ნავთობისა და გაზის შესახებ

ნავთობისა და გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.515
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1892
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
300.380.000.05.001.000.515
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2017 - 20/12/2019)

საქართველოს კანონი

ნავთობისა და გაზის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობი და გაზი – ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს აირად (ნავთობის თანმდევი ან ბუნებრივი გაზი), თხევად (ნავთობი და კონდენსატი) ან მყარ (პარაფინი, ბიტუმი, გაზის ჰიდრატები) მდგომარეობაში;

ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა);

გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით ტრანსპორტირება, გადამუშავება, ნავთობპროდუქტების მიწოდება და ექსპორტ-იმპორტი;

დ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს;

ე) სუბიექტი – საჯარო და კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები;

ვ) ფართობი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების ექსკლუზიური უფლება;

ზ) აფილირებული კომპანია:

ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ – პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

ზ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;

თ) ნავთობისა და გაზის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა;

ი) ნავთობისა და გაზის საბადო – ნავთობისა და გაზის ბუდობების ერთობლიობა;

კ) ნავთობისა და გაზის რესურსები – წიაღში არსებული ნავთობის, გაზისა და კონდენსატის რაოდენობა;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება;

მ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის, ნავთობისა და გაზის მარაგების, ხარისხისა და მოპოვების პირობების განსაზღვრა;

ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება – ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ნახშირწყალბადების წიაღიდან ამოღება, მათი შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და ნავთობისა და გაზის მომზადება;

ო) მომზადება – მოპოვებული ნავთობისა და გაზის მინარევებისაგან გაწმენდა;

პ) ბონუსი – თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ანდა ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას, ან სხვა შემთხვევებში;

ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში;

რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების ხარჯების ჩათვლით. საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობა და კომპენსირების წესები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულებით;

ს) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით ინვესტორისათვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების უფლების მინიჭებამდე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას, თუ ეს ხარჯები და დანახარჯები აღიარებულია ხელშეკრულებით ინვესტორის მიერ;

ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი – სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს:

ტ.ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე;

ტ.ბ) საბადოს (საბადოების) გამოფიტვის პროფილს;

ტ.გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს;

უ) ნამატი ნავთობი და გაზი – საბაზისო ნავთობისა და გაზის გარდა მოპოვებული ნავთობი და გაზი;

ფ) მოგების ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ის ნაწილი, რომელიც რჩება მოპოვებული ნავთობისა და გაზის სრული ოდენობისაგან საბაზისო და საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის გამოკლების შემდეგ;

ქ) ფორსმაჟორი – სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება;

ღ) საოპერაციო კომპანია – საქართველოში ჩამოყალიბებული იურიდიული პირი, რომელიც ინვესტორისათვის და ინვესტორის სახელით ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;

ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა);

შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომლის სიგანეც 200 საზღვაო მილია და აითვლება იმ სწორი საწყისი ხაზებიდან, საიდანაც ხდება ტერიტორიული ზღვის ათვლა;

ჩ) საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების კონტინენტური შელფის გამიჯვნის საზღვრამდე;

ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები;

ძ) წიაღი – მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომლის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით;

წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ჯ) ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ;

ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება;

ა.ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია;

ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;

ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი;

ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები – ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით; 

ა.ზ) სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი – წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი;

ა.თ) ათვისების გეგმა – ნავთობისა და გაზის საბადოს ათვისების გეგმა;

ა.ი) ემინენტ დომეინი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად;

ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები;

ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ მიეკუთვნება არამაგისტრალურ მილსადენებს;

ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა, ამ კანონის მიზნებისათვის ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნედლეული – ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის;

ბ) საშუალებები – ყველა ტერმინალი, რეზერვუარი, საქაჩი და საკომპრესორო სადგური, ჩასატვირთი, მათ შორის, საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, სააღრიცხვო სადგური, საკომუნიკაციო ხაზი და დანადგარი, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სადგური თუ მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის;

გ) ნავთობის გადამუშავება – უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული:

გ.ა) ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;

გ.ბ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას მიღებულისა) გადამუშავება მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;

დ) გაზის დამუშავება – ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით;

ე) ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) – სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს;

ვ) ნავთობპროდუქტები – ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება;

ზ) გაზპროდუქტები – მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით, მისართებისა და დანამატების დამატებით ან უამისოდ და აკმაყოფილებს ტექნიკურ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს;

თ) ნავთობგაზპროდუქტები – ნავთობის პროდუქტები და გაზის პროდუქტები;

ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა მოსაგროვებლად და შესანახად;

კ) ბაზარი – ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი;

ლ) ქარხანა – ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა;

მ) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ნავთობის გადამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით;

ნ) გაზის დამამუშავებელი ქარხანა – ბუნებრივი გაზის დამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით;

ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);

პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ჟ) საქმიანობის არსებული ლიცენზია – ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ გაცემული, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;

ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;

ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით;

უ) ტრანსპორტირების კომპანია – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (მილსადენის ექსპლუატაციის უფლებას), გაიღებს სახსრებს და ატარებს ეკონომიკურ რისკს იმ თანხის პროპორციულად, რომელიც ჩადებული აქვს ამ საქმიანობაში;

ფ) გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს ნედლეულს ან ნავთობგაზპროდუქტებს და რომელიც არ არის ტრანსპორტირების კომპანია ან/და რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტირების კომპანიასთან, რათა მან ასეთი პირის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდოს ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები;

ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს;

ღ) საქმიანობის ფართობი – ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზედაც ამ ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ . 16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2888-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.83

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3169-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.158

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №35 80 -სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №626-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.232

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 - ვებგვერდი, 08.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის კანონი №1039  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის  კანონი №4001  – ვებგვერდი, 21.07.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1650   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  კანონი №1936  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

    მუხლი 2. ნავთობისა და გაზის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზებული ყველა პირობა და მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს ამ კანონსა და „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონს.

3. ხელშეკრულების მომზადება, ხელმოწერა და შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 3. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა;

დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა.

ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებზე

1. საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.

2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.

3. მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.

4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი და გაზი ითვლება მოპოვებულად.

5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი და გაზი მიიჩნევა ნავთობისა და გაზის მარაგების ნაწილად და არ ჩაითვლება მოპოვებულად.

    მუხლი 5. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მოძრავი და ისეთი უძრავი ქონება, რომლის დემონტაჟიც შესაძლებელია ძირითადი ქონების დაზიანების გარეშე და რომელიც შექმნილია ან შეძენილია ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის მიერ, არის ამ სუბიექტის საკუთრება, თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებული არ არის საკომპენსაციო ნავთობით და გაზით. თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებულია, იგი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთანავე, სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს ანაზღაურებული ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას და თავის თავზე აიღოს ამ ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის რისკი და ხარჯები.

2. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის მიზეზის მიუხედავად, ლიცენზიით გამოყოფილ ფართობზე და მის წიაღში განთავსებული ნებისმიერი ნაგებობა და სხვა უძრავი ქონება არის სახელმწიფოს საკუთრება, მიუხედავად იმისა, ანაზღაურებულია თუ არა ამ ქონების საფასური.

    მუხლი 6. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის შესაბამისად.

2. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

 

თავი II. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების სახელმწიფო მართვა და რეგულირება

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების სახელმწიფო მართვა

1. ნავთობისა და გაზის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეიმუშავებს სამინისტრო. ნავთობისა და გაზის სფეროში სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება მესაკუთრის და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. ნავთობისა და გაზის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2499-სსმI,, №22, 08.08 2003წ., მუხ.155

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №879-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.37

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3580-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 8. ნავთობისა და გაზის რესურსების სახელმწიფო რეგულირება

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას, სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი. 

6. სააგენტოს უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

7. სააგენტოს უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.

8. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.

9. (ამოღებულია).

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4365  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №142  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 81. სააგენტოს ფუნქციები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან;

ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

კ) (ამოღებულია);

ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;

მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;

) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  31   მაისის  კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის  კანონი №4001  – ვებგვერდი, 21.07.2015წ.

    მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი

სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 83. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 84. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 85. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 86. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 87. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 88. ანგარიშვალდებულება და სანქციები

1. ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ანგარიშგების ფორმას ადგენს სააგენტო.

4. სააგენტოს უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

7. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 89. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 810. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 811. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. სააგენტო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

4. (ამოღებულია - 21.04.2017, №650).

5. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5646 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №650 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

    მუხლი 9. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია

1. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია: 

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით;

ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელთა შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს:

ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით;

ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი;

გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3580-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  31   მაისის  კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი №1039  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

     მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.

2. სააგენტო განსაზღვრავს ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე ატარებს მას რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის აუქციონი ჩატარდება;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

 

თავი III. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

    მუხლი 11. ხელშეკრულების სახეები

1. ნავთობისა და გაზის სხვა სახის ხელშეკრულებებთან ერთად, ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია:

ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;

ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;

გ) მომსახურების ხელშეკრულება.

2. სააგენტო უფლებამოსილია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

1. სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებსა და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს;

წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.

11. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

12. ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები.

4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა.

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.

2. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.

4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის და ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისათვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.

5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:

ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;

ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;

ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;

ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და გადასახდელებს:

ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;

ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;

ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;

ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და ყველა სხვა გადასახდელისაგან;

ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:

ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი (ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ დოლარებით;

ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები;

ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;

კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:

კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ადგილობრივი სავალუტო ანგარიშები;

კ.ბ) ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საბანკო ანგარიშზე მიიღონ და შეინახონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება, აგრეთვე შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ ანგარიშზე არსებული თანხები;

ლ) სტაბილიზაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება იმის შესახებ, რომ თუ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნება ცვლილება (გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და საწარმოო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების ცვლილებების გარდა), რომელიც გააუარესებს ინვესტორის საგადასახადო ვალდებულებებს, სახელმწიფო თანახმაა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები პროდუქციის წილობრივი განაწილების მოქმედ ხელშეკრულებაში, რათა ინვესტორმა შეინარჩუნოს იგივე ეკონომიკური პირობები, რაც მას ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებამდე;

მ) საოპერაციო კომპანიის მიზნებს და შემდეგ ფუნქციებსა და მოვალეობებს:

მ.ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას ოპერატორის ფუნქციების შესრულება (მათ შორის, პერსონალის დასაქმება და ანაზღაურების საკითხები) ინვესტორის სახელით და მისი მითითებების მიხედვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს და ათვისების გეგმას. ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საოპერაციო კომპანიის მიერ ამ პროგრამებისა და გეგმების განხორციელების მიზნით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებაზე;

მ.ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არაკომერციული საწარმოს პრინციპით ყოველგვარი აქტივების მფლობელობის გარეშე, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

მ.გ) დამტკიცებული სამუშაო პროგრამების და ბიუჯეტების, აგრეთვე ინვესტორის მითითებების შესაბამისად დანადგარების, მოწყობილობების, დამხმარე მასალების შეძენაზე პასუხისმგებლობა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლებთან და ბითუმად მოვაჭრე ფირმებთან ინვესტორის სახელით ქვეკონტრაქტებისა და მომსახურების ხელშეკრულებების დადება;

მ.დ) პერსონალის მომზადების პროგრამისა და მისი ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადება და საკოორდინაციო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული პროგრამის განხორციელება და ბიუჯეტის შესრულება;

მ.ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების სრული და ზუსტი აღრიცხვა ამ კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად;

მ.ვ) საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების მომზადება და ამ კომიტეტისთვის მის მიერ განხილული და დამტკიცებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;

მ.ზ) ინვესტორის თხოვნით მისთვის დახმარების გაწევა საკოორდინაციო კომიტეტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ანგარიშების წარდგენაში;

მ.თ) ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის და ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა, რომლებსაც მოითხოვენ მხარეები.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5968 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება

სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:

ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის თავზე იღებს რისკს;

ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო;

გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;

დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება;

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 15. მომსახურების ხელშეკრულება

1. მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ცალკეული სახის სამუშაოებზე, ისე სხვადასხვა სახის სამუშაოების კომპლექსზე (ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, საბადოების ექსპლუატაცია, ჭაბურღილების რემონტი, უმოქმედო ჭაბურღილების აღდგენა, ნავთობისა და გაზის საბადოების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა).

2. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე უნდა იყოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტი.

3. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ აბანდებს კაპიტალს და არ იღებს თავის თავზე რისკს წარუმატებლობის შემთხვევაში.

4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით, საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 151. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გამცემი ორგანო

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს სააგენტო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 16. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. მხარეები ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების ვადებს განსაზღვრავენ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვება ინვესტორის ინიციატივით იმ ვადით, რომელიც აუცილებელი და საკმარისია ნავთობისა და გაზის ეკონომიურად და რაციონალურად მოპოვების, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია 25-წლიანი ვადის გასვლამდე, იგი შეიძლება გაგრძელდეს დროებით, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება.

4. ხელშეკრულებისა და ლიცენზიის პირობები არ მოქმედებს, თუ ადგილი აქვს ფორსმაჟორს. ხელშეკრულების პირობების ფორსმაჟორით გამოწვეული შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ფორსმაჟორის არსებობის პერიოდი, ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო პერიოდთან ერთად, დაემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 17. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეწყვეტა

1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები.

4. სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 18. მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება

1. მოპოვებული ბუნებრივი გაზის ღია ცეცხლით დაწვა განსაკუთრებული პირობების არსებობის და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნევა ბუნებრივი რესურსის ფუჭად ხარჯვად და იკრძალება.

2. სააგენტოს უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა:

ა) ჭაბურღილის ბურღვის, შემოწმების ან შეკეთების დროს;

ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებისას;

გ) ფორსმაჟორის შემთხვევაში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 19. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს ხელშეკრულების პირობების იდენტური.

2. ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ანაზღაურებს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ხარჯებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

4. სალიცენზიო მოსაკრებელი საკომპენსაციო ნავთობით და გაზით არ ანაზღაურდება.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 20. მიწის მინაკუთვნი

1. სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ხელშეკრულების დადების მიზნით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

3. სააგენტოს აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად სააგენტო შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.

5. ყველა მონაწილე მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ემინენტ დომეინის საქმის საჯარო განხილვაში, წარადგინოს თავისი არგუმენტები, მოწმეები და დამამტკიცებელი საბუთები, გააკრიტიკოს სხვა მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოითხოვოს მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა, დაეჭვდეს წარდგენილი მტკიცებულებების სისწორეში და მოითხოვოს მათი გადამოწმება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 21. მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული არამაგისტრალური მილსადენების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

ინვესტორს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება სახელმწიფოს კუთვნილი მაგისტრალური მილსადენების თავისუფალი მოცულობების კომერციულ საფუძველზე გამოყენების შესახებ.

2. ინვესტორს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებულ მაგისტრალურ მილსადენთან მისაერთებლად ააშენოს და გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენი ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიზნით.

    მუხლი 22. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.

2. სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. სააგენტოს პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

3. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს). პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს სააგენტოს უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

4. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზია ხელახლა გაიცემა ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს სააგენტო.

5. სააგენტოს წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია.

6. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა არ იბეგრება.

7. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს მათ გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 23. საბადოს ერთობლივი ათვისება

1. საბადოს ერთობლივი ათვისება გულისხმობს ორ ან მეტ ინვესტორს შორის მოპოვების სამუშაოების კოორდინაციას ერთი საბადოს ფარგლებში, რომლის საზღვრებიც ვრცელდება თითოეული ინვესტორის სარგებლობაში არსებულ ფართობზე.

2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.

3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს სააგენტო. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 24. ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ინვესტორის უფლება- მოვალეობებია:

ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდისა და ტექნოლოგიის შერჩევა ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ბ) ფართობის მხოლოდ ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მიზნით გამოყენება;

გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება;

დ) სხვა პირებისათვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის სამუშაოების შესრულებაში (ნავთობისა და გაზის გარდა სხვა სახის ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისების და მოპოვების ჩათვლით) ხელის არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას;

ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დაცვა დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას;

ვ) საქართველოში დამზადებული დანადგარების, მასალების და მზა პროდუქციისათვის უპირატესობის მინიჭება, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური თვისებები, ფასი, საოპერაციო პარამეტრები და მომარაგების პირობები კონკურენტუნარიანია;

ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისათვის, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას, თანაბარ პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოთა საწარმოებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა;

ი) სააგენტოსათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა;

კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების თანხმობის შემდეგ გადაცემა, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;

მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების, ასევე რეგულირების საფასურის დროულად გადახდა;

ნ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა ხელშეკრულების შესაბამისად;

ო) საქართველოს კულტურული და ისტორიული ობიექტების დაცვა;

პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების, მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რაც მისაღებია მისი შემდგომი გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) საქართველოდან ექსპორტირებული თავისი წილი ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის უცხო ქვეყნებში გატანა და შენახვა სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ;

რ) თუ ინვესტორი თავის წილ ნავთობსა და გაზს გაყიდის საქართველოში, მას უფლება აქვს საქართველოს ვალუტა თავისუფალი საბაზრო კურსით გადაცვალოს თავისუფლად კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე და განაგოს ეს თანხები, მათ შორის, სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ გადაგზავნოს უცხო ქვეყნებში შეზღუდვების ან სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 25. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე არის სახელმწიფოს საკუთრება. ინვესტორს უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოში და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესრულების მიზნით და იმ პირობით, რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.

2. ინვესტორს უფლება აქვს გაუმჟღავნოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ინვესტორი ცდილობს ფინანსების მოზიდვას, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

3. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფოს უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს.

 

თავი III1. ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 251. ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა

ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდავისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 252. სპეციალიზებული ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.

2. სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდვებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:

ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მხოლოდ მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 253. ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

1. სააგენტო განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.

2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.

3. სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 254. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები

1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს:

ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;

ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;

გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

    მუხლი 255. საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სააგენტო.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 256 . საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

2. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს განაცხადი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

3. განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს რეზიდენტისათვის – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოსათვის – მისი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დეტალური აღწერა;

გ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს;

დ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს;

ე) აუდიტის დასკვნა განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

ვ) არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ახორციელებდა საქმიანობას ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წერილობითი გარანტია, რომ საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იგი სააგენტოს წარუდგენს სრულ ინფორმაციას ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

თ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრებისა და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:

ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;

გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;

დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

5. თუ განმცხადებელი აფილირებული კომპანიაა, მისმა მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს წერილობითი გარანტია ფინანსური უზრუნველყოფისა და საქმიანობის განხორციელების შესახებ.

6. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;

დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის  კანონი №4001  – ვებგვერდი, 21.07.2015წ.

    მუხლი 257. საქმიანობის შემოწმება

განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა ან სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 258. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3. სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.

4. სააგენტოს უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;

დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.

6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

8. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვისა და მიტოვებისათვის, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.

9. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს ნორმატიული აქტებით, დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისთვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 259. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სააგენტოსათვის 30 დღით ადრე წერილობით შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებით გაცემის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს ნორმატიულ აქტებს. სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნა, რომ:

ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;

ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართავად, შეცვლილი პირობების, მათ შორის, ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5. მესამე პირისათვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზია მოქმედებს წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადით.

6. სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 2510. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს:

ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას;

ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და კომისიის სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს კომისიას სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა;

ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები;

ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება;

ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში;

თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს კომისიის ნებართვა;

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;

ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე;

ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;

ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა;

ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა;

ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები;

მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით;

ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია;

პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები;

რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა;

ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი;

ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 2511. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

1. სააგენტო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

3. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

4. თუ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტოს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. ნავთობისა და გაზის არსებული ხელშეკრულებები

1. ეს კანონი აღიარებს არსებული ხელშეკრულებების მართლზომიერებას ამ კანონის ნორმებთან მიმართებაში.

2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), გადაეცემა სააგენტოს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

    მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს.

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

    მუხლი 28. საქმიანი ურთიერთობა

ინვესტორის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების შრომის ანაზღაურების, სამუშაო და დასვენების დროის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაზღვევის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 29. სახელმწიფოს იმუნიტეტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დავის წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლო იმუნიტეტზე უარის თქმას.

    მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა

1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ხელშეკრულების თარგმნასთან, იურიდიულ სტატუსთან, პირობების შესრულებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ ინვესტორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მასთან წარმოშობილი დავა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 301. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 302. საქმიანობის არსებული ლიცენზია

საქმიანობის არსებული ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. საქმიანობის არსებული ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 303. გარდამავალი დებულებანი

1. 2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ.

4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის დანიშვნამდე ამ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს.

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

7. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

8. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №908  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

    მუხლი 31. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1892-IIს

32. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2629-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2224-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5648-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1936-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 28. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1650-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 27. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 908-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 26. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 650-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 25. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 142-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4365-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 23. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4001-რს - ვებგვერდი, 21/07/2015 22. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1039-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 31/05/2013 - საქართველოს კანონი - 678-IIს - ვებგვერდი, 18/06/2013 20. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 467-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 19. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6330-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 18. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5968-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 17. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 16. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5091-IIს - ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4682-Iს - ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4408-Iს - ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011 13. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 626 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4859 - სსმ, 22, 19/06/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4292 - სსმ, 1, 03/01/2007 9. 24/10/2006 - საქართველოს კანონი - 3580 - სსმ, 42, 10/11/2006 8. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3172 - სსმ, 17, 30/05/2006 7. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3169 - სსმ, 19, 25/05/2006 6. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2888 - სსმ, 11, 01/05/2006 5. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 879 - სსმ, 6, 19/01/2005 4. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2499 - სსმ, 22, 08/08/2003 3. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1853 - სსმ, 3, 17/01/2003 2. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 757 - სსმ, 6, 20/03/2001 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2392 - სსმ, 43(50), 21/09/1999