О гарантиях социальной защиты членов Конституционного Суда Грузии

О гарантиях социальной защиты членов Конституционного Суда Грузии
Номер документа 293
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 25/06/1996
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Парламентские ведомости, 19-20, 30/07/1996
Expiration Date 16/12/2018
Регистрационный код 110.030.110.05.001.000.148
Консолидированный публикации
293
25/06/1996
Парламентские ведомости, 19-20, 30/07/1996
110.030.110.05.001.000.148
О гарантиях социальной защиты членов Конституционного Суда Грузии
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (23/12/2017 - 21/07/2018)

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

      მუხლი 1

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 31 იანვრის კანონის მეოთხე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

      მუხლი 2

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი №408 - საქართველოს პარალამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.20

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.201

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2481 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.420

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  კანონი №1925  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

     მუხლი 3

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისათვის საკვალიფიკაციო კლასების მინიჭების წესი განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2481 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.420

    მუხლი 4

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   მუხლი 5

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2487 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.426

     მუხლი 6

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.201

    მუხლი 7

 საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №4997 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.232

     მუხლი 8

დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2451 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.397

    მუხლი 9

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ცოტა 3 წლის გამწესების შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადაშიც მათ უნდა განეხორციელებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

31. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას, მის შრომისუუნარო მეუღლეს ან/და შვილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილის ათი წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, მათივე არჩევით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ გარემოებებში ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამწესებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე.

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1027 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.101

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №374 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.121

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2451 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.397

    მუხლი 10

ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის დროის მიუხედავად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2451 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.397

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№293 IIს