Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
О порядке регистрации ввезенных на таможенную территорию Грузии в обход таможенного контроля или втайне от него добросовестно приобретенных механических транспортных средств | |
---|---|
Номер документа | 4548-Iს |
Издатель документа | Парламент Грузии |
Дата издания | 19/04/2011 |
Тип документа | Закон Грузии |
Источник опубликования, дата | Вебсайт, 110502029, 02/05/2011 |
Регистрационный код | 230020010.05.001.016285 |
Консолидированный публикации |
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
Консолидированная версия (Окончательный вариант)
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
ამ კანონის მიზანია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, მათი რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. (მოქმედების ვადა დასრულებულია ).
2. ეს კანონი აგრეთვე არეგულირებს 2007−2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) ან/და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას წარმოშობილ ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობას.
მუხლი 3. (მოქმედების ვადა დასრულებულია)
მუხლი 4. (მოქმედების ვადა დასრულებულია)
მუხლი 5. (მოქმედების ვადა დასრულებულია)
მუხლი 6. (მოქმედების ვადა დასრულებულია)
მუხლი 7. (მოქმედების ვადა დასრულებულია)
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ამ კანონით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოს წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
3. პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.
4. გათავისუფლდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სააგენტოს ის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებმაც 2007−2009 წლებში განახორციელეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია (რეგისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის გარეშე.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან ან ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა ამ კანონის ამოქმედებამდე.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3−მე-7 მუხლები მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 19 აპრილი.
№4 548– Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
Комментарии к документу