Law of Georgia on State Material Reserves of Georgia

Law of Georgia on State Material Reserves of Georgia
Document number 1736
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 13/12/1998
Document type Law of Georgia
Source and date of publishing LHG, 7, 31/12/1998
Registration code 000000000.00.000.000000
Consolidated publications
1736
13/12/1998
LHG, 7, 31/12/1998
000000000.00.000.000000
Law of Georgia on State Material Reserves of Georgia
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (20/09/2013 - 07/12/2017)

საქართველოს კანონი

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნის , განთავსების , გამოყენების, შევსებისა და განახლების პრინციპებს და აწესრიგებს ამ სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს .

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სახელმწიფო რეზერვის არსი

1. საქართველოს სახელმწიფო რეზერვი არის განსაკუთრებული დანიშნულების მატერიალურ ფასეულობათა ხელუხლებელი მარაგი, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

2. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის (შემდგომში სახელმწიფო რეზერვი) შემადგენლობაში შედის სახელმწიფო რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი , რომელიც იქმნება მშვიდობიან დროს სამობილიზაციო დავალებათა შესაბამისად, საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში პირველი რიგის სამუშაოების უზრუნველსაყოფად . 

3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1233  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა :

) მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვა სახელმწიფო რეზერვის გაცემის შესახებ განკარგულების მიღებამდე , განკარგვის უფლების გარეშე , სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა ;

) მიწოდება მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვისათვის მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვა და / ან გადატვირთვა (მიტანა );

) გაცემა სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გატანა განახლების , შეცვლის , გასესხების , ჯავშნიდან მოხსნის , გაშვების ოპერაციათა წარმოებისას ;

) განახლება სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მათი ტარის , შეფუთვისა და შენახვის დადგენილი ვადების გასვლასთან დაკავშირებით , აგრეთვე ისეთ გარემოებათა წარმოშობისას , რომლებიც განაპირობებენ რეზერვში შენახულ მატერიალურ ფასეულობათა გაფუჭებას ან ხარისხის დაქვეითებას შენახვის დადგენილი ვადების გასვლამდე , სახელმწიფო რეზერვში იმავე რაოდენობის ანალოგიურ მატერიალურ ფასეულობათა ერთდროული მიწოდების პირობით ;

) შეცვლა მიღებული სტანდარტების ან ტექნიკური პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა , იმავე რაოდენობის ანალოგიური ან თვისობრივად მსგავსი მატერიალური ფასეულობების ჩანაცვლებით ;

) გასესხება სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა , დადგენილი დროის გასვლის შემდეგ სახელმწიფო რეზერვში იმავე ხარისხის , სახეობისა და რაოდენობის მატერიალურ ფასეულობათა დაბრუნების პირობით ;

) ჯავშნიდან მოხსნა სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მისი შემდგომი დაბრუნების გარეშე ;

) გაშვება სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაცია ან უსასყიდლოდ გაცემა გარკვეული მიმღებისათვის (მომხმარებლისათვის ).

    მუხლი 3. სახელმწიფო რეზერვის დანიშნულება

სახელმწიფო რეზერვის დანიშნულებაა :

) საქართველოს სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ;

) საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო პირველი რიგის სამუშაოთა უზრუნველყოფა ;

) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;

) ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა .

    მუხლი 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ

1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

2. დეპარტამენტი:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას;

გ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;

დ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.

5. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის კანონი № 1608 - სსმ I,  № 33 , 01 .0 7 .200 5 წ., მუხ. 202

    მუხლი 5. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურა და რაოდენობის განსაზღვრა

1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

2. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების ყოველწლიური მოცულობა , მიმდინარე საფინანსო წელს გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში , სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრება დახურული მუხლით . 

საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის კანონი № 1608 - სსმ I,  № 33 , 01 .0 7 .200 5 წ., მუხ. 202

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1233  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 6. სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება

1. სახელმწიფო რეზერვის და მისი სისტემის შენახვა - განვითარება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან .

2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გასესხებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული სახსრების განკარგვა ხორციელდება საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

3. საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებულ სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მიღებასთან , შენახვასთან, განახლებასთან, დამუშავებასთან, ინვენტარიზაციასთან, დაცვასთან , ბუნებრივ დანაკარგებთან და გაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გამოყოფილი თანხებით .

 

თავი II. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებისა და განთავსების ორგანიზება

    მუხლი 7. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთების ფორმირება

1. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთები საწარმოებში , დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმისა ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. დეპარტამენტი სახელმწიფო რეზერვების დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხისა და მისი ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია დეპარტამენტი.

საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის კანონი № 1608 - სსმ I,  № 33 , 01 .0 7 .200 5 წ., მუხ. 202

    მუხლი 8. სახელმწიფო რეზერვის განთავსება

1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი განთავსდება სახელმწიფო რეზერვის შესანახად სპეციალური დანიშნულების საცავებში, რომელთა ამ მიზნით გამოყოფა და მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება აგრეთვე განთავსდეს სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში .

3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციები (შენახვა, მიწოდება, გაცემა, განახლება , შეცვლა, გასესხება, ჯავშნიდან მოხსნა, გაშვება ) წარმოებს ამ კანონისა და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ დებულების საფუძველზე .

საქართველოს 2007 წლის 5 ივნის ის კანონი №4852 - სსმ I,  №21, 18.06.2007 წ., მუხ.175

    მუხლი 9. სახელმწიფო რეზერვების მონაცემების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

მონაცემები სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების შექმნის, განკარგვის, განთავსებისა და მოცულობის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებაა და მათი გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას .

 

თავი III. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებისა და მათი რეზერვიდან გაცემის წესი

    მუხლი 10. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების , განთავსებისა და შენახვის თავისებურებანი

სახელმწიფო რეზერვში მისაწოდებელი მატერიალური ფასეულობები შენახვის ვადის მთელ პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს გარემოსა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის დადგენილი სტანდარტების მოთხოვნებს .

    მუხლი 11. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი

1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს დეპარტამენტი.

2. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა , როგორც წესი , წარმოებს ღირებულების წინასწარი გადახდის საფუძველზე . 

3. სახელმწიფო რეზერვიდან საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით .

საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის კანონი № 1608 - სსმ I,  № 33 , 01 .0 7 .200 5 წ., მუხ. 202

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1233  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 12. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გადაზიდვის უზრუნველყოფა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით − სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო რეზერვიდან გაცემულ მატერიალურ ფასეულობებს სატრანსპორტო საწარმოები და ორგანიზაციები გადაზიდავენ დაუყოვნებლივ, ღირებულების წინასწარ გადახდის გარეშე.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1233  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი IV. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა კონტროლი , აღრიცხვა და ანგარიშგება

    მუხლი 13. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის რაოდენობისა და მოძრაობის ანგარიშგება , მისი აღრიცხვა და კონტროლი

სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის რაოდენობისა და მოძრაობის ანგარიშგება , მისი აღრიცხვა და კონტროლი წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 

თავი V. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებისას

1. სახელმწიფო რეზერვის შევსება-განახლება, რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა, რესურსების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება დეპარტამენტსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მიწოდებისა და დაბრუნების ვადების დარღვევისათვის (დაგვიანებით მიწოდება - დაბრუნება , ხარისხის , შეფუთვის , მარკირების შეუსაბამობა , ფარული დეფექტების აღმოჩენა , რის გამოც აუცილებელია შესაბამისი რეზერვის ხელახალი შექმნა და . .), კერძოდ :

) მიმწოდებლის (მომხმარებლის) მიერ დეპარტამენტისათვის საურავის გადახდა მიწოდების (დაბრუნების ) ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის (ფარული დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში ასეთი ფაქტის დადგენის დღიდან). საურავი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის სულ ცოტა გაორმაგებულ ოდენობას ;

) მიწოდების დაგვიანების ვადა , რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ბათილად ცხადდება . მიმწოდებელს ეკისრება ხელშეკრულების დარღვევის გამო დეპარტამენტისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება , ხოლო დეპარტამენტს ეძლევა სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება ;

) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები .

3. დეპარტამენტსა და მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემნახველის პასუხისმგებლობა რესურსის მიღების , შენახვის ან / და დროებით სარგებლობაში გადაცემის წესების დარღვევისათვის , კერძოდ :

) რესურსის მიღების წესები ;

) რესურსის შენახვის წესები ;

) რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესები ;

) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები .

4.დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელთან (შემნახველთან) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში :

) მიმწოდებელს (შემნახველს) უფლება აქვს მოიხსნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ;

) დეპარტამენტი მოვალეა მიმწოდებლის (შემნახველის) მოთხოვნისას აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი , რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო .

5. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული , სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული , ოპერაციების წარმოებისას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

საქართველოს 2005 წლის 10 ივნის ის კანონი № 1608 - სსმ I,  № 33 , 01 .0 7 .200 5 წ., მუხ. 202

    მუხლი 15. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნისა და განკარგვის წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

 

თავი VI.გარდამავალი დებულება

    მუხლი 16. კანონმდებლობა სამობილიზაციო რეზერვების შესახებ

სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და განკარგვის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

    მუხლი 17. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები :

) დებულება საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ “;

) დებულება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ “.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 18. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს :

) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 ივლისის №795-13 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ;

) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 ივლისის №795-13 დადგენილებით დამტკიცებული დებულება საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის შესახებ;

) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შესახებ;

) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა;

) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ნუსხა;

) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის №17- სს ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების დებულების დამტკიცების შესახებ;

) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის №17- სს ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების შესახებ.

    მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 აპრილიდან .

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი ,

1998 წლის 13 დეკემბერი .

№1736-I