Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Об освобождении от административного взыскания | |
---|---|
Номер документа | 726-Vრს-Xმპ |
Издатель документа | Парламент Грузии |
Дата издания | 12/07/2021 |
Тип документа | Закон Грузии |
Источник опубликования, дата | Вебсайт, 14/07/2021 |
Activating Date | 28/07/2021 |
Регистрационный код | 020080020.05.001.020355 |
|
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
|
მუხლი 1
1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლება, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომლის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული. მუხლი 2 1. პირის ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლებას გულისხმობს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის აღუსრულებელ ნაწილზე. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირის ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება. 3. ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N726-Vრს-Xმპ |
Комментарии к документу