Комментарии

Аватар пользователя meleq@education.com
meleq@education.com (meleq)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2024/02/29
Last visit: 2024/04/30 16:00:51
Контакты - Все комментарии

ფემიციდი
პრაქტიკაში უკვე შეინიშნება პრეცედენტული საქმეები, სადაც სასამართლომ ადევნებაზე
გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ამ მხრივ, საინტერესოა რამდენიმე თვის წინ მიღებული
გადაწყვეტილება, სადაც კარგად არის აღწერილი ყველა ის ნიშანი თუ კომპონენტი,
რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნება ასეთ საქმეებზე ხარისხიანი
სამართალწარმოების განსახორციელებლად.
ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობაში
ახალი მუხლი გაჩნდა, რომელმაც ადევნება დანაშაულად აქცია და სისხლის სამართლის
კოდექსის 1511 მუხლით შესაბამისი დეფინიციაც გაითვალისწინა. დანაშაულის
შემადგენლობას ქმნის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ უკანონო
თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის ან სხვა საშუალების
გამოყენებით, რომელიც ხორციელდება სიტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას
ან ადამიანს უქმნის ძალის გამოყენების, ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ამის
გამო, აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან ამ წესის მნიშვნელოვნად
შეცვლის საჭიროების წინაშე აყენებს.
ამ მუხლის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის
არგუმენტები და პირი დამნაშავედ სცნო ადევნებაში. გადაწყვეტილების სანიმუშო
მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინტერესოა მისი განხილვა და შეფასება, რაც
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი
მსჯელობა ეფუძნება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზს და არ მომხდარა
საქმეში არსებული მასალების (მტკიცებულებების) შესწავლა, რაც ართულებს სრულყოფილი
სურათის წარმოდგენის შესაძლებლობას. თუმცა, სასამართლო განაჩენში აღწერილი ფაქტები
იძლევა შემთხვევისა და ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირების საშუალებას
სისხლის სამართლის კოდექსი
53-ე პრიმა მუხლი
109-ე მუხლი
115-ე მუხლი

ადევნება
პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის:
უკანონო თვალთვალი
არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით
ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის

ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას
გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოტერორის მსხვერპლია

fizikuri Zaladoba – cema, wameba, janmrTelobis dazia
neba, Tavisuflebis ukanono aRkveTa an sxva iseTi moqmede
ba, romelic iwvevs fizikur tkivils an tanjvas. aseve, jan
mrTelobis mdgomareobasTan dakavSirebuli moTxovnebis
daukmayofilebloba, rac iwvevs msxverplis janmrTelobis
dazianebas an sikvdils.
fsiqologiuri Zaladoba – Seuracxyofa, SantaJi, dam
cireba, muqara an sxva iseTi moqmedeba, romelic iwvevs ada
mianis pativisa da Rirsebis Selaxvas. fsiqologiuri Zala
doba gulisxmobs qcevebs, romelTa mizania, akontrolos,
marTos msxverplis moqmedebebi da emociebi mis dasamorCi
leblad. es gamoixateba damamcirebeli metsaxelebiT mimar
TvaSi, muqaraSi, iseTi saqcielis dabralebaSi, romelic mas
ar Caudenia da a.S. fsiqologiuri Zaladoba SeiZleba vlin
debodes calke an warmoadgendes fizikuri an seqsualuri
Zaladobis Semadgenel nawils.
iZuleba – adamianis fizikuri an fsiqologiuri iZule
ba, Seasrulos an ar Seasrulos moqmedeba, romlis ganxor
cieleba an romlisgan Tavis Sekaveba misi uflebaa an/da sa
kuTar Tavze ganicados Tavisi neba-survilis sawinaaRmde
go zemoqmedeba.
seqsualuri Zaladoba – sqesobrivi kavSiri ZaladobiT,
Zaladobis muqariT an msxverplis umweo mdgomareobis ga
moyenebiT, agreTve sqesobrivi kavSiri an seqsualuri xasia
Tis sxvagvari moqmedeba an garyvnili qmedeba arasrul
wlovnis mimarT.
ekonomikuri Zaladoba – qmedeba, romelic iwvevs sakve
biT, sacxovrebeli da normaluri ganviTarebis sxva pirobe
biT uzrunvelyofis, sakuTrebisa da Sromis uflebebis gan
xorcielebis, agreTve TanasakuTrebaSi arsebuli qonebiT
sargeblobisa da kuTvnili wilis gankargvis uflebis Sez
Rudvas. amgvari qmedebebiT uaresdeba piris ekonomikuri
mdgomareoba an/da ezRudeba sakuTari an TanasakuTrebaSi
arsebuli qonebiT sargeblobis ufleba.32
arasrulwlovnis kanonieri interesebis ugulebel
yofa – mSoblis (mSoblebis), sxva kanonieri warmomadgenlis
an/da sxva pasuxismgebeli piris mier arasrulwlovnis fi
zikuri an fsiqologiuri saWiroebebis daukmayofileblo
ba, safrTxisagan daucveloba, sabaziso ganaTlebis ufle
bis SezRudva, dabadebis registraciis, samedicino an sxva
momsaxurebebiT sargeblobisaTvis aucilebeli moqmedebe
bis ganuxorcielebloba, Tuki mSobels (mSoblebs), sxva ka
nonier warmomadgenels an/da sxva pasuxismgebel pirs aqvs
(aqvT) saTanado informacia da SesaZlebloba da xeli miuw
vdeba (miuwvdebaT) Sesabamis momsaxurebaze.

ojaxSi Zaladoba xdeba sxvadasxva formiT erTmaneT
Tan dakavSirebul pirebs – ojaxis wevrebs – Soris;
 ojaxSi Zaladoba, rogorc wesi, ar Semoifargleba
erTjeradi aqtiT da mas axasiaTebs ganmeorebiToba
da zrdis tendencia;
 ojaxSi Zaladobas axasiaTebs ZalTa asimetria, rac
niSnavs imas, rom erT mxares (moZalades) aqvs materi
aluri, fizikuri an sxva saxis upiratesoba da cdi
lobs meore mxaris (msxverplis) damorCilebas;
 ojaxSi Zaladoba uaryofiT gavlenas axdens ara mar
to msxverplze, aramed ojaxis sxva wevrebze, gansa
kuTrebiT, arasrulwlovnebze;
 ojaxSi Zaladobis Sedegad dazaralebulTa umeteso
ba aris qali, rac niSnavs, rom ojaxSi Zaladoba gansa
kuTrebiT uaryofiT gavlenas axdens qalebze.

Аватар пользователя junkera
junkera (ჯუნკერ)
სხვა
Registration Date: 2024/04/23
Last visit: 2024/05/02 12:04:31
Контакты - Все комментарии

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

3. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.

მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა

1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

4. (ამოღებულია - 29.09.2020, №7177) .

4​1. (ამოღებულია - 29.09.2020, №7177) .

5. (ამოღებულია - 29.09.2020, №7177) .

6. (ამოღებულია - 29.09.2020, №7177) .

7. (ამოღებულია - 29.09.2020, №7177).

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის ორგანული კანონი №4279 – ვებგვერდი, 25.02.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4549 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება).

2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.

5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.

საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3826 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
მუხლი 3​1. (ამოღებულია)
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №195 – ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №729 – ვებგვერდი, 04.07.2013წ.
თავი II. შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 4. შრომითი დისკრიმინაციის ცნება
1. ამ კანონის მიზნებისთვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

2. ამ კანონის მიზნებისთვის პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი.

3. ამ კანონის მიზნებისთვის ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.

4. დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.

5. სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური შევიწროება) არის დისკრიმინაციის ფორმა, კერძოდ, პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებული არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

6. სექსუალური შევიწროება არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევა არის პირისთვის სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და ასეთი ფრაზებით მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და ნებისმიერი სხვა სექსუალური ხასიათის არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

7. აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები
აკრძალულია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში. დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის, ვრცელდება:

ა) წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე, აგრეთვე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე, საქმიანობის სფეროს მიუხედავად;

ბ) პროფესიული იერარქიის ყველა საფეხურზე პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ყველა ფორმის (პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების ჩათვლით) ხელმისაწვდომობაზე;

გ) შრომის, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებზე;

დ) დასაქმებულთა გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანების ან ისეთი ორგანიზაციის წევრობასა და საქმიანობაზე, რომლის წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ამ ორგანიზაციიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით;

ე) სამსახურებრივი სოციალური დაცვის პირობებზე, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 6. სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 7. მტკიცების ტვირთი
დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 8. დაცვის ან მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებები
დისკრიმინაციად არ მიიჩნევა განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება იმ პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც, ჩვეულებრივ, აღიარებულია, რომ, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური პასუხისმგებლობის, სოციალური ან კულტურული სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დაცვას ან მხარდაჭერას საჭიროებენ.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 9. გონივრული მისადაგება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის, კერძოდ, გონივრული მისადაგების პრინციპის, დაცვის მიზნით დამსაქმებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიება დამსაქმებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს. ეს ტვირთი არაპროპორციულად არ მიიჩნევა, თუ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, შეღავათები ან/და სხვა, ალტერნატიული საშუალებები.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

კარი II. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი III. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 10. შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
1. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.

2. 16 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შესაბამისი შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

3. 14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტის, ხელოვნების ან კულტურის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად ანდა სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

4. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებასთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

5. აკრძალულია არასრულწლოვანთან ანდა ორსულ, ახალნამშობიარებ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესასრულებლად.

6. აკრძალულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაწესებულებაში, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში), „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დაწესებულებად/სპეციალიზებულ დაწესებულებაში იმ პირის დასაქმება, რომელიც ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

7. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებაში იმ პირის დასაქმება, რომელიც ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე ჩამოერთვა აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 11. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.

3. დამსაქმებელს უფლება აქვს, შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.

4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება კანდიდატის თანხმობის გარეშე იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კანდიდატს უფლება აქვს, გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ დამსაქმებელმა არ დადო მასთან შრომითი ხელშეკრულება.

6. დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;

გ) შრომის პირობების შესახებ;

დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;

ე) შრომის ანაზღაურების შესახებ.

7. კანდიდატთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებით ან დასაქმებაზე უარის შესახებ ინფორმირებით.

8. დამსაქმებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

9. წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შრომითი ხელშეკრულების დადებამდე დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს გააცნოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებები პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპისა და მისი დაცვის საშუალებების შესახებ, აგრეთვე მიიღოს ზომები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულების დადება
1. შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

2. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება.

3. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;

ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

4. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.

5. თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

6. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მეწარმეზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან 48 თვე არ გასულა (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

8. გარდა შრომითი ხელშეკრულების ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით დადების შემთხვევისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

9. დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვრული ვადით დასაქმებულ პირს აცნობოს არსებული ვაკანსიების შესახებ, რათა მას ჰქონდეს, სხვა დასაქმებულის მსგავსად, უვადო შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პოზიციების დაკავების თანაბარი შესაძლებლობა.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №899 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №1039 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
მუხლი 13. შრომითი ხელშეკრულების ენა
წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე ენაზე, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ შრომით ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა შრომითი ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 14. შრომითი ხელშეკრულების შინაარსი
1. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;

ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

2. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს დასაქმების შესახებ ცნობა. ეს ცნობა უნდა შეიცავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის თაობაზე.

3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

4. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა შრომითი ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და ერთ შრომით ხელშეკრულებად მიიჩნევა.

5. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის მომდევნო შრომითი ხელშეკრულებით.

6. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც ერთსა და იმავე პირობას ეხება, უპირატესობა ენიჭება ბოლო შრომით ხელშეკრულებას.

7. ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 16. არასრული სამუშაო განაკვეთი
1. არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში ან საშუალოდ 1 წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის ნორმირებულ სამუშაო დროზე ნაკლებია.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომელიც იმავე ფორმის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში იმავე დამსაქმებლისთვის ასრულებს იმავე ან მსგავს სამუშაოს და დასაქმებულია იმავე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახურში. იმავე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახურში ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის არარსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია იმავე დამსაქმებელთან ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი. ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქმიანობის იმავე სფეროში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი.

2. აკრძალულია შრომის პირობებთან დაკავშირებით არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა გამართლებულია ობიექტური საფუძვლით.

3. დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მის მიერ სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლაზე უარის თქმის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამსაქმებელს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების დაცვით შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

4. ობიექტური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) გაითვალისწინოს დასაქმებულის მოთხოვნა სრული სამუშაო განაკვეთიდან დამსაქმებელთან არსებულ არასრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის შესახებ;

ბ) გაითვალისწინოს დასაქმებულის მოთხოვნა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის ან სამუშაო დროის გაზრდის შესახებ;

გ) დროულად გაავრცელოს არსებული სრული და არასრული სამუშაო განაკვეთების შესახებ ინფორმაცია სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;

დ) გაითვალისწინოს წამახალისებელი ღონისძიებები ორგანიზაციის ყველა დონეზე (მათ შორის, წამყვან/მენეჯერულ თანამდებობებზე) არასრული სამუშაო განაკვეთის ხელმისაწვდომობისთვის, აგრეთვე, თუ ეს მიზანშეწონილია, არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის კარიერული წინსვლის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული მობილობის ხელშეწყობისთვის.

5. დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 17. გამოსაცდელი ვადა
1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

2. გამოსაცდელ ვადაში შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 18. სტაჟირება
1. სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

2. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა.

3. ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურებისგარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

4. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო.

5. სტაჟიორთან დადებულ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ამ კანონით (გარდა ამ კანონის VII თავისა) გათვალისწინებული დაცვის ყველა მინიმალური სტანდარტი. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

თავი IV. სამუშაოს შესრულება
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 19. სამუშაოს პირადად შესრულების მოვალეობა
დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შეასრულოს.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 20. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისთვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.

2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.

3. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რაც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით, დასაქმებულის თანხმობას არ საჭიროებს.

4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოების შეცვლა:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად საჭიროა დღეში არაუმეტეს 3 საათისა, ამასთანავე, ეს არ მოითხოვს არაპროპორციულ ხარჯებს;

ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის შეცვლა არაუმეტეს 90 წუთით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

6. თუ იმ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას გონივრული მისადაგების ფარგლებში უფლება აქვს, მოითხოვოს იმავე დამსაქმებელთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება.

7. იმ დასაქმებულის შრომის პირობების შემსუბუქების ან მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის, აგრეთვე ორსულობის, ახალნამშობიარობის ან მეძუძურობის ფაქტის გათვალისწინებით, დასაქმებული თავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისგან. მას აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროებითი შრომისუუნარობის ვადაში. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების პერიოდში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმებით.

8. დასაქმებულს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, აგრეთვე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა, შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 21. მივლინება
1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.

2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი წელიწადში 45 კალენდარულ დღეს არ აღემატება.

3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტება მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯი.

5. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 22. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
1. დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას.

2. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლისთვის არაპროპორციულ ხარჯებს არ წარმოშობს.

3. თუ პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა სასწავლო კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, ამ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 23. შრომის შინაგანაწესი
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს.

2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:

ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;

ბ) დასვენების ხანგრძლივობა;

გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;

დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ე) ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;

ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები;

თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.

3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.

4. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

5. დამსაქმებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გონივრული მისადაგების ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვითა და შესრულებით.

6. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ამ კანონს, ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. თემებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი 11111ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ათვლა იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1920 წლის 14 აგვისტოს კანონით შრომის ხელშეკრულების შესახებ კანონს ექვემდებარება შრომის ყოველი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი პირი დაქირავებული თავის სამუშაო ძალას აძლევს სხვა პირს დამქირავებელს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, ან გარიგებულ სამუშაოს დამთავრებამდე და ვალდებული ხდება დამქირავებლის მიერ ნაჩვენები განსაზღვრული სახის მოქმედება შეასრულოს სასყიდლიანი სამუშაოს ფასით რომელიც აღირიცხება დროის მიხედვით, ნაჭრობით ან სხვა საშუალებით 2222222222წყაროებიი კონსტიტუციის 6 ის 1 მუხლის ნაწილის თანახმად საქართველოს კონსტიტუციასახელმწიფოს უზენაესი კანონია ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციით განპირებებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. იგი აყალიბებს შრომის ურთიერთობის მარეგულირებელ ჩარჩოს, კონსტიტუციით არის განპირობებული შრომის თავისუფლება აღსანიშნავია საქართველოს კონსტიტუციის მე 14 მუხლი რომელიც ეხება თავისუფლებას და თანასწორობას.3333333ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპი ამონარიდები საერთა=შორისო ხელშეკრულებიდან ვენის კონვენციის მუხლი 26 ყოველი ძალაში მყპოფი საერთაშორისო ხელშეკრულება სავალდებულოა მისი მხარეებისთვის და მათ მიერ კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს ხელშეკრულების მხარემ არ შეიძლება მიუთითოს თავის შიდასახელმწიფოებრივისამართლის დებულებებზე. მის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გასამართლებლად

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

ცნება

სისხლის სამართალი შედგება ორი ნაწილისგან: სისხლის სამართლის
ზოგადი და სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. ზოგადი ნაწილი
სწავლობს ზოგად საკითხებს, როგორიცაა : დაუმთავრებელი
დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა , მართლწინააღმდეგობისა
და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები. ხოლო კერძო ნაწილი
კონკრეტულ დანაშაულებს , როგორიცაა: ქურდობა, ყაჩაღობა,
გამოძალვა, თაღლითობა. სისხლის სამართლის კერძნო ნაწილი, ეს არის
სწორედ ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რა არის დანაშაული
და რა სახის სასჯელია დაწესებული ამ დანაშაულისთვის. კონკრეტული
დანაშაულები და კონკრეტული სასჯელები ამ დანაშაულისთვის.
ნორმათა სახეები

1. აღწერილობითი (სსკ 111-ე მხული)
აღწერილობითია ნორმა, რომელიც განმარტავს, სიტყვა-სიტყვით აღწერს
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. მაგ: აფექტში მკვლელობა (111-ე
მუხლი ) 111-ე მუხლი აღწერილობითია, იმიტომ რომ მასში მოცემულია
ამომწურავად დანაშაულის ნიშნები. კერძოდ მკვლელობა აფექტურ
მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია მართლსაწინააღმდეგო ძალადობით,
მძიმე შეურაცხყოფით, მძიმე ამორალური ქმედებით. კანონი აღწერს,
აფექტი რომ იყოს სახეზე, აუცილებელია რომ დაზარალებულმა
განახორციელოს მართლსაწინააღმედგო ძალადობა დამნაშავეზე(
ამორალური ქმედება) .
2. ახსნა-განმარტებითი (სსკ 177-ე მუხლი)
ახსნა-განმარტებითი ნიშნავს, რომ დეტალურად არის ახსნილი,
კონკრეტული დანაშაულის ნიშნები. მაგ: 177-ე მუხლი, ქურდობა ე.ი
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით. კანონდმებელი გვინმარტავს რომ ქურდობის
დროს სახეზე უნდა იყოს , სხვისი ნივთის დაუფლება, მეორე ეს ნივთი
უნდა იყოს მოძრავი, შემდეგი: ფარულად უნდა მოხდეს ნივთის
დაუფლება და შემდეგი, მისაკუთრების მიზანი უნდა არსებობდეს.
3. პოზიტიური ანუ წამახალისებელი (სსკ 236-ე მუხლი)
ნიშნავს იმას, რომ კანონმდებელი სტიმულს აძლევს პირს.
მაგ: 236-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა,
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებისათვის. ის
ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო
მასალას, ასაფეთქებელ ან ფეთქებად ნივთიერებას, რომელსაც უკანონოდ
ატარებს/ინახავს, განთავისუფლდება სისხლისამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან.
პარალელი: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაულზე
ნებაყოფლობით ხელის აღება.
4. მარტივი (სსკ 108-ე მუხლი)
მარტივია ისეთი ნორმა, რომელსაც არ აქვს არც დამამძიმებელი არც
შემამსუბუქებელი გარემოებები. მარტივია იმიტომ, რომ არ არის
ახსნილი ნორმიის შინაარსი.
5. კვალიფიციური (სსკ 109-ე მუხლი)
ნიშნავს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულს. მაგ:
ორსული ქალის მკვლელობა, არასრულწლოვანის მკვლელობა,
მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, მკვლელობა ანგარებით,
შეკვეთით.
6. პრივილეგიური (სსკ 110-ე მუხლი)
შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაული , ევთანაზია ანუ
მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით და პირის მიზანია
გაანთავისუფლლოს ადამიანი, რომელიც იტანჯება ძლიერი ფიზიკური
ტკივილებით.
7. შეფასებითი (სსკ 141-ე მუხლი )
არ არის დადგენილი კანონით და მოსამართლის შეფასების საგანს
წარმოადგენს. . 141-ე მუხლი არის სქესობრივი თავისუფლებისა და
სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მომართული
დანაშაული.კანონმდებელი არ განმარტავს რა არის, გარყვნილი ქმედება,
მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.
8. პრეიუდიციული ( სსკ 273-ე მუხლი)
ნიშნავს, როცა წინა ქმედება ისჯება ადმინისტრაციული წესით. 273-ე
მუხლი არის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. 1-ლი მოხმარება
იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორედ
მოხმარებოს შემდეგ, დადგება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
9.მითითებითი ( სსკ 126-ე პრიმა მუხლი )
ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს იმავე კოდექსის სხვა მუხლზე. 126-ე
პრიმა მუხლი, ეს არის ოჯახში ძალადობა. როდესაც ოჯახის ერთი წევრი
ახროციელებს სისტემატიურ ძალადობას ოჯახის სხვა წევრზე.
მითითებითია იმიტომ, რომ ეს მუხლი ამბობს ოჯახში ძალადობა,
კერძოდ როდესაც ოჯახის ერთი წევრი ახლორციელებს მეორე წევრის
მიმართ სისმეატიურ ძალადობას, არ უნდა მოჰყვეს ამას 117-ე
მუხლი(ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლი
(ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 120-ე მუხლი
(ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება).
10. ბლანკეტური ( სსკ 276-ე მუხლი)
276-ე მუხლი არის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების
დარღვევა. მაგ: მე ვმოძრაობ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების
დარღვევით და ქვეითად მოსიარულე პირს მივაყენე ჯანმრთელობის
დაზიანება. ბლანკეტურია იმიტომ რომ კოდექსში არ არის
განმარტებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.
თვითონ რას გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,
სისხლის სამართლის კოდექსი არ განსაზღვრავს. ეს ნორმა მიგვითითებს
სხვა კანონზე.
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია
( ქმედების სწორი სისიხლისამართლებრივი შეფასება )
პირის მიერ ჩადენილი ქმედების ზუსტი შესამაბისობა, სისხლის
სამართლებირივი კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ
საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. პირი რასაც ჩაიდენს, ეს ქმედება
უნდა იყოს მოცემული სსკ-ის კერძო ნაწილის რომელიმე მუხლში, თუ არ
არის მაშინ, ეს არ ყოფილა დანაშაული.
ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენცია

ზოგადი ნორმა - სსკ-ის 177-ე მუხლი ( ქურდობა )
სპეციალური ნორმა - სსკ-ის 237-ე მუხლი (ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო დაუფლება)
როდესაც ქმედება გათვალისწინებულია, როგორც ზოგადი, ასევე
სპეციალური მუხლით, მაშინ კვალიფიკაცია მოხდება სპეციალური
მუხლით. სპეციალური მუხლი ბლოკავს ზოგად მუხლს.
სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სისტემა
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი იყოფა: კარებად, თავებად და
მუხლებად.
პირველი კარი: ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
თავები:
1. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. (მკვლელობა)
2. დანაშაული ჟანმრთელობის წინააღმდეგ. (ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება, ოჯახში ძალადობა ა.შ)
3. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის
შემქმნელი დანაშაული. (უკანონო აბორტი, შიდსის შეყრა)
4. სქესობრივი თავისუფლებებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული. (გაუპატიურება, გარყვნილი მქედება)
5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული.(ადამიანით ვაჭრობა,წამება)
6. ოჯახის და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაული.(ბავშვის შეცვლა)

გვარეობითი ობიქეტი - კარის დასახელება. მაგ: კარი ადამიანის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. გვარეობითი ობიქეტი არის
ადამიანი.
სახეობითი ობიქეტი- თავის დასახელება, სიცოცხლის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაული, სახეობითია-სიცოცხლე. ჯანმრთელობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, სახეობითია-ჯანმრთელობა.
უშუალო ობიქეტი - კონკრეტული პირის სიცოცხლე. კონკრეტული
მუხლის დასახელება.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეგვიძლია დავყოთ 2
ჯგუფად:
1. მკვლელობები
2. სიცოცხლის მოსპობის სხვა სახეები
1.
108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა
109-ე მუხლი - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა
110-ე მუხლი - მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
111-ე მუხლი - მკვლელობა აფქეტში
112-ე მუხლი - დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა
113-ე მუხლი - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
მკვლელობა
114-ე მუხლი - დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით მკვლელობა.
2.
115-ე მუხლი - თვითმკველობამდე მიყვანა
116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
მკვლელობა, ეს არის მატერიალური ანუ შედეგიანი დანაშაული,
აუცილებელია, რომ დადგეს კონკრეტული შედეგი, ადამიანი
გარდაიცვალოს. თუ ადამიანი არ გარდაიცვლება ქმედება
დაკვალიფიცირდება მკვლელობის მცდელობად.
სიცოცხლის დასაწყისი - ადამიანი დაბადებულად ითვლება, როდესაც
ბავშვი დედის ორგანიზმს ნაწილობრივ მაინც გამოეყოფა
სიცოცხლის დასასრული - ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, არა
გულის გაჩერებისა და სუნთქვის შეწყვეტის მომენტიდან, არამედ თავის
ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის მომენტიდან.
განზრახი მკვლელობა (108-ე მუხლი)

განზრახ მკვლელობა, ეს არის, სხვისი სიცოცხლის
მართლსაწინააღმდეგო და განზრახ მოსპობა.
სიცოცხლე არ არის აბსოლუტური ღირებულება, შეიძლება ხელყო თუ კი
ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ძალადობას,შენს მიმართ ან
ახლობლის მიმართ.
108-ე მუხლი არის მარტივი.
1. მარტივი შემადგენლობა:
განზრახ მკვლელობას არ აქვს, არც დამამძიმებელი და არც
შემამსუბუქებლი გარემოებები. ანუ პირს ბრალი სრულად შეერაცხება.
2. კვალიფიციური შემადგენლობა
109-ე მუხლი.
3. პრივილეგიური.
110-ე მუხლი. აფექტში მკვლელობა.
განზრახ მკვლელობის გამიჯვნა, სხვა ტიპის დანაშაულებსაგან.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქმეში არსებული
მტკიცებულებებიდან, გაირკევს სხეულის რომელ ნაწილზეა მიყენებული
ზიანი. მნიშვნელოვანია, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული, თუმცა
მხოლოდ ორგანოს დაზიანებით არ განისაზღვრება და არ
კვალიფიცირდება ქმედება, უნდა დავადგინოთ განზრახვა. განზრახვა
დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით,მოწმეთა ჩვენებებით,
ექსპერტიზის დასკვნით.
განზრახ მკვლელობის მოტივები:
1. ეჭვიანობა
2. შურისძიება
3. ურთიერთშელაპარაკება
4. ჩხუბი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩხუბში ჩადენილი მკვლელობა,
გავმიჯნოთ ხულინგურქვენაგრძნობით ჩადენილი მკველობისგან.
ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკველობის დროს მოტივი არ
მაქვს, ან შეიძლება მცირე საბაბის საფუძველზე მოვკლა ადამიანი.
მნიშვნელოვანია ვინ არის ჩხუბის ინიციატორი მხარე, თუ ჩხუბის
ინიციატორი არის დაზარალებული, ზედემტია საუბარი ხულიგნურ
ქვენაგრძნობაზე, მაგრამ თუ ინციატორია დამნაშავე ამ შემთხვევაში
იქნება ხულიგნურიქვენაგრძნობა .

1. შეცდომა პიროვნებაში
შეცდომა პიროვნებაში, კვალიფიციაზე ზეგავლენას არ ახდენს და
ქმედება კვალიფიცირდება განზრახ მკვლელობად.
2. აცდენილი ისარი
ორმაგი კვალიფიკაცია:
1. პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა.
2. პირის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
თვითმკვლელობაში თანამონაწილეობა

1. შერაცხადის წაქეზება თვითმკვლელობაში
არ ვისჯებით.
2. შეურაცხის წაქეზება თვითმკვლელობაში
ვისჯებით განზრახ მკვლელობისთვის, კერძოდ შუალობითი
ამსრულებლობისთვის
უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობის წინაპირობები

1. სპეციალური სუბიექტი - სამართლებრივი გარანტი:
მაგ : დედამ დატოვა მცირე წლოვანი ბავშვი, საკვების გარეშე და ბავშვი
გარდაიცვალა. აქ მკვლელობა ჩადენილია უქმოქმედობით.
შვილები ვალდებულნი არიან, იზრუნონ შრომის უუნარო მშობლებზე
და მშობლები ვალდებული არიან იზრუნონ შვილებზე. ანუ
კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ აქვთ ურთიერთდახმარების
ვალდებულება. ასევე შეიძლება გამომდინარეობდეს პროფესიული
საქმიანობიდან და წინარე მოქმედებიდან.
2. მოქმედების შესაძლებლობა :
პირს უნდა ჰქონდეს მოქმედების შესაძლებლობა.
3. შედეგის თავიდან აცილება
აუცილებელია შედეგი იქნას აცილებული, თუ შედეგი თავიდან
აცილებული ვერ იქნა, მაშინ მკვლელობით ვერ დაკვალიფიცირდება
ქმედება.
მაგ: მე დავეჯახე პირს, არ დავეხმარე, შემეძლო წამეყვანა სავადმყოფოში
მაგრამ მივატოვე და გარდაიცვალა. მე რომ წამყვანა ის საავადმყოფოში
ის თუ მაინც გარდაიცვლებოდა, ამ შემთხვევაში შედეგის თავიდანა
აცილება არ გაქვს,მაგრამ თუ დადგინდა რომ ეს ადამიანი, მე რომ მალევე
წამეყვანა სავადმყოფოში გადარჩებოდა, ამ შემთხვევაში იქნება შედეგის
თავიდანა ცილება.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (109ე მუხლი)
სსკ 109-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხიმსგებლობას განზრახ
მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. დამამძიმებელ
გარემოებები შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად:
1. ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოებები
ობიქეტური ნიშნით დამამძიმებელია ის მაკვალიფიცირებელი
გარემოება, რომელიც ახასიათებს ქმედებას. მაგ:ორსული ქალის
მკვლელობა, არასრულწლოვანის მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის მკვლელობა.
ანუ ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოება ნიშნავს ისეთ
გარემოებას რომელიც ახასიათებს თვითონ დანაშაულს, (ამძიმებს
დანაშაულს) და ეს გარემოება დამნაშავისთავის უნდა იყოს შეცნობილი.
სხვაზე გადავა იმ შემთხვევაში თუ მან ეს იცი.(იცის რომ ორსულ ქალს
კლავს)
2. სუბიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარემოებები
ის, რაც პიროვნებას ახასიათებს ან მის ბრალს. სუბიექტურ ნიშანს
კანონმდებელი მოიაზრებს სპეციალურ ნიშნად.
მაგ: წავაქეზე ლუკა და ჩავადენინე მკვლელობა, ლუკა წარსულში იყო
მკვლელობისთვის ნასამართლევი. ამ შემთხვევაში მე დავისჯები
მკველობისთვის და ლუკა არაერთგზისი დანაშაულისთვის. სხვაზე არ
გადავა, შეერაცხება მხოლოდ იმას ვისაც ახასიათებს.
განზრახ მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით
აქ ყოველთვის ორ დანაშაულთან გვაქვს საქმე: მძევლად ხელში ჩაგდება
და განზრახ მკვლელობა. ყურადღება გასამახვილებელია ვინ შეიძლება
იყოს მძევალი. მძევალი შეიძლება იყოს სხვა პირიც, რომელიც
გათავისუფლებაში მონაწილეობდა. მაგ: პოლიციელი, თუ ის მოკვდება,
მკვლელი დაისჯება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ სპეციალური მუხლით.
სპეციალური მუხლი ყოველთვის დაბლოკავს ზოგადს.
მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს
სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
მნიშვნელოვანია, რომ ერთს კი არა ბევრ ადამიანს შეექმნას საფრთხე.
მსხვერპლის გარდა მინიმუმ 2 ადამიანს უნდა შეექმნას საფრთხე.
კლასიკურ შემთხვევაში ჩვენი განზრახვა კონკრეტული ადამიანის
მიმართ იქნება პირდაპირი განზრახვა, ხოლო დანარჩენების მიმართ
არაპირდაპირი განზრახვა, არ გვსურს მათი სიკვდილი, თუმცა შედეგის
მიმართ ვართ გულგრილი.
ორი საკითხზე უნდა გაკეთეს აქ აქცენტი.
1. საშუალება უნდა იყოს საშიში (რასაც მკვლელობის ჩასადენად ვიყენებ)
2. სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უნდა ვაყენებდე საფრთხეს.
მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების
მიზნით.
საუბარია ორ საკითხზე:
1. მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
მაგ: ჩავიდინე ქურდობა და დამინახა ერთ-ერთმა პიროვნებამ და მინდა
რომ მოვიშორო ეს პირი, რადგან არ მამხილოს ქურდობის ჩადენაში და
ვკლავ. ესეიგი ჩადენილია მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის
მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა, განზრახი დანაშაულის დაფარვის
მიზანი მაქვს თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშულის.
2. მკვლელობა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით.
ჯერ მოვკალი დარაჯი და შემდეგ მაღაზია გავქურდე. ანუ ჩადენილია
მკვლელობა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, ამ შემთხვევაში
ქურდობის გაადვილების მიზნით.
მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა
სახეზე უნდა იყოს 2 კრიტერიუმი
1. წინასწარ უნდა იცოდეს დამნაშავემ, რომ ორსულ ქალს კლავს.
2. ქალი უნდა იყოს ორსული
თუ ქალი არ აღმოჩნდა ორსული, თუმცა ჩვენ გვგონია, რომ ორსული
იყო, ამ შემთხვევაში დავისჯებით 108-ე მუხლით.
ის რომ დამნაშევს ეგონა ორსული, ეს უნდა ავსახოთ განაჩენში და
დავუმძიმოთ სასჯელი, ანუ დამამძიმებელ გარემოებად უნდა
მივუთითოთ. ორსული რომ ეგონა ეს კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ
ახდენს, იმოქმედებს მხოლოდ სასჯელზე.
მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
არასრულსწლოვანისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა
მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა უნდა გვქონდეს
ორი კრიტერიუმი:
1. დამნაშავემ უნდა იცოდეს რომ არასრულწლოვანს კლავს.
2. პირი უნდა იყოს არასრულწლოვანი.
მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში ნიშნავს, რომ პირს წინააღმდეგობის
გაწევის უნარი შეზღუდული კიარა საერთოდ არ აქვს. მაგ: მოხუცი
ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას საერთოდ ვერ გაგიწევს, ძლიერი
მთვრალი, ავადმყოფი ან ძილში მყოფი ადამიანი.
მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით
მკვლელობა მოტივის გარეშე, ნებისმიერი საბაბით ( შეხედვის გამო,
სიგარეტის თხოვანზე უარის თქმით და ა.შ )
ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი დანაშაულის დროს
კვალიფიკაცია ხდება დანაშაულთა ერთბლიობით.
ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკველობის დროს მოტივი არ
მაქვს, ან შეიძლება მცირე საბაბის საფუძველზე მოვკლა ადამიანი.
მნიშვნელოვანია ვინ არის ჩხუბის ინიციატორი მხარე, თუ ჩხუბის
ინიციატორი არის დაზარალებული, ზედემტია საუბარი ხულიგნურ
ქვენაგრძნობაზე, მაგრამ თუ ინციატორია დამნაშავე ამ შემთხვევაში
იქნება ხულიგნურიქვენაგრძნობა .
მკვლელობა რასობრივი, რელიგიური ეროვნული ან ეთნიკური
შეუწყნარებლობის გამო.
როდესაც პიროვნება კლავს ადამიანს, რომელიც მიეკუთვნება ამა თუ იმ
რელიგიას, ან რომელიმე რელიგიის მიმდევარია და ა.შ
ანუ მკვლელს წინასწარ აქვს განსაზღვრული რომ კლავს ისეთ ადამიანს,
რომელიც მიეკუთვნება ამა თუ იმ რასას, ამათუიმ რელიგიის
მატარებელია...
მკველობა გენდერის ნიშნით
ჩვენ ადრე არ გვქონდა ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში და
შემდეგ დაემატა,საკანონმდელბო ცვლილების შედეგად.
გენდერში იგულისხმება არამარტო ბიოლოგიური, სქესობრივი
კუთვნილება არამედ გენდერული იდენტობაც. სოციალური
კუთვნილება.
პრაქტიკაში ძალიან ხშირი იყო გენდერის ნიშნით მკვლელობა და ამიტომ
კანონმდებელმა დამამძიმებელ გარემოებად გამოყო.
მკველობა ჯგუფურად
არსებობს ჯგუფური მკვლელობის სამი სახე:
1. წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი
მკვლელობა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი,
როდესაც ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმდნენ მკვლელობის
ჩასადენად.
2. წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფი
წინასწარ შეუთანხმებელი შეიძლება იყოს მაგ: როდესაც ერთი პირი
კლავს ადამიანს და მეორე ადამიანიც შეუერთდა, ოღონდ წინასწარი
შეთანხმების გარეშე.
3. ორგანიზებული ჯგუფი
ორგანიზებული ჯგუფი არის შედარებით, მყარი ჯგუფი და
ფაქტობრივად ეს არის ჯგუფი რომლის მიზანია ერთი ან რამდენიმე
დანაშაულის ჩადენა.
მკვლელობა ოჯახის წევის მიმართ
ოჯახის წევრი განსაზღვრულია კანონმდებლობით. ეს შეიძლება იყოს
არამარტო მშობელი, და-ძმა, ბებია-ბაბუა, არამედ ის პირი ვინც
მუდმივად ცხოვრობს ოჯახში.
ორი ან მეტი პირის მკვლელობა
როცა თავიდანვე გვაქვს განსაზღვრული, რომ მოვკლათ 2 ან მეტი
ადამიანი. თუ ერთის მოვკლის შემდეგ გაგვიჩნდა სხვა ახალი განზრახვა,
მაშინ ეს იქნება დანაშაულთა ერთობლიობა.
თუ მე მინდა მოვკლა ორი, ან მეტი ადამიანი და მოვკალი ერთი, ხოლო
მეორე გადარჩა. კვალიფიკაცია უნდა მოხდეს ორი ან მეტი პირის
მკვლელობის მცდელობით. დანაშაული არ არის დასრულებული...
მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით
1. ობიექტური კრიტერიუმი
ნიშნავს, რომ მსხვერპლმა უნდა აღიქვას , განსაკუთრებული ტანჯვა
უნდა განიცადოს მსხვერპლმა.
2. სუბიექტური კრიტერიუმი
დამანშავეს უნდა ჰქონდეს გაცნობერებული, რომ განსაკუთრებულის
სისასტიკით კლავს ადამიანს.
მაგ: მე ვიცი, რომ შხამი რომელიც ჩავუყარე პირს ჭიქაში
განსაკუთრებულ ტანჯვას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ის იყო
ჩვეულებრივი შხამი, რომელმაც ტანჯვა არ გამოიწვია. მიუხედავად
იმისა , რომ განცობიერებული მქონდა რომ ტანჯვით მომკვდარიყო, ეს
პირი ჩვეულებრივ გარადიცვალა მალე, ტანჯვა არ განუცდია. ამ
შემთხვევაში სახეზე არ გვექნება განსაკუთრებული სისასტიკით
მკვლელობა, რადგან სუბიექტური კრიტერიუმია მხოლოდ, მაგრამ
ობიექტური არა რადგან არ დატანჯულა.
მაგ.2: არ ვიცი რომ განსაკუთრებულ ტანჯვას იწვევს შხამი, მაგრამ
სინამდვილეში განსაკუთრებული ტაჯვით დაიღუპა ის პირი ვისაც
ჩავუყარე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმია და არა
სუბიექტური.
იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს განსაკუთრებული
სისასტიკით ჩადენილ მკველობად, ორივე კრიტერიუმი (სუბიექტური
და ობიექტური) უნდა იყოს სახეზე.
მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით
ანგარების ორი სახე გვაქვს.
1. მატერიალური გამორჩენა
მაგ: ვკლავ გიორგის რადგან დავეუფლო მის კუთვნილ ქონებას, ეს არის
მატერიალური გამორჩნის მიზანი
2. მატერიალური ვალდებულებისგან განთავისუფლება
მაგ: ვალი აქვს ადამიანს და უნდა, რომ განთავისუფლდეს ამ
მატერიალური ვალდებულებისგან და კლავს იმ ადამიანს ვისი ვალიც
აქვს.
შეკვეთით მკვლელობა ნიშნავს, როდესაც მე შევუკვეთე სხვა პირს,
ადამიანის სიკვდილი. პასუხისმგელობა ეკისრება ორივეს.
მაგ: მე შევუკვეთე გიორგის მკვლელობა და გადავეცი 1000 ლარი. მე
დავისჯები შეკვეთისთვის და გიორგი დაისჯება ანგარებით.
მკვლელობა მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან
ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით.
მკვლელობა იმ მოტივით , რომ მისი ორგანოს გადანერგვა მოხდეს სხვა
ადამიანისთვის.
მკვლელობა არაერთგზის
როცა წინათ მკვლელობისთვისაა პირი ნასამართლევი და კვლავ იგივე
დანაშაულს ჩაიდენს. მაგალითად, როცა პიროვნებამ ჩაიდინა
მკვლელობა, გამოვიდა ციხიდან,მოიხადა სასჯელი და კვლავ
მკვლელობა ჩაიდინა. ოღონდ ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს
გაქარწყლებული, თუ ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს არ
ჩაითვლება არაერთგზის მკვლელობად. ასევე არაერთგზის მკვლელობად
არ ჩაითვლება, თუ პირმა პირველად ჩაიდინა აფექტში მკვლელობა და
მეორედ განზრახ მკვლელობა. არაერთგზის მკვლელობა გულისხმობს
მხოლოდ 108-ე და 109-ე მუხლით ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილს
მკვლელობას.

მკვლელობა მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის, სამსახურეობრივი ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
კანონმდებელი ამ შემთხვევაში ვიწრო ჩამონათვალზე აკეთებს აქცენტს.
(მშობელი, და-ძმა, ბებია და ა.შ)
მაგ: მე ვარ მოსამართლე და გამოვიტანე გამამტყუნებელი განაჩენი.
მოიხადა პირმა ეს სასჯელი და შემდეგ მოკლა ჩემი შვილი. ეს იქნება
მკვლელობა მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით.
მაგ2: მე ვიცი, რომ ვკლავ გიორგის, მის სამსახურეობრივ საქმესთან
დაკავშირებით და შემეშლება და ვკლავ სხვა პირს. ჩვენ ვიცით რომ
შეცდომა პიროვნებაში კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ ახდენს და
იქნება 108-ე მუხლი, ამ შემთხვევაშიც 108-ე მუხლით უნდა მოხდეს
კვალიფიკაცია და ის, რომ მე სამსახურეობრივი საქმიანობის გამო
მოვკალი ადამიანი, ეს უნდა აისახოს სასჯელის დანიშვის დროს და
დამიმძიმდეს სასჯელი. ქმედების კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ
მოახდენს.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

სიცოცხლის მოსპობის სხვა სახეები(სსკ 110-116ე მუხლები)
მკველეობა მსხვერპლის თხოვნით (110-ე მხული)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი
ითვალისწინებს, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მკველობას
მსხვერპლის თხოვნით, ანუ ევთანაზით. როდესაც მსხვერპლის
დაჟინებული თხოვნით ხორციელდება მკვლელობა. ევთანაზია
ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქართულ ენაზე ნიშნავს ,, კარგ
სიკვდილს" . ეს არის შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი
მკვლელობა.
მსხვერპლის თხოვნით ჩადენილი მკვლელობის ნიშნები.
იმისთვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს 110-ე მუხლით, სახეზე
უნდა იყოს შემდეგი პირობები:
1. მსხვერპლის დაჟინებული(არაერთგიზი) თხოვნა
სახეზე უნდა იყოს დაჟინებული თხვონა. ეს იმას ნიშნავს, რომ
არაერთგზის უნდა განხორციელდეს მსხვერპლისგან მკვლელობის
თხოვნა. ეს უნდა იყოს არანაკლებ 3-ჯერ ნათქვამი მომაკვდავის
მხრიდან.
2. მსხვერპლის ნამდვილი ნება
მსხვერპლის ნება უნდა იყოს ნამდვილი, ის უნდა აცნობიერებდეს, საღ
გონებაზე უნდა იყოს და მისგან უნდა მომდინარეობდეს. არ უნდა იყოს
ვინმეს ძალადობით ან იძულებით.
3. მსხვერპლი არის მომაკვდავი
მსხვერპლი უნდა იყოს მომაკვდავი, ეს გულისხმობს იმას, რომ პირი
უნდა იმყოფებოდეს სიკვდილის პირას, ხოლო თუ პირი არ არის
სიკვდილის პირას, მაშინ ეს ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება
ევთანაზიით.
4. დამნაშავის მიზანია მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან
გათავისუფლება.
დამნაშავის მიზანია პირი გაათავისუფლოს ძლიერი ფიზიკური
ტკივილისგან. აქ საუბარია ისეთ ტკივილზე, როდესაც პირი ვეღარ
უძლებს, რა დროსაც პირს ჭირდება ტკვილიგამაყუჩებელი საშუალება, ეს
შეიძლება იყოს მორფი ან სხვა ნარკოტიკი. აქ არ იგულისხმება სულიერი
ტკვილი, ეს ქმედება აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფიზიკურ ტკივილზე.
ზოგადად ევთანაზია სამედიცინო სფეროში არსებული საკითხია, თუმცა
სამართლებრივ შეფასებასაც მოითხოვს. ევთანაზიასთან დაკავშირებით
არსებობს ქვეყნების 3 ჯგუფი, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება
აქვთ:
1 ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი, სადაც ევთანაზია ისჯება
როგორც განზრახ მკვლელობა.
2 ჯგუფი: გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო, რომლებიც
შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობად
აკვალიფიცირებენ.
3 ჯგუფი: პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია და ბელგია, ამ ქვეყნებში საერთოდ
არ არის დასჯადი, ანუ ლეგალიზებულია და არ იწვევს სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობას.
ევთანაზიის სახეები
არსებობს მრავალი სახის ევთანაზია, რომლებიც შეიძლება დავყოთ ორ
ჯგუფად:
1. აქტიური ევთანაზია
2. პასიური ევთანაზია
აქტიური ევთანაზია ნიშნავს, როდესაც კეთდება ისეთი პრეპარატი
რომელიც აჩქარებს ადამიანის სიკვდილს. პასიური კი ნიშნავს, როდესაც
ექიმი წყვეტს პაციენტის მკურნალობას და გამორთავს აპარატიდან.
პასიური ევთანაზია არ ისჯება, ექიმს შეუძლია აღარ გააგრძელოს
მკურნალობა თუკი გამორიცხულია, რომ ადამიანი დაუბრუნდება
პირვანდელ მდგომარეობას. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა
დგება აქტიური ევთანაზიის დროს. ევთანაზიის მოტივი არის
ერთადერთი, დაზარალებულის სიბრალულის გრძნობა. ევთანაზია
ხორციელდება პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული აქვს,
რომ ჩადის მკვლელობას მსხვერპლის თხოვნით და მას სურს ეს შედეგი.
განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი
აღელვების მდგომარეობაში (111-ე მუხლი)
აფექტის დროს პიროვნება ნაწილობრივ ვერ აცნობიერებს, თუ რა
ქმედებას ჩადის , ანუ შეზღუდულ შერაცხადობასთან გვაქვს საქმე.
აფექტში ჩადენილი მკვლელობის ნიშნები
განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში რაც გამოიწვია, დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის
მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე
შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე
მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ. ქმედების აფექტში
მკველოლბად კვალიფიკასისას აუცილებელია სახეზე იყოს 3 ძირითადი
კომპონენტი.
1. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა.
ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, ვერ დავადგენთ იყო თუ არა დამნაშავე
აფეტში. აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ ფსიქიატრიულ
ექსპერტიზა.
2. მსხვერპლის მიერ განხოცრიელებულია მართლსაწინააღმდეგო
ძალადობა, მძიმე შეურაცხყოფა, მძიმე ამორალური ქმედება ან
არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით
განპირობებული ფსიქიკური ტრავმა.
მეორე კომპონენტიდან აუცილებელია ერთ-ერთი მაინც იყოს სახეზე.
აფექტის დროს მსხვერპლის მიერ ხდება დამნაშავის პროვოცირება, აქ
იგულისხმება, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ძალადობა.
3. ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები განხოცრიელებულია დამნაშავის ან
მისი ახლო ნათესავის მიმართ...
1. მაგ: მივიდივარ ქუჩაში, შემაგინა გამვლელმა, ჩავვარდი აფექტში და
მოვკალი.
2. მაგ: მე და ჩემი მეუღლლე მივდივართ ქუჩაში, გამვლელმა შეაგინა,
ჩავვარდი აფექტში და მოვკალი.
შესაძლებელია, რომ აფექტში მაშინვე არ ჩავარდე, წლების შემდეგ
გაიხსენო მომხდარი და შემდეგ ჩავარდე აფექტში და მოკლა პიროვნება.
აფექტის სახეები
არსებობს ორი სახის აფექტი:
1. ფიზიოლოგიური აფექტი
ნიშნავს, რომ ნაწილობრივ აცნობიერებს პირი, ამიტომ პიროვნება ისჯება
მსუბუქად, იმასთან შედარებით ვინც სრულად აცნობიერებს.
2. პათოლოგიური აფექტი
ამ დროს პირი ვერაფერს აცნობიერებს, ანუ სრულად შეურაცხადა. თუ
ექსპერტიზა დაადგენს, რომ იყო პათოლოგიურ აფექტში არ დაისჯება,
საერთოდ გამოერიცხება სისხლისამართლებრივი პასუხსიმგებლობა.
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა(112-ე მუხლი)
სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი ითვალისწინებს დედის
მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას. ადრე მოქმედ კოდექსში ეს
მუხლი არ იყო და ეს ქმედება კკავილიფიცირდებოდა 109-ე მუხლით.
ახალშობილის მკვლელობის ბრალი შემამსუბუქებელია თუ დედა
იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ნაწილობრივ ვერ
აცნობიერებს რას ჩადის. მაგრამ თუ დედამ დაგეგმა ბავშვის წინასწარ
სიკვდილი, მაშინ იქნება 109-ე მუხლი, წინასწარი შეცნობით უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მკვლელობა.
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ნიშნები
ახალშობილის განზრახ მკვლელობა, მშობიარობისას ან მშობიარობის
შემდეგ უმალვე. რაც შეეხება ბებია ქალს, რომელიც ეხმარება დედას
ბავშვის მკვლელობაში, დაკვალიფიცირდება 109-ე მუხლით, წინასწარი
შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობაში
დახმარებისათვის.
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს
გადაცილებით(113-ე მუხლი)
აუცილებელი მოგერიების დროს უნდა იყოს შემდეგი ნიშნები:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა წარმოშობს აუცილებელი მოგერიების
უფლებას. მაგ: თავს დამესხა ადამიანი და მოვკალი, არ აქვს
მნიშვნელობა შერაცხადი იქნება თუ შეურაცხადი, ჩემზე უნდა
განხორციელდეს თავდასხმა.
2. ხელყოფა უნდა იყოს რეალური.
ხელყოფა უნდა იყოს ნამდვილი და არა მოჩვენებითი. მაგ: მეგობარმა
გადაწყვიტა გამეხუმროს თავდასხმით, მე ნამდვილი თავდასხმა მეგონა
და მოვკალი, ეს არისმოჩვენებითი მოგერიება, მე არ ვიცოდი , ამიტომ
ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ბრალის გამომრიცხველი
გარემოება.
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ხელყოფა უნდა დაიწყოს, გრძელდებოდეს და არ
უნდა იყოს დამთვარებული. მაგ: მოვკალი ადამიანი წინასწარ, რომელიც
ჩემს მოკვლას აპირებს, ეს არ არის აუცილებელი მოგერიება, რადგან
ნაადრევია.
4. ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური.
ხელყოფა უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი. მაგ: ბავშვი
გადმოვიდა ჩემს ბაღში და მოიპარა ვაშლი და მოვკალი. უმნიშვნელო
ზიანია.
5. არ უნდა ჰქონდეს ადგილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებს
გადაცილებას.
არ უნდა მოხდეს გადაცილება, ანუ მომგერიებლის მიერ თავდაცვის
აშკარა შეუსაბამობას მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან. მაგ:
მოდის ადამიანი,ჩამარტყა თავში, ამოვიღე იარაღი და მოვკალი.
რათქმაუნდა დარღვეულია თავდაცვასა და თავდასხმასთან პროპორცია.
აუცილებელია დადგინდეს ბევრი გარემოება. მაგ: თუ 3 ადამიანი მესხმის
თავს და მე ერთი ვარ, შემიძლია ამოვიღო იარაღი , ვესროლო და ძალა
გავუთანაბრო. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
მკვლელობა ხორციელდება არაპირდაპირი განზრახვა.
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით (114-ე მუხლი)
დამნაშავის შეპყრობა გამორიცხავს მართლწინააღმდეგობას და მიზანია
დამნაშავის პოლიციაში წარდგენა.
სიტყვა დამნაშავე არასწორი ტერმინია, კანონში უნდა ეწეროს
სავარაუდო დამნაშავე, რადგან არ ვიცით დამნაშავეა თუ არა. სიტყვა
დამნაშავე არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას ანუ სანამ სასამართლო
არ დაადგენს მის დამნაშავეობას იქამდე ვერ ვუწოდებთ დამნაშავეს.
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით ნიშნავს, შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან აშკარა შეუსაბამობას. მაგ:
ტერორისტული აქტის ჩამდენი პირი გარბის, ვესროლე და მოვკალი, აქ
არ იქნება გადაცილება. გადაცილება იქნება მაშინ თუ არ გარბის და
ვესვრი.
თვითმკვლელობამდე მიყვანა (115-ე მუხლი)
იმიასათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს თვითმკვლელობამდე ან
თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანით სახეზე უნდა იყოს შემდეგი
ნიშნები:
1. მუქარით
2. სასტიკი მოპყრობით
3. პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით
თუ ამ ნიშნებიდან არც ერთი არ გვაქვს სახეზე, მაშინ ეს ქმედება ვერ
დაკვალიფიცირდება 115-ე მუხლით...

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლი)
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 2 სახე არსებობს:
1. თვითიმედოვნება
2. დაუდევრობით
1. თვითიმედოვნებით არის ჩადენილი ქმედება თუ პირს
გაცნობიერებული ქონდა, წინდახედულობის ნორმით, აკრძალული
ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შდეგის დადგომის
შესაძლებლობას მაგრამ უსაფუძლოდ იმედოვნებდა რომ შედეგს
თავიდან აიცილებდა. თვითიმედოვნების დროს პირი
დარწმუნებულია რო შედეგი არ დადგება.
2. დაუდევრობა
დაუდევრობის დროს პირს არ აქვს გაცნობიერებული, წინდახედულობის
ნორმით გათვალისწინებული აკრძალული ქმედება. არ ითვალისწინებს
მაგრამ უნდა გაეთვალისწინებინა.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
(სსკ- 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლები)
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი
დახასიათება.
ადრე მოქმედი კოდექსით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულს ეწოდებოდა სხეულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
დღევანდელი რედაქცია უფრო სწორი და მართებულია. ჯანმრთელობის
დაზიანება, ეს უფრო ფართო ცნებაა, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანების შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს, ფსიქიკური
ჯანმრთელობა, რაც სხეულს არ აყანებს ზიანს.
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დაზიანება და დაავადება.
დაავადება - ეს არის შინაგანად,ბუნებრივად მიმდინარე პროცესი,
როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სახის დაავადება.
დაზიანება - ეს გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედების შედეგად. (ფეხში
ჩავარტყი დანა, ვესროლე იარაღი და ა. შ)
არსებობს 3 სახის ჯანმრთელობის დაზიანება:
1. მძიმე
2. ნაკლებად მძიმე
3. მსუბუქი
თუ რა დაზიანება მიიღო ადამიანმა, ადგენს არა მოსამართლე არამედ
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზიანებას, ისეთ დროს, როდესაც
მომეტებული რისკის მატარებელია რომელიმე სპორტის სახეობა. თუ კი
ადამიანს ამ დროს დაუზიანდება ჯანმრთელობა, დამნაშავე არ დაისჯება
სისხლის სამართლის წესით ( ამ დროს სპორტსმენი შეიძლება დაისაჯოს
ადმინისტრაციული წესით). მაგრამ, თუ ერთი მოთამაშე, მეორეს
განზრახ დაუზიანებს ჯანმრთელობას, აქ რათქმაუნდა დადგება სისხლის
სასამართლის პასუხისმგებლობა. საკუთარი თავის ჯანმრთელობის
დაზიანება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. რაც
შეეხება იმ ქმედებას, როცა პირი თავს იზიანებს იმის გამო, რომ თავიდან
აირიდოს სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულება, ამ დროს ის
დასიჯება სპეციალური მუხლით. (სამხედრო სამსახურისთვის თავის
არიდება)
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სახეები
1. სიცოცხლისათვის სახიფათო.
სიცოცხლისათვის სახიფათოა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელმაც
შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.
მაგ: დაზიანებულია ისეთი ორგანო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
ადამიანის გარდაცვალება.
2. სიცოცხლისათვის არა სახიფათო
მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოს, ან მისი ფუნქციის
დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის
წარუშლელი დამახინჯება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზიანებები არ არის სიცოცხლისათვის
სახიფათო, არის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ასევე შეიძლება პირმა
არ დაკარგოს ორგანო, მაგრამ ფუნქცია ჰქონდეს დაკარგული. ფსიქიკური
ავადმყოფობა შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ფიზიკურმა ძალადობამ
(ცემამ) , რის შედეგადაც პირს შეასძლოა დაემართოს შიზოფრენია, ასევე
შეიძლება გამოიწვიოს დაშინებამაც.
იმისათვის, რომ ქმედება შეფასდეს სახის წარუშლელ დამახინჯებად,
სახეზე უნდა იყოს 3 ძირითადი კომპონენტი:
1. დაზიანება უნდა იყოს სახეზე.
აუცილებელია, რომ დაზიანება იყოს სახის მიდამოში.
2. დაზიანება უნდა იყოს წარუშლელი.
ნიშნავს მას, რომ მკურნალობის/ოპერაციის შედეგადაც კი, სახე ვერ
დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას.
3. უნდა ამახინჯებდეს სახეს.
ნიშნავს, რომ ეს ყოველივე უნდა იწვევდეს ზიზღს, სიბრალულს. სახის
წარუშლელ დამახინჯებას ადგენს ექსპერტიზა და სასამართლო.
3. ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება.
ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და
დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან, ან წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
აქ არის ორი კრიტერიუმი:
1. უნდა იყოს სახიფათო.
2. ერთი მესამედით უნდა იყოს ჯანმრთელობა დაკარგული.
პროფესიული საქმიანობის სრული დაკარგვა - მაგ: მევიოლინე,
რომელიც მუშაობს თავისი პროფესიით , მოაჭრეს თითი, ის ვეღარ
განაგრძობს მუშაობას თავისი პროფესიით. თითის დაკარგვა არ არის
სახიფათო და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად
ვერ ჩაითვლება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა.
მაგ: ადამიანს, ჩავარტყი დანა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მოკვლის
განზრახვა არ მქონდა, ჩემი მიზანი იყო დამეზიანებინა მისი
ჟანმრთელობა. ჯანმრთელობის დაზიანება და მკვლელობის მცდელობა
განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული.
დაზიანებულია სასიცოცხლო ორგანო თუ არასასიცოცხლო ორგანო.
თუ დანა გულშია ჩარტყმული, სავარაოდოდ მკვლელობის
მცდელობასთან გვაქვს საქმე, ხოლო თუ ფეხში ჯანმრთელობის
დაზიანებასთან, მაგრამ ყოველთვის ეს პრინციპი არ მოქმედებს.
შესაძლებელია ადამიანს დანა გულში ჰქონდეს ჩარტყმული, მაგრამ
დამნაშავეს არ ჰქონდეს მკვლელობის განზრახვა. იმ შემთხვევაში, თუ
მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები ამბობენ, რომ ეს ყოველივე მოხდა
შემთხვევით, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება.
სიკვდილის მიმართ გაუფრთხილებლობა
ამ დროს გვაქვს დროის მომენტი. მაგ: მე ჩავარტყი ადამიანს ფეხში დანა
და ის ერთი კვირის მერე გარდაიცვალა. ამ დროს სიკვდილის მიმართ
განზრახვა არ მქონია, განზრახვა მქონდა იმის, რომ მისი ჯანმრთელობა
დამეზიანებინა. როდესაც ადამიანი დავჭერი და იგი შედეგად
გარდაიცვალა, 2 ან მეტი კვირის შემდეგ სახეზე მაქვს ორმაგი ბრალი:
1. განზრახვა - ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ
2. გაუფრთხილებლობა - სიკვდილის მიმართ
მაგრამ თუ ადამიანი მაშინვე გარდაიცვალა დაჭრის შედეგად, ქმედება
დაკვალიფიცირდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობით.
იმიტომ, რომ შედეგი მაშინვე დადგა.
ყოველთვის დროში წყვეტა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქმედება
დაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, რასაც მოჰყვა
სიცოცხლის მოსპობა. აუცილებელია დადგინდეს რა დამოკიდებულება
ჰქონდა პირს სიკვდილის მიმართ.
მაგ: ადამიანი დავჭერი ფეხში და დავტოვე ტყეში, სადაც არავინაა. 2
დღის შემდეგ გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ დროში წყვეტაა,
მაინც იქნება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა, იმიტომ რომ
დავტოვე ტყეში და არაპირდაპირი განზრახვა მამოძრავებს შედეგის
მიმართ (გულგრილი ვარ). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაჭრილს
დავტოვებ დღისით, ისეთ ადგილას სადაც ხალხი მოძრაობს და
გარდაიცვლება მესამე დღეს, იქნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არაერთგზის
ნიშნავს, რომ პირი იმავე მუხლით უნდა იყოს ნასამართლევი.
არაერთგზისი დანაშაული გვექნება როდესაც:
1. წინათ ჩადენილია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და კვლავ იგივეს
ჩადის.
2. წინათ ჩადენილი იყო 108 მუხლი და ახლა ჩადის ჯანმრთელობის
დაზიანებას.
3. წინათ ჩადენილი იყო 109-ე მუხლი და ახლა ჩადის ჯანმრთელობის
დაზიანებას.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება(118-ე მუხლი)
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც
სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის
117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია
ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის
მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. ერთ მესამედზე
ნაკლებად დაკარგვა ნიშნავს, როდესაც მკურნალობის პროცესი
მიმდინარეობის 21 დღიდან 120 დღემდე.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (120-ე მუხლი)
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე
მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვენლო ან არამყარი
დაკარგვა გამოიწვია. მსუბუქი დაზიანების დროს მკურნალობა
მიმდინარეობს 6-იდან 21 დღემდე.
1. მძიმე დაზიანების დროს - 120 დღეზე მეტი. 33%-ზე მეტი.
2. ნაკლებად მძიმე დაზიანება - 21იდან-120 დღემდე. 10-33%.
3. მსუბუქი დაზიანება- 6იდან-21 დღემდე. 5-10%.
4. ცემა - 6 დღეზე ნაკლები. 5%-ზე ნაკლები.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

ჯანმრთელობის დაზიანების სხვა სახეები (სსკ 121-126
მუხლები)

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, უეცარი
ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (121-ე მუხლი)
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ან ნაკელბად მძიმე დაზიანება, უეცარი,
ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია
დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, დაზარალებულის
მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე
ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი
მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა
ფსიქიკურმა ტრავმამ.
ისევე როგორც, 111-ე მუხლის დროს, ამ შემთხვევაშიც, სახეზე უნდა
იყოს 3 ნიშანი.
1. ექსპერტიზის დასკვნა
2. სახეზე უნდა იყო მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, მძიმე
შეურაცხყოფა და ა.შ
3. მიმართული უნდა იყოს დამნაშავის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
განსხვავება:
1. 111-ე და 121-ე მუხლს შორის განსხვავება არის, პირის განზრახვა
2. შედეგი.
3. აფექტში მკვლელობის დროს გვიწერია ,, მსხვერპლი ", რადგან პირი
მკვლელობის დროს გარდაიცვალა, ხოლო ამ მუხლში გვიწერია
,,დაზარალებული" რადგან დაზარალებულია პირი, ვინც მიიღო მძიმე ან
ნაკლებად მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება, მაგრამ გადარჩა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არ ისჯება, რადგან:
1. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არ წარმოადგენს
სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას.
2. აფექტის დროს პირი იმყოფება შეზღუდულ შერაცხად
მდგომარეობაში.
3. აღნიშნული ქმედება გამოწვეულია დაზარალებულის
მაპროვოცირებელი ქმედებით.
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აფექტში, ბრალის
ფორმა არის პირდაპირი განზრახვა.
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი
მოგერიების ფარგლებს გადაცილებით (122-ე მუხლი)
მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე
განხორციელებულ თავდასხმაზე.
113-ე და 122-ე მუხლის შორის განსხვავება არის შედეგში. 113-ე მუხლის
მიხედვით, პირი იღუპება. 122-ე მუხლის მიხედვით კი პირს უზიანდება
ჯანმრთელობა.
113-ე და 122-ე მუხლებში, პირს აქვს არაპირდაპირი განზრახვა,
გულგრილია შედეგის მიმართ.
თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილების დროს, შედეგი
არ დადგა, პირი არ ისჯება.
მაგ: მოვიდა ადამიანი, თავში წამომარტყა ხელი , მე მას ვესროლე, თუმცა
ტყვია ასცდა. ამდროს არ დავისჯები, რადგან არაპირდაპირი
განზრახვით მცდელობა არ არსებობს.
ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის
შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით. ( 123-ე მუხლი )
ამ ზომის აშკარა შეუსაბამობა შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან. რაც უფრო
მძიმე დანაშაულია ჩადენილი, მით უფრო მძიმე საშუალება შეიძლება
იქნას გამოყენებული დამნაშავის შესაპყრობად და რაც უფრო ნაკლებად
მძიმე დანაშაულია ჩადენილი, მით უფრო ნაკლები ზომა უნდა იქნას
გამოყენებული დამნაშავის შესაპყრობად.
124-ე და 114-ე მუხლს შორის, განსხვავება არის ის , რომ 114-ე მუხლის
დროს პირი იღუპება, ხოლო 124-ე მუხლის დროს ჯანმრთელობას
ვუზიანებ. ორივე შემთხვევაში პირი მოქმედებს არაპირდაპირი
განზრახვით.
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება
გაუფრთხილებლობით (124-ე მუხლი)
1. თვითიმედოვნება - პირი დარწმუნებულია, რომ შედეგი არ დადგება
2. დაუდევრობა - არ არის დარწმუნებული, არ ითვალისწინებს, არ აქვს
გაცნობიერებული, თუმცა ვალდებულია გაითვალისწინოს.
116-ე და 124-ე მუხლებს შორის განსხვავება არის შედეგში.
ძალადობა (126-ე მუხლი)
ადრე მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში, ჩვენ გვქონდა ცემა
(125-ე მუხლი) და ძალადობა (126-ე მუხლი). დღეს მოქმედ სისხლის
სამართლის კოდექსში გაერთიანდა ეს ორი მუხლი და გვაქვს მხოლოდ
126-ე მუხლი (ძალადობა).
ცემა ან სხვაგვარი ძალდობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური
ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ გამოუწვევია ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი.
1. ცემა - ნიშნავს ერთდროულად რამდენიმე დარტყმას.
2. სხვაგვარი ძალადობა - შეიძლება იყოს ერთჯერადი ( ძლიერი მუშტის
დარტყმა, თმით თრევა )
სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის
ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ
კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ცემისა და ძალადობის გამიჯვნა
1. ცემა - ერთჯერადი.
ძალადობა - სისტემატიური.
2. ცემა - იწვევს ფიზიკურ ტკივილს.
ძალდობა - იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
3. ცემა -არ უნდა მოჰყვეს,ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
ძალადობა - შესაძლოა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
ოჯახში ძალადობა
ადრე მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვქონდა ოჯახში
ძალადობის მუხლი. რაც მოიმატა ოჯახში ძალადობის ფაქტებმა
სისხლის სამაართლის კოდექსში შემოდის ახალი 126 პრიმა მუხლი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
1. ძალადობა
2. სისტემატიური შეურაცხყოფა
3. შანტაჟი
4. დამცირება
5. შედეგი - ფიზკური ტკვილი ან ტანჯვა, არ უნდა მოჰყვეს
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

საფრთხის შემქმნელი დელიქტები (127-130ე მუხლები)
საფრთხის შემქმნელი დანაშაულებია: სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში ჩაყენება, განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლობა.
კანონმდებელი იცავს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის შექმნის
მომენტიდან. საფრთხის შემქმნელი დელიქტები იყოფა ორ ჯგუფად:
1. კონკრეტული საფრთხის შემქმნელი დელიქტი.
იგულისხმება განსაცდელში მიტოვება, იმიტომ რომ საფრთხე არის
იმწუთიერი. მაგ: როდესაც მაშველი უყურებს პირს, რომელიც წყალში
იხრჩობა და არ ეხმარება.
2. აბსტრაქტული საფრთხის შემქმნელი დელიქტი.
გულისხმობს უკანონო ფორმირების შექმნას, იმიტომ რომ უკანონო
ფორმირების შექმნა არ ქმნის იმწუთიერ საფრთხეს, არამედ სამომავლოს.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (127-ე მუხლი)
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც
შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. მაგალითად:
მოხუცები, ავადმყოფი ადამიანი, მცირე წლოვანი ბავშვი.
მაგ: დედამ, თოთო ბავშვი დატოვა ქუჩაში ეტლით ან წაიყვანა ტყეში და
მიატოვა.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების დროს, გვაქვს:
1. საფრთხეში ჩაგდების მიმართ - პირდაპირი განზრახვა
2. სიკვდილის მიმართ - არაპირდაპირი განზრახვა, ან თვითიმედვნება
მაგალითები:
1. როდესაც პირს სიკვდილის მიმართ გააჩნია პირდაპირი განზრახვა.
დედამ ახალშობილი, 2 თვის ბავშვი ღამის პირველ საათზე წაიყვანა
ტყეში ნაგავსაყრელზე, სადაც არავინ იყო. დედამ დატოვა ჩვილი და
წამოვიდა, ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს. აქ არის პირდაპირი
განზრახვა სიკვდილის მიმართ, ამიტომ ვერ დაკვალიფიცირდება 127-ე
მუხლით, მაგრამ თუ ვინმემ გაიარა ამ დროს და ბავშვი გადაარჩინა, ეს
ქმედება დაკვალიფიცირდება 19-109ე მხულით, არასრულწლოვანის
მკვლელობის მცდელობა, თუ ბავშვი გარდაიცვალა დედა დასიჯება
არასრულწლოვანის მკვლელობისთვის.
2. არაპირდაპირი განზრახვა და თვითიმედოვნება. დედამ ღამის
პირველ საათზე, სადარბაზოს წინ დატოვა ახალშობილი ბავშვი,
მოშორების მიზნით. დედას არ სურს ბავშვის სიკვდილი, გულგრილია,
ის ამბობს შეიძლება მოკვდეს ბავშვი, შეიძლება ვინმემ გადაარჩინოს.
დედა ამ შემთხვევაში მოქმედებს არაპირდაპირი განზრახვით, თუ ბავშვი
გადარჩება დედა დაისჯება 127-ე მუხლით. ხოლო თუ ბავშვი
გარდაიცვლება დედა დაისჯება არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი
მკვლელობისთვის.
3. დედამ დღის პირველ საათზე, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს ბავშვი
დატოვა და წავიდა. ამ შემთხვევაში დედა მოქმედებს
თვითიმედოვნებით, რათა დარწმუნებულია, რომ ვიღაც ნახავს და
გადაარჩენს. დედა დაისჯება 127ე მუხლით, მაგრამ თუ ბავშვი
დაიღუპება დედა დაისჯება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობისთვის, ქმედება დაკვალიფიცირდება 116-ე მუხლით.
განსაცდელში მიტოვება (128-ე მუხლი)
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიიეღო
ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა
და შეეძლო მისი დახმარება.
განსაცდელში მიტოვების დროს უნდა იყო 5 ნიშანი:
1. დაზარალებულის დახუმარებლად მიტოვება
როცა ადამიანს ესაჭიროება დახმარება: დახრჩობის, ხანძრის, ავარიის
დროს და არ ვეხმარები.
2. დაზარალებული იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.
ამ დროს პირს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება უნდა ჰქონდეს, მსუბუქი
და ნაკლებად მძიმე დაზიანება დროს, განსაცდელში მიტოვება არ იქნება.
3. დაზარალებულს არ შეუძლია თავი დაიცვას
დაზარალებული დამოუკიდებლად თავს ვერ დაიცავს. მაგ: ცურვა არ
იცის და იხრჩობა.
4. მიმტოვებელს შეუძლია დაზარალებულის დახმარება
მაგ: თუ დავეჯახე მეორე ავტომობილს, მეც დაზიანებული ვარ და
დახმარება მჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მივატოვე, არ იქნება
განსაცდელში მიტოვება, რადგან არ შემეძლო დამხარება.
5. მიმტოვებელს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა.
მას გააჩნია სამართლებრივი მოვალეობა. მაგ: მშობლები ვალდებულნი
არიან მიხედონ არასრულწლოვან შვილებს, შვილები კი ვალდებულნი
არიან იზრუნონ შრომისუუნარო მშობლებზე.
განსაცდელში მიტოვება და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში
ჩაყენების გამიჯვნა
1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება ხორციელდება
მოქმედებით. მაგ: როდესაც დედამ ახალშობილი დატოვა ქუჩაში. ამ
შემთხვევაში სახეზე გვაქვს მოქმედებით ჩადენილი დანაშაული.
განსაცდელში მიტოვება წარმოადგენს უმოქმედობით ჩადენილ
დანაშაულს.
2. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების დროს, შენ აგდებ
საფრთხეში, განსაცდელში მიტოვების დროს, შეიძლება თვითონ იყოს
საფრთხეში.
მაგალითები:
1. მძღოლი, რომელიც ღამის პირველ საათზე მოდის გადაჭარბებული
სიჩქარით, დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს. ნახა რომ სისხლი მოსდის და
არ დაეხამრა და ეს ადამიანი გარდაიცვალა. სახეზე იყო სამართლებრივი
დარღვევა. მძღოლი დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რის შედეგადაც
მიიღო სამართლებრივი ვალდებულება დაეხმაროს, ეს არის
უმოქმედობით ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა.
უმოქმედობის დროს სახეზე უნდა იყოს 3 წინაპირობა:
1. სამართლებრივი გარანტი
2. უნდა ჰქონდეს მოქმედების შესაძლებლობა
3. უნდა შეეძლოს შედეგის თავიდან აცილება
ამ მაგალითში, ექსპერტიზამ დაადინა, რომ დროული დახმარების
აღმოჩენის შედეგად დაზარალებული გადარჩებოდა. ეს ქმედება
დაკვალიფიცირდება არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ
მკვლელობად. მძღოლს ამ დროს ჰქონდა:
1. პირდაპირი განზრახვა - განსაცდელში მიტოვების მიმართ
2. არაპირდაპირი განზრახვა ან თვითიმედოვნება - სიკვდილის მიმართ

2. რუსთაველზე, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს, მძღოლი დაეჯახა
ქვეითად მოსიარულეს, მიატოვა და წავიდა. რა თქმა უნდა იგი
თვითიმედოვნებდა, რომ სხვა დაეხმარებოდა დაზარალებულს და
გადაარჩენდა.
მძღოლი როცა არღვევს მოძრაობის წესებს, ღამის პირველ საათზე,
დაეჯახება ქვეითად მოსიარულეს,ნახავს რომ ესაჭიროება გადაუდებელი
დახმარება, არ დაეხმარა და პირი გარდაიცვალა. ამ დროს აუცილებელია
ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, რომ დროული დახმარების შედეგად
გადარჩებოდა თუ ვერა. თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ მძღოლის მიერ
დახმარების გაწევის შემთხვევაში გადარჩებოდა, სახეზე გვაქვს
მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, იმიტომ რომ გვაქვს
უმოქმედობის სამივე პირობა, მაგრამ თუ ექსპერტიზა ამბობს, რომ
დახმარების შედეგადაც კი გარდაიცვლებოდა, მაშინ რა თქმაუნდა
უმოქმედობაა და სახეზე იქნება განსაცდელში მიტოვება.

დაუხმარებლობა (129-ე მხული)
სიცოხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და
აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს
შეეძლო მისი დახმარება თავისთვის, ან სხვისთვის სერიოზული
საფრთხის შემქნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ
სათანადო დაწესეულებისთვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს 129-ე მუხლით,
აუცილებელია, რომ საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდეს პირი, ასევე
მნიშვნელოვანია რომ დაუხმარებლად ტოვებ ადამიანს, შეგიძლია მისი
დახმარება და ვალდებული ხარ შეატყობინო შესამაბის ორგანოს.
დაუხმარებლობის დროს არსებობს მოქალაქეობრივი ვალდებულება. მაგ:
დავეჯახე პირს და არ დავეხმარე. მე ვალდებული ვარ დავეხმარო,
იმიტომ რომ ჩემმა ქმედებამ გამოიწვია, მაგრამ გამვლელმა, რომელმაც
ჩაიარა და არ დაეხმარა ის დაისჯება დაუხმარებლობისთვის, რადგან მას
აქვს მოქალაქეობრივი ვალდებულება.
განსაცდელში მიტოვებისა და დაუხმარებლობის გამიჯვნა
1. განსაცდელში მიტოვების დროს მიმტევებელს გააჩნია სამართლებრივი
გარანტის ფუნქცია, ხოლო დაუხმარებლობის დროს ასეთი
ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოქალაქეობრივი
ვალდებულება. მაგ: მეხანძრე, რომელიც არ ეხმარება ცეცხლმოკიდებულ
სახლში მყოფ ადამიანს, ის დაისჯება განსაცდელში მიტოვებისთვის,
იმიტომ რომ სამართლებრივი ვალდებულება აქვს, ხოლო თუ რიგითი
მოქალაქე არ შეატყობინებს შესაბამის ორგანოს დაისჯება
დაუხმარებლობისთვის.
2. დაუხმარებლობის დროს პირს შესაძლოა გააჩნდეს დაზარალებულის
სიკვდილის მიმართ პირდაპირი განზრახვა, ხოლო განსაცდელში
მიტოვებისას სიკვდილის მიმართ, პირდაპირი განზრახვა
გამორიცხულია.
3. განსაცდელში მიტოვების დროს, დაზარალებულის გარდაცვალების
შემთხვევაში კვალიფიკაცია ხდება, დამდგარი შედეგის მიხედვით,
ხოლო დაუხმარებლობის დროს კვალიფიკაცია არ იცვლება. მაგ: მაშველი
უყურებს, რომ წყალში იხრჩობა ბავშვი, გულგრილია შედეგის მიმართ
და ბავშვი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში მაშველი დაისჯება
მკვლელობისთვის, იმიტომ რომ შედეგის დადგომის დროს ხდება.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება (130-ე მუხლი)
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის
მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა.
ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ნიშნები
1. ავადმყოფი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
გულისხმობს, რომ შესაძლებელია მისი გარდაცვალება, სიცოცხლისთვის
სახიფათო მდგომარეობაში. თუ კი პირს აქვს მსუბუქი, ან ნაკლებად
მძიმე დაზიანება, ეს პიროვნება არ იქნება საშიშ მდგომარეობაში.
იმისათვის, რომ პირი იყოს საშიშ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს მძიმე
დაზიანება.
2. დანაშაულის ამსრულებელი არის მედიცინის მუშაკი.
მედიცინის მუშაკი წარმოადგენს ფართო ცნებას. მედიცინის მუშაკში არ
მოიაზრება მხოლოდ ექიმი, ასევე შეიძლება იყოს ექთანი, ბებია ქალი.
3. მედიცინის მუშაკი არ უწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაში იგულისხმება, ისეთი
შემთხვევა როდესაც შესაძლებელია დახმარების გაუწევლობამ
გამოიწვიოს მისი გარდაცვალება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის
სერიოზული გაუარესება.
4. დაუხმარებლობა ხორციელდება არასაპატიო მიზეზით.
არასაპატიო მიზეზში იგულისხმება, მაგ: ექიმი გამოიძახეს
ერთდროულად 2 პაციენტთან, მივიდა ერთთან, მეორე კი გარდაიცვალა.
რათქმაუნდა აქ არის საპატიო მიზეზი. სახეზე იყო მოვალეობადა
კოლიზია, რომელიც გამორიცხავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
არასაპატიო მიზეზია, თუ კი ექიმს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს და
არ ეხმარება.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

ირაკლი და გიორგის მოუვიდათ ურთიერთ შელაპარაკება რესტორანში. რესტორნიდან ორივე გამოვიდნენ ჩხუბი დაიწყეს და ირაკლიმ დანით ჭრილობამიაყენა ბარძაყში და გულის არეში გიორგის.შემდეგ შეეცოდა წაიყვანა სავაადმყოფოში გაუკეთდა ოპერაცია და მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.დააკვალიფიცირეთ ირაკლის ქმედება.
კაზუსიდან გამომდინარე შესაძლოა ირაკლის ქმედებს დაკვალიფიცირდეს 19-108 განზრახ მკვლელობის მცდელობით.რადგანაც მან განზრახ მიაყენა გულის არეში ჭრილობა გიორგის,ივარაუდება რომ მას ჰქონდა მკველელობის განზრახვა რადგანაც გული სასიცოცხლო ორგანოა.
თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ,ირაკლიმ იმწუთშივე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში დახმარების მიზნით.მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება რომ ირაკლის გაუჩნდა სიბრალულის გრძობა,შეეძლო კიდევ ერთხელ დაერტყა დანა ან მანდვე დაეტოვებინა თუმცა მან ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულზე.მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით ირაკლი დაისჯება მხოლო 117 მუხლით-ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით.

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

14:23
კაზუსი N1
პაპავა რომელიც მოძრაობდა სიჩქარის გადაჭარბებით დაეჯახა ქვეითს, თებერვლის სუსხიან ღამეს გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, პაპავა გადმოვიდა ავტომანქანიდან დაათვალიერა დაზარალებული და მიხვდა რომ მას დროულად დახმარებას თუ გაუწევდა გადარჩებოდა ის, მაგრამ მან ეს არ გააკეთა იმოქმედა შეგნებულად და დატოვა დაზარალებული შემთხვევის ადგილზე, დახმარების დროულად არ აღმოჩენის გამო ქვეითი ადგილზე გადრაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა რომ მას თუ დროულად აღმოუჩენდნენ დახმარებას ის გადარჩებოდა. დააკვალიფიცირეთ პაპავს ქმედება
მოცემული კაზუსიდან გამომდინარე შესაძლოა პაპავამ ჩაიდინა სსკ 108 ე მუხლი განზრახ მკვლელობა.
განზრახ მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით პაპავას ქმედება შეესაბამება უმოქმედობით ჩადენილ მკვლელობას, კერძოდ რომ გვქონდეს მკვლელობა უმოქმედობით აუციელებელია გვქონდეს 3 მახასიათებელი ნიშანი სახეზე
1)სამარ ლდებულება:
კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ აქვთ ურთიერთ დახმარების ვალდებულება მაგალითად მძღოლი ვალდებულია იზრუნოს დაზარალებულზე რომელსაც დაეჯახა.ამ შემთხვევაში კი პაპავა ვალდებული იყო დახმარებოდა დაშავებულს პირველი პირობა სახეზეა
2)მოქმ
ღებლობა
პირს უნდა ჰქონდეს მოქმედების შესაძლებლობა. კაზუსიდან გამომდინარე პაპავას ჰქონდა მოქმედების შესაძლებლობა და არც ამის დამაბრკოლებელი ნიშნებია მოცემული პაპავას შეეძლო დაშავებულის დახმარება თუნდაც ავტომობილითბსავაადმყოფოში გადაყვანით.მეორე პირობა სახეზეა
ქსპერტიზის დასკვნა)
ექსპერტიზის დასკვნით თუ დაშავებულს დროულად აღმოუჩენდენ დახმარებას ის გადარჩებოდა ანუ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.მესამე პირობაც სახეზეა.
რადგანაც 3 ვე პირი განზრა სახეზე გვაქვს უმოქმედობით ჩადენილი გზაო შემთხვევის ფაქტიც,
ამ შემთხვევაში პაპა ჩღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გამოიკვეთა ორი დანაშაული. გასამიჯნია დაჯახების ფაქტიც და მიტოვების ფაქტიც. დასკვნა პაპავას ქმედება კვალიფიცირდება:
1)276-ე მუხლი საგზაო წესების დარღვევა რა დაზიანება.ჩადენილია მოქმედებით მძიმე
2)108-განზრახ მკვლელ
ადენილი

Аватар пользователя 202020
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2024/05/02 16:39:09
Контакты - Все комментарии

0:33
Edit
SALE
25
დირექტორმა გაათავისუფლა თანამშრომელი უკანონოდ შურისძიების მიზნით,თანამშრომელი მივიდა დირექტორის სახლში და მოუკლა ცოლი ბავშვების თვალწინ.
კაზუსიდან გამომდინარე შესაძლოა ჩადენილია მკვლელობა შურისძიების მოტივით დამამძიმებელ გარემობაში 109-ე მუხლი
109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მძიმდემა გარემოება თუ მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის მკვლელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. კაზუსშიც მოცემულია იგივე პირობა ჩადენილია მკვლელობა დირექტორის მეუღლის მიმართ,შურისძიების მოტივით დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე.
თუმცა გასათვალისწინებელია შემდგომი გარემოება,კანონმდებელი გვიმარტავს რომ ამ დამამძიმებელი გარემოების შემოღების მიზანი არის რომ დაიცვას იმ პირთა სიცოცხლე რომლებიც "კანონიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.ამ შემთხვევაში შურისძიების მოტივი დამამძიმებელ გარემოებად ფასდება .
კაზუსში კი გვხვდება დირექტორის მოვალეობის "უკანონოდ განხორიცელება,ამის საფუძველზე ჩადენილი შურისძიებით მკვლელობა კი ვერ დაკვალიფიცირდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობად.
კაზუსის ბოლო ნაწილში გვხვდება მკვლელობის შემსწრე ბავშვი,რაც განსაკუთრებულ სისასტიკეში ჩადენილ მკვლელობას ნიშნავს რაც იგივე დამამძიმებელ გარემოებად ითვლება 109-ე მუხლი.თუმცა სახეზე რომ გვქონდეს განსაკუთრებული სისასტიკე ბავშვი უნდა იყოს იმ ასაკის რომ მოცემულ ვითარებაში შეეძლოს მკვლელობის ფაქტის აღქმა,რაც ფსიქოლოგების მიერ უნდა იყოს დადგენილი და დადასტურებული.რადგანაც კაზუსში არარის მოცემული ფსიქოლოგების დასკვნა განსაკუთრებული სისასტიკით ვერ დავაკვალიფიცირებთ.
დასკვნა: კვალიფიკაცია მოხდება მხოლოდ 108 მუხლით-შურისძიების მოტივით
Word Count: 1507
DO
DO
Tools

Mobile View
Share
Edit on PC
WPS AI