Об освобождении от административного взыскания

Об освобождении от административного взыскания
Номер документа 923-VIმს-Xმპ
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 07/09/2021
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 09/09/2021
Регистрационный код 020080020.05.001.020395
Консолидированный публикации
923-VIმს-Xმპ
07/09/2021
Вебсайт, 09/09/2021
020080020.05.001.020395
Об освобождении от административного взыскания
Парламент Грузии

Консолидированная версия (Окончательный вариант)

 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით გათვალისწინებული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება.

მუხლი 1

1. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელსაც აღნიშნული სახის სახდელი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული დეკრეტის საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.

2. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 ან 4211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.

მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2020 წლის 23 მაისამდე ჩაიდინა; 

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა;

გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

მუხლი 4

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსა და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.

მუხლი 5

1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4358 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

მუხლი 6

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 სექტემბერი 2021 წ.

N923-VIმს-Xმპ