О Социальной защите лиц, участвующих в ликвидации последствий аварийных ситуаций на Чернобыльской атомной электростанции и других ядерных объектах военного или гражданского назначения, и членов их семей

Номер документа 587
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 08/11/2000
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 43, 01/12/2000
Регистрационный код 280.090.000.05.001.000.836
Консолидированный публикации
587
08/11/2000
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 43, 01/12/2000
280.090.000.05.001.000.836
О Социальной защите лиц, участвующих в ликвидации последствий аварийных ситуаций на Чернобыльской атомной электростанции и других ядерных объектах военного или гражданского назначения, и членов их семей
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (15/07/2020 - 26/06/2025)

საქართველოს კანონი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვულ ობიექტებზე) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომში – მონაწილეები) ან რომლებსაც შესაძლებლობა შეეზღუდათ მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების გამო (შემდგომში – ინვალიდები);

ბ) მონაწილეებისა და ინვალიდების შვილებზე, რომლებიც დაიბადნენ ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში;

გ) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი და ინვალიდი შვილები).

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

    მუხლი 3. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრის წესი

1. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონეს განსაზღვრავს სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება.

2. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3091  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

     მუხლი 4. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

თავი II. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა

    მუხლი 5. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებული პირები სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

    მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

    მუხლი 7. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს ან მიღებული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებული შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

    მუხლი 8. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ინვალიდების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და ინვალიდების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

    მუხლი 10. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანიზება და ზედამხედველობა  

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3091  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 11. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა  

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3091  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 12. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვა  

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების აღრიცხვას კატეგორიების (მონაწილე, ინვალიდი, ოჯახის წევრი) მიხედვით აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3091  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

    მუხლი 121. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება

ამ კანონით გათვალისწინებულ პირთათვის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები (მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და სხვ.) ძალაშია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საქართველო ს  2005  წლის  23  დეკემბრის  კანონი   2455  - სსმ I   56, 28.12.2005 წ., მუხ. 436

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 8 ნოემბერი.

№587–Iს