Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
| Закон Грузии Об амнистии | |
|---|---|
| Номер документа | 696 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 28/12/2000 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 51, 30/12/2000 |
| Регистрационный код | 080.050.000.05.001.000.867 |
| Консолидированный публикации | |
Консолидированная версия (Окончательный вариант)
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე , ეს კანონი ითვალისწინებს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას , რომლებმაც ჩაიდინეს სამხედრო ვალდებულების ან სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული .
ეს კანონი ვრცელდება იმ პირზე , რომელსაც 2000 წლის 22 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1961 წ ., №1, მუხ . 10) 81- ე ( საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება ), 811 ( საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება ), 261- ე ( სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება ), 262- ე ( დეზერტირობა ) მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №41, 1999 წელი , მუხ . 209) 356- ე ( წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება ), 388- ე ( სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ), 389- ე ( დეზერტირობა ) მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული .
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ის პირი , რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისათვის .
2. ამნისტიის შეფარდების საკითხს განიხილავს სასამართლო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით .
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28- ე მუხლის პირველი ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არ აღიძრას ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე , რომლებიც ჩადენილია 2000 წლის 22 დეკემბრამდე , თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი .
ამნისტიის შეფარდების შესახებ მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოების დადგენილებას ამტკიცებს პროკურორი დადგენილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში . ამნისტიის შეფარდების საკითხის სასამართლოში განხილვისას პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა .
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩამდენ პირს , რომელიც თავს არიდებს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებში , აგრეთვე სასამართლოში გამოცხადებას , ამნისტია შეეხება , თუ ამ კანონის მე -7 მუხლით გათვალისწინებულ ამნისტიის მოქმედების პერიოდში ნებაყოფლობით გამოცხადდება პროცესის მწარმოებელ ორგანოში, ან პროკურატურის ორგანოებს წარუდგენს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას მისთვის ამნისტიის შეფარდების შესახებ თანხმობის დადასტურების თაობაზე .
საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ., მუხ.6
ამ კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებულ პირს მოეხსნას ნასამართლობა .
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს 4 თვის ვადაში .
საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ., მუხ.6
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე .
თბილისი ,
2000 წლის 28 დეკემბერი .
№696 –რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ ., მუხ .6
Вернуться назад
Комментарии к документу