 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) გადასახადის/გადასახდელის გადამხდელისათვის მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება;
გ) გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრის საკითხებზე სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 5. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური უფლებამოსილებები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის შესაბამის თანამშრომელს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვს, იხელმძღვანელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე (გარდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული უფლებისა), 32-ე და 33-ე (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა) მუხლებით.
2. სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1277 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2150 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
მუხლი 6. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში;
გ) უფლებამოსილია მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;
დ) უფლებამოსილია სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სამსახურის სხვა თანამშრომელს;
ე) სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომელს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომლის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის სახსრებსა და ქონებას;
ი) სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს სხვადასხვა სამართალურთიერთობების რეგულირების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს პირველი მოადგილე. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
5. სამსახურში თანამშრომელთა მიღებისა (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №529 5 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 3 46 – ვებგვერდი, 02.04.2013წ.
1. სამსახური თავისი ფუნქციების შესასრულებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.
2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომელიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 8. სამსახურის დაფინანსება
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სამსახურის მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის განვითარებას.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №529 5 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლის წახალისება
სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1830 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
მუხლი 11. სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს აქვთ, მათ დახმარება ყველა შემთხვევაში მიეცემათ.
2. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უწევს სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს სამსახური, რომელიც ამ მიზნით საცხოვრებელ ბინას ქირაობს.
5. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
6. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.07.2018წ.
მუხლი 12. სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
სამსახურის თანამშრომლის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. სამსახური ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
მუხლი 14. სამსახურის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი
სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) პროფესიული ვალდებულებების შესრულება იმ პირის მიმართ, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ითვლება მის ნათესავად ანდა რომლის მიმართაც მას ან მის ნათესავს აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი;
ბ) პირადი, კომერციული, პროფესიული ან/და სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საგადასახადო კონტროლის განხორციელება იმ პირის მიმართ, რომელსაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე უწევს მომსახურებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
4. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცება.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.
7. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.
9. საგადასახადო და საბაჟო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე.
11. საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“ და „შემოსავლების სამსახური“ ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2 866 – სსმ I, № 14 , 30.03.10 წ., მუხ. 89
მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა პირველი–მე-14 მუხლებისა და მე-15 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი–მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის მე-2, მე-3 და მე-9–მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 415).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№ 2666–Iს
Комментарии к документу