Law of Georgia on the Procedure for Communication with Judges of Common Courts

Consolidated versions (27/10/2015 - 21/12/2016)

საქართველოს კანონი

საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია, განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს სხვა კანონმდებლობით აღიარებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები.

2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.

[ 2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37   

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით;

ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;

დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა;

[ დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;

1 ) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები.

[ ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37  

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 3. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა

1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

[ 1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

2. ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისათვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. 

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

საქართველოს 20 10 წლის 2 4 სექტემბრის  კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა

1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;                                                                 

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი .

[ 1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;

ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმ ავე კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 6. ადვოკატის პასუხისმგებლობა

ადვოკატის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 7. გამომძიებლის პასუხისმგებლობა

გამომძიებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 8. საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუ ხისმგებლობა

საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37  

   [მუხლი 8. საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა

საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება

1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.

2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37  

    [მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება

1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.

2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 10 000 ლარისა.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 10. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.

[1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ მხარეები, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:

ა) შესაბამისი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს;

ბ) საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

5. თუ კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირების მიზნით ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

[ 6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირებისათვის ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

7. თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. 

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 11. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება

1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურორს.

2. ადვოკატის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

3. გამომძიებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.

4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება გადაწყვეტილებად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის  კანონი № 477 - სსმ I , 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194

    მუხლი 111. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ჯარიმა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

[ 1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილმა მოსამართლემ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.

4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

საქართველოს 2015 წლის  27   ოქტომბრის  კანონი  №4363  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

    მუხლი 112. საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა

1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, ასევე ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია ამ კანონის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ კანონის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის  კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5273–რს

Закон Грузии

О порядке коммуникации с судьями общих судов

 

Статья 1. Цели Закона и сфера, регулируемая Законом

1. Целью настоящего Закона является утверждение гарантий независимости и беспристрастности судей общих судов, признанных Конституцией Грузии, международными договорами и соглашениями Грузии, а также другим законодательством Грузии.

2. Настоящий Закон устанавливает порядок коммуникации участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих и государственно-политических должностных лиц с судьями общих судов, а также определяет их ответственность за нарушение данного порядка.(26.02.2010 №2673)

(2. Настоящий Закон устанавливает порядок коммуникации участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц и политических должностных лиц с судьями общих судов и определяет их ответственность за нарушение данного порядка.(27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

 

Статья 2. Разъяснение терминов

Термины, используемые в настоящем Законе, имеют следующие значения:

а) коммуникация с судьями – отношения с судьями общих судов в любой форме, в том числе - переписка, установление связи при помощи телефона либо других технических средств;

б) участник процесса – работник прокуратуры, следователь, адвокат, представитель, сторона, третье лицо, а также другие лица, участвующие в рассмотрении уголовных, гражданских и административных дел;

в) заинтересованное лицо – лицо, заинтересованное в результатах рассматриваемого дела и желающее в этих целях установить связь с судьей;

г) публичный служащий – лица, определенные статьей 4 Закона Грузии «О публичной службе», кроме государственно-политических должностных лиц; (26.02.2010 №2673)

(г) публичный служащий – лица, определенные подпунктом «г» статьи 3 Закона Грузии «О публичной службе»; (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

(г1) государственный служащий – лица, определенные подпунктом «б» статьи 3 Закона Грузии «О публичной службе;» (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

д) государственно-политические должностные лица – лица, определенные пунктом 3 статьи первой Закона Грузии «О публичной службе». (26.02.2010 №2673)

(д) государственно-политические должностные лица/политические должностные лица – лица, определенные подпунктом «з» статьи 3 Закона Грузии «О публичной службе», лица, определенные подпунктом «и» статьи 3 Закона Грузии «О публичной службе.». (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

 

Статья 3. Недопустимость коммуникации с судьей

1. С момента поступления дела в суд и до вступления в законную силу судебного решения, вынесенного по данному делу, а также в стадии расследования уголовного дела запрещается коммуникация с судьей участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих и государственно-политических должностных лиц, связанная с рассмотрением конкретного дела или вопроса или (и) предполагаемым результатом дела и нарушающая принципы независимости, беспристрастности суда (судьи) и состязательности судебного процесса. (24.09.2010 №3619)

(1. С момента поступления дела в суд и до вступления в законную силу судебного решения, вынесенного по данному делу, а также на стадии расследования уголовного дела запрещается коммуникация с судьей участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц и политических должностных лиц, связанная с рассмотрением конкретного дела или вопроса или (и) предполагаемым результатом дела и нарушающая принципы независимости, беспристрастности суда (судьи) и состязательности судебного процесса. (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

2. Ответственность, предусмотренная настоящим Законом, не наступает в случае совершения деяния, содержащего признаки преступления, предусмотренного Уголовным кодексом Грузии.

 

Статья 4. Ответственность судьи (председателя суда) (26.02.2010 №2673)

1. В случае коммуникации с судьей участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих или государственно-политических должностных лиц, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, судья обязан незамедлительно, в письменной форме уведомить об указанном председателя суда или уполномоченного им судью. При осуществлении коммуникации с председателем суда председатель суда незамедлительно, в письменной форме уведомляет об указанном председателя суда вышестоящей инстанции или уполномоченного им судью. В случае осуществления коммуникации с судьей Верховного Суда Грузии он обязан незамедлительно, в письменной форме уведомить об указанном первого заместителя Председателя Верховного Суда Грузии или уполномоченного Председателем Суда заместителя. При осуществлении коммуникации с Председателем Верховного Суда Грузии он незамедлительно, в письменной форме уведомляет об указанном Высший совет юстиции Грузии.

2. Судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации, а также в случаях, определенных настоящим Законом, Высший совет юстиции Грузии при коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, правомочны применить в отношении участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих и государственно-политических должностных лиц следующие меры:

а) принять решение о наложении на них штрафа;

б) поставить перед Секретарем Высшего совета юстиции Грузии вопрос об их привлечении к дисциплинарной ответственности.

(1. В случае предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона коммуникации с судьей участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц и политических должностных лиц судья обязан незамедлительно, в письменной форме уведомить об указанном председателя суда или уполномоченного им судью. При осуществлении коммуникации с председателем суда председатель суда незамедлительно, в письменной форме уведомляет об указанном председателя суда вышестоящей инстанции или уполномоченного им судью. В случае осуществления коммуникации с судьей Верховного Суда Грузии он обязан незамедлительно, в письменной форме уведомить об указанном первого заместителя Председателя Верховного Суда Грузии или уполномоченного Председателем Суда заместителя. При осуществлении коммуникации с Председателем Верховного Суда Грузии он незамедлительно, в письменной форме уведомляет об указанном Высший совет юстиции Грузии.

2. Судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации, а также в случаях, определенных настоящим Законом, Высший совет юстиции Грузии при коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, правомочны применить в отношении участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц, политических должностных лиц следующие меры:

а) принять решение о наложении штрафа;

б) в случае с публичными служащими – ставить перед Секретарем Высшего Совета юстиции Грузии вопрос об их привлечении к дисциплинарной ответственности. (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

3. Нарушение судьей (председателем суда) требований, определенных пунктом первым статьи 3 настоящего Закона, пунктами первым и 2 данной статьи, влечет дисциплинарную ответственность, предусмотренную Законом Грузии «О дисциплинарной ответственности судей общих судов Грузии и дисциплинарном судопроизводстве», в порядке, установленном этим же законом.

 

Статья 5. Ответственность работников прокуратуры (26.02.2010 №2673)

Нарушение работниками прокуратуры требования, определенного статьей 3 настоящего Закона, рассматривается как не подобающий работнику прокуратуры поступок ивлечетдисциплинарную ответственность, предусмотренную Законом Грузии «О прокуратуре», а также наложение штрафа в порядке, установленном настоящим Законом.

 

Статья 6. Ответственность адвокатов (26.02.2010 №2673)

Нарушение адвокатами требования, определенного статьей 3 настоящего Закона, рассматривается как нарушение норм профессиональной этики адвокатови влечет дисциплинарную ответственность, предусмотренную Законом Грузии «Об адвокатах», а также наложение штрафа в порядке, установленном настоящим Законом.

 

Статья 7. Ответственность следователей (26.02.2010 №2673)

Нарушение следователями требования, определенного статьей 3 настоящего Закона, влечет дисциплинарную ответственность, предусмотренную законодательством Грузии, и наложение штрафа в порядке, установленном настоящим Законом.

 

Статья 8. Ответственность публичных служащих и государственно-политических должностных лиц (26.02.2010 №2673)

Нарушение публичными служащими и государственно-политическими должностными лицами требования, определенного статьей 3 настоящего Закона, влечет дисциплинарную ответственность, предусмотренную законодательством Грузии, и наложение штрафа в порядке, установленном настоящим Законом.

 

Статья 9. Наложение штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих и государственно-политических должностных лиц (26.02.2010 №2673)

1. Нарушение участниками процесса, заинтересованными лицами, публичными служащими требований настоящего Закона влечет наложение штрафа в размере не более 5 000 лари.

2. Нарушение государственно-политическими должностными лицами требований настоящего Закона влечет наложение штрафа в размере не более 10 000 лари.».

 

(Статья 8. Ответственность публичных служащих, государственных служащих, государственно- политических должностных лиц и политических должностных лиц (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

Нарушение публичными служащими, государственными служащими, государственно-политическими должностными лицами или политическими должностными лицами требования статьи 3 настоящего Закона влечет наложение штрафа в порядке, установленном настоящим Законом, а в случае с публичными служащими – также дисциплинарную ответственность, предусмотренную законодательством Грузии.

 

Статья 9. Наложение штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно- политических должностных лиц и политических должностных лиц (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

1. Нарушение участниками процесса, заинтересованными лицами или публичными служащими требований настоящего Закона влечет наложение штрафа в размере не более 5 000 лари.

2. Нарушение государственными служащими, государственно-политическими должностными лицами или политическими должностными лицами требований настоящего Закона влечет наложение штрафа в размере не более 10 000 лари.

 

Статья 10. Рассмотрение факта коммуникации с судьей в запрещенной форме

1. Уполномоченный судья рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в 14-дневный срок с даты его поступления и принимает решение о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственно-политических должностных лиц и о постановке перед Секретарем Высшего совета юстиции Грузии вопроса о привлечении указанных лиц к дисциплинарной ответственности. (26.02.2010 №2673)

(1. Уполномоченный судья рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в 14-дневный срок с даты его поступления и принимает решение о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц и политических должностных лиц, а в случае с публичными служащими – о постановке перед Секретарем Высшего Совета юстиции Грузии вопроса о привлечении публичных служащих к дисциплинарной ответственности. (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

2. Право на участие в рассмотрении письменного уведомления по поводу коммуникации имеют лицо, осуществившее, согласно письменному уведомлению, коммуникацию с судьей, предусмотренную пунктом первым статьи 3 настоящего Закона, его адвокат (законный представитель), а также автор письменного уведомления по поводу коммуникации. Судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации, вправе вызвать и допросить лицо, показания которого имеют существенное значение для рассмотрения письменного уведомления, обратиться к сторонам с предложением о предоставлении документов и других доказательств, необходимых для проверки указанной в письменном уведомлении информации. Судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, может вызвать стороны для проведения устного слушания. Неявка сторон не служит препятствием для рассмотрения письменного уведомления по поводу коммуникации. В случае участия сторон в устном слушании стороны вправе предоставить объяснения судье, уполномоченному на рассмотрение уведомления, и сформулировать свои соображения. Распоряжение о наложении штрафа должно быть обоснованным и содержать указание на нарушение требований настоящего Закона и на обстоятельства, подтверждающие факт совершения такого нарушения. Распоряжение о наложении штрафа незамедлительно направляется сторонам и Секретарю Высшего совета юстиции Грузии. (26.02.2010 №2673)

3. Секретарь Высшего совета юстиции Грузии рассматривает письменное уведомление о коммуникации с судьей в запрещенной форме в месячный срок после его поступления.

4. В случае нарушения требований настоящего Закона Секретарь Высшего совета юстиции Грузии правомочен:

а) в целях соответствующего реагирования обратиться с представлением к должностным лицам, предусмотренным пунктами первым – 4 статьи 11 настоящего Закона;

б) направить материалы дела соответствующим следственным органам по подследственности, если в результате рассмотрения представленных материалов придет к заключению о том, что деяние может содержать признаки преступления, предусмотренного Уголовным кодексом Грузии.

5. В случае, если судья, уполномоченный на разбирательство письменного уведомления по поводу коммуникации, не рассмотрит письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в срок, установленный пунктом первым настоящей статьи, судья – автор письменного уведомления правомочен обратиться в Высший совет юстиции Грузии. (26.02.2010 №2673)

6. Высший совет юстиции Грузии рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в месячный срок с даты его поступления и принимает решение о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственно-политических должностных лиц и об обращении к должностным лицам, определенным пунктами первым – 4 статьи 11 настоящего Закона, за соответствующим реагированием по вопросу о привлечении к дисциплинарной ответственности публичных служащих и государственно-политических должностных лиц. Высший совет юстиции Грузии рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в порядке, установленном пунктом 2 настоящей статьи. (26.02.2010 №2673)

(6. Высший совет юстиции Грузии рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в месячный срок с даты его поступления и принимает решение о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц и политических должностных лиц, а в случае с публичными служащими – решение об обращении к должностным лицам, определенным пунктами первым–4 статьи 11 настоящего Закона, за соответствующим реагированием по вопросу о привлечении публичных служащих к дисциплинарной ответственности. Высший совет юстиции Грузии рассматривает письменное уведомление по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в порядке, установленном пунктом 2 настоящей статьи. (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

7. В случае, если в результате изучения представленных материалов судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, или Высший совет юстиции Грузии заключит, что деяние может содержать признаки преступления, предусмотренного Уголовным кодексом Грузии, он направляет материалы дела по подчиненности соответствующим следственным органам. (26.02.2010 №2673)

 

Статья 11. Представление Секретаря Высшего совета юстиции Грузии о коммуникации с судьей в запрещенной форме

1. В случае нарушения работником прокуратуры требований настоящего Закона Секретарь Высшего совета юстиции Грузии для реагирования обращается с представлением к Главному прокурору Грузии и направляет ему соответствующие материалы. (1.11.2008 №477)

2. В случае нарушения адвокатом требований настоящего Закона Секретарь Высшего совета юстиции Грузии для реагирования обращается с представлением к председателю Ассоциации адвокатов Грузии и направляет ему соответствующие материалы.

3. В случае нарушения следователем требований настоящего Закона Секретарь Высшего совета юстиции Грузии для реагирования обращается с представлением к соответствующему должностному лицу и направляет ему материалы.

4. В случае нарушения требований настоящего Закона публичным служащимСекретарь Высшего совета юстиции Грузии для реагирования обращается с представлением к соответствующему уполномоченномуоргану или должностному лицу и направляет им материалы.

5. Должностные лица, предусмотренные пунктами первым – 4 настоящей статьи, рассматривают представление Секретаря Высшего совета юстиции Грузии в месячный срок после его поступления и уведомляют Секретаря Высшего совета юстиции Грузии о принятом решении. Неисполнение указанного обязательства считается решением об отказе в наложении дисциплинарной ответственности.

6. Секретарь Высшего совета юстиции Грузии правомочен обжаловать решение об отказе в наложении дисциплинарной ответственности в порядке, установленном законодательством Грузии для обжалования индивидуального административно-правового акта.

 

Статья 111. Обжалование распоряжения о наложении штрафа (26.02.2010 №2673)

1. Распоряжение судьи, уполномоченного на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственно-политических должностных лиц может быть обжаловано в одноразовом порядке в 3-дневный срок лицом, на которое наложен штраф, или его адвокатом (законным представителем), а также судьей, с которым, согласно его уведомлению, осуществлена коммуникация, предусмотренная пунктом первым статьи 3 настоящего Закона, председателю суда вышестоящей инстанции либо уполномоченному им судье, а распоряжение заместителя Председателя Верховного Суда Грузии – Председателю Верховного Суда Грузии.

(1. Распоряжение судьи, уполномоченного на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, о наложении штрафа на участников процесса, заинтересованных лиц, публичных служащих, государственных служащих, государственно-политических должностных лиц, политических должностных лиц может быть обжаловано в однократном порядке в 3-дневный срок лицом, на которое наложен штраф, или его адвокатом (законным представителем), а также судьей, с которым, согласно его уведомлению, осуществлена коммуникация, предусмотренная пунктом первым статьи 3 настоящего Закона, председателю суда вышестоящей инстанции либо уполномоченному им судье, а распоряжение заместителя Председателя Верховного Суда Грузии – Председателю Верховного Суда Грузии. (27.10.2015 N4363, ввести в действие с 1 января 2017 года.)

2. В случае разбирательства жалобы лицо, рассматривающее жалобу, проверяет, соблюдались ли судьей, уполномоченным на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации, при издании распоряжения о наложении штрафа требования, определенные статьей 10 настоящего Закона.

3. Лицо, рассматривающее жалобу, разрешает жалобу в 7-дневный срок и принимает одно из следующих решений:

а) об оставлении в силе обжалуемого распоряжения и отказе в удовлетворении жалобы;

б) об отмене, изменении обжалуемого распоряжения или удовлетворении жалобы полностью (в части).

4. Копии постановления, вынесенного в результате рассмотрения жалобы, передаются сторонам и направляются Высшему совету юстиции Грузии. Постановление является окончательным и обжалованию не подлежит.

 

Статья 112. Публичность информации о коммуникации с судьями общих судов (26.02.2010 №2673)

1. Судья, уполномоченный на рассмотрение письменного уведомления по поводу коммуникации с судьей, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, обязан незамедлительно предоставить Секретарю Высшего совета юстиции Грузии распоряжение о наложении штрафа, а также любую другую статистическую информацию, касающуюся применения настоящего Закона.

2. Информация по поводу коммуникации, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, является публичной, за исключением информации о личности судьи, с которым была осуществлена коммуникация, и информации относительно дела, в связи с которым была осуществлена коммуникация.

3. Высший совет юстиции Грузии в целях обеспечения публичности информации по поводу коммуникации с судьями общих судов, предусмотренной пунктом первым статьи 3 настоящего Закона, в порядке, установленном законодательством Грузии, ведет единую базу статистической информации, связанной с применением настоящего Закона, охватывающую также информацию о личности лиц, подвергнутых наложению штрафа в порядке, определенном настоящим Законом.».

 

Статья 12. Введение в действие Закона

Настоящий Закон ввести в действие на 15-й день после опубликования.

 

 

Президент Грузии                                                                                                                                       Михаил Саакашвили

Тбилиси

11 июля 2007 года

№ 5273-вс