Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| Закон Грузии Об освобождении от некоторых видов административных взысканий | |
|---|---|
| Номер документа | 5368-IIს |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 06/12/2011 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Вебсайт, 111221004, 21/12/2011 |
| Регистрационный код | 020080010.05.001.016520 |
ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გან თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) 532 , 641 და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 821 მუხლებით, 822 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1282 მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებითა და 1283 მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება გულისხმობს:
ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 , 77-ე, 82-ე და 821 მუხლებით, 822 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებ ით, 1282 მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებითა და 1283 მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;
ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;
გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 822 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გან თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 6 დეკემბერი.
№5368- IIს
Вернуться назад
Комментарии к документу