Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
| О прямом государственном управлении в автономной республике | |
|---|---|
| Номер документа | 2069 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 09/06/1999 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 23(30), 21/07/1999 |
| Регистрационный код | 010.280.000.05.001.000.575 |
| Консолидированный публикации | |
Консолидированная версия (Окончательный вариант)
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძველს, ფორმასა და წესს.
საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40
მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება
1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
თავი II. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლები
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. საქართველოს პრეზიდენტის იმავე სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დროებითი სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი.
საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10, 06.05. 200 4 წ., მუხ. 40
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3620
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი
№2069-IIს
Вернуться назад
Комментарии к документу