Закон Грузии Об увековечении памяти воинов, погибших при защите Родины и умерших после войны

Закон Грузии Об увековечении памяти воинов, погибших при защите Родины и умерших после войны
Номер документа 581
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 27/10/2000
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 39, 10/11/2000
Регистрационный код 010.340.000.05.001.000.833
Консолидированный публикации
581
27/10/2000
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 39, 10/11/2000
010.340.000.05.001.000.833
Закон Грузии Об увековечении памяти воинов, погибших при защите Родины и умерших после войны
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (16/03/2021 - 30/11/2023)

საქართველოს კანონი

სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა

1. ხსოვნის უკვდავყოფას ექვემდებარება:

ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი;

ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე;

გ) ომის მონაწილე, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილი;

დ) ტყვედჩავარდნილი საქართველოს მოქალაქე (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა;

ე) უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას.

2. უკვდავყოფას ექვემდებარება საჯარისო გაერთიანება, შენაერთი და სამხედრო ნაწილი, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისას, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების ცალკეული ტერიტორიები და ადგილები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც გმირობის, თავდადებისა და სიმტკიცის სიმბოლო.

    მუხლი 2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ძირითადი ფორმები

1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ხსოვნის უკვდავყოფის ძირითადი ფორმებია:

ა) სამხედრო სასაფლაოს, სამარხის, მემორიალური ობიექტების (შემდეგში – სამხედრო სასაფლაოს), აგრეთვე ძეგლისა და ობელისკის დაცვა და კეთილმოწყობა;

ბ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა გმირობასთან ისტორიულად დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიებისა და ადგილების დაცვა და კეთილმოწყობა;

გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულის გვარისა და სხვა მონაცემების ხსოვნის წიგნში შეტანა;

დ) მემორიალური მუზეუმის დაარსება, გამოფენის მოწყობა, სამხედრო-სამეცნიერო და სამხედრო-ისტორიული კონფერენციების ჩატარება, საბრძოლო მოქმედების ადგილზე სამახსოვრო წარწერის გაკეთება;

ე) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მასალის პუბლიკაცია, მათ გმირობასა და თავდადებაზე ხელოვნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა;

ვ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სახელისა და გვარის დარქმევა ქუჩისათვის, მოედნისათვის, დაწესებულებისათვის, სკოლისათვის, აგრეთვე სამხედრო ნაწილისა და გემისათვის, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს.

2. სამთავრობო დაწესებულებების გადაწყვეტილებით სამშობლოს დამცველთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის შეიძლება განხორციელდეს სხვა ღონისძიებებიც.

 

თავი II სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა, კეთილმოწყობა და აღდგენა

    მუხლი 3. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო სასაფლაო

სამხედრო სასაფლაოებს განეკუთვნება:

ა) სამხედრო-მემორიალური სასაფლაო;

ბ) საძმო-სამხედრო სასაფლაო (სამარხი);

გ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების პირადი შემადგენლობის დაღუპვის ადგილები.

     მუხლი 4. სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა

1. სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე მას აღრიცხავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება მემორიალური დაფა და დგება პასპორტი.

2. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების გათვალისწინებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 5. სამხედრო სასაფლაოს დაცვის უზრუნველყოფა

1. სამხედრო სასაფლაო დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტის დაგეგმარების, განაშენიანების, რეკონსტრუქციისა და ობიექტის მშენებლობის პროექტები შემუშავდება სამხედრო საფლავის შენარჩუნების გათვალისწინებით.

3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემულ მიწებზე სამხედრო საფლავის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ მუნიციპალიტეტის ორგანოებს. ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხისმგებელი არიან აგრეთვე ამ მიწებზე არსებული სამხედრო საფლავის დაცვისთვის.

საქართველოს 2006 წლის 2 5 მაის ის კანონი № 3170 - სსმ I, 19 , 01 . 06 .200 6 წ., მუხ. 159

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 6. სამხედრო სასაფლაოს აღდგენა

1. სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში უნდა აღადგინონ მუნიციპალიტეტის ორგანოებმა.

2. პას უხისმგებლობა სამხედრო სასაფლაოს დაზიანებისა და შეურაცხყოფისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი III საძიებო სამუშაო

    მუხლი 7. საძიებო სამუშაოს ორგანიზება

სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 8. საძიებო სამუშაოს წესი

1. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით.

2. საძიებო სამუშაოს დროს აღმოჩენილი დაღუპული მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას დგინდება პირის ვინაობა, აგრეთვე ხდება საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ორგანოების  მონაწილეობით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი IV სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილებანი სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის

    მუხლი 9. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა

1.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება .

2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობაში მონაწილეობენ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

დ) საქართველოს დაზვერვის სამსახური;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;

ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

1) (ამოღებულია - 07.12.2017, №1704);

თ) მუნიციპალიტეტის ორგანოები.

3. საქართველოს შესაბამისი სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის;

ბ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სამხედრო საფლავების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, მათ შორის, აღრიცხავს საფლავებს, რომლებიც განლაგებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

გ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან სამხედრო საფლავების დაცვისა და კეთილმოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტებს სამხედრო საფლავების სტატუსის შესახებ;

დ) ორგანიზებას უწევს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა გმირობისა და თავდადების ამსახველი მასალის პროპაგანდას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ამზადებს პუბლიკაციებსა და საძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილ დაღუპულ მეომართა სიებს;

ე) იხილავს მოქალაქეების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.

საქართველოს 2006 წლის 2 5 მაისის კანონი №3170 - სსმ I, №19,01.06.2006 წ., მუხ. 159
საქართველოს 20 10 წლის 27 აპრილის კანონი № 2992 - სსმ I, № 24,10.05.2010 წ., მუხ. 157
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3947 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4555 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1704 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3052– ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №385 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

 

             თავი V   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება და მათი ოჯახებისათვის დახმარების გაცემა

    მუხლი 10. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის (გადასვენების) წესი

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს (გადასვენებული იქნეს) სამხედრო პატივის მიგებით. ნებადართულია დაკრძალვა (გადასვენება) ჩატარდეს რელიგიური წესით.

2. საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებით და მისი მონაწილეობით.

3. სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები.

4. საბრძოლო მოქმედებისას დაღ უპული მეომრის დაკრძალვა (გადასვენება) წარმოებს სამხედრო წესდებისა და სარდლობის ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.

2. მეომარი, რ ომელიც დაჯილდოებული იყო დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით, ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირის, დიდების სამივე ხარისხის ორდენის კავალერის, გენერლის, ადმირალის წოდებას, უნდა დაიკრძალოს სამხედრო პატივის მიგებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 12. გარდაცვლილი მეომრის ოჯახისათვის დახმარებისა და პენსიის გაცემა

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრებს ფულად დახმარებას აძლევენ ის ორგანოები, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ.

2. მეომრის გარდაცვალების შემთხვევაში გაუცემელი პენსია დაუყოვნებლივ მიეცემათ გარდაცვლილის მემკვიდრეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 13. გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიების, ადგილებისა და მემორიალური ობიექტების კეთილმოწყობის ხარჯებს გაიღებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები ნებაყოფლობითი შენატანებითა და შემოწირულებებით.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

მუხლი 131. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსულებები

1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6885 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

სამშობლოს დაცვისას დაღუპულისა და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის სამხედრო საფლავს (ძეგლებსა და მემორიალურ ობიექტებს) იცავს სახელმწიფო. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII დასკვნითი დებულება

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 27 ოქტომბერი.

№581–Iს