Комментарии

Аватар пользователя kobiko12
kobiko12 (inga kvirikashvili)
სხვა
Registration Date: 2024/02/12
Last visit: 2024/05/02 13:32:19
Контакты - Все комментарии

ბავშვი უნდა იყოს დაცული,რათა დაცული იყოს მისი ღირსება.ბავშვის ღირსება ილახება მაშინ თუ მისი განვითარება არ ხდებამენტალურად, ფიზიკურად ფსიქოლოგიურად.
დისციპლინური სასჯელი არ უნდა ითვალისწინებდეს ღირსების შელახვას ბავშვის,მაგალითად ერთ-ერთ სკოლაში დისციპლინური გადაცდომისთვის ალაგებინებდნენ.
გაეროს უფლებების კომიტეტი იცავს ბავშვის ღირსების უფლებებს.პირადი ცხოვრების უფლება, თავისუფლების უვადო აღკვეთა,წამება და ცემა არის ღირსების შელახვა.გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი და სტრასბურგი აღიარებს ბავშვებს მოწყვლად ჯგუფად.ბავშვის ცემა ციხეში კვალიფიცირდება წამებად,არაადამიანურ მოპყრობად.მსხვერპლში იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს.ბავშვების მიმართ თავისუფლების აღკვეთა არის უკიდურესი სასჯელი.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ღირსება არის ორი ფუნდამენტალური პრინციპი.გაეროს ბავშვთა კომიტეტი იკვლევს ბავშვის უფლებებს ,ის ამბობს რომ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ბავშვის ღირსების შელახვა.გონივრული მისადაგების ტესტზე უნდა იყოს დაყრდნობილი მისი დასჯის მეთოდი.
რა არის ძირითადად ის სივრცეები სადაც ხდება ღირსების შელახვის მიდრეკილება: ბავშვთა სახლები ,სკოლები.რაცარუნდა დანაშაული ჰქონდეს არასრულწლოვანს,არ შეიძლება მას შეელახოს ღირსება.ბავშვის მიმართ პენიიტენციურმა დაწესებულებამ უნდა განახორციელოს ინდივიდუალური მიდგომა.
3 ტიპის გნზრახ ქმედება არსებობს წამება,არაადამიანური მოპყრობა და დამამცირებელი მოპყრობა.
არაადამიანური მოპყრობა-ვადაგასული საკვების მიღება, ანტისანიტარია,არასათანადო ჯანდაცვა, პაემნების შეზღუდვა ბავშვებისთვის , სუფთა ჰაერზე სეირნობა,გათბობის უფლება.
დამამცირებელი მოპყრობა-როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი აყენებს შეურაწყოფას ბავშვს სხვა ბავშვების წინაშე,ბავშვების თავის გადაპარსვა,გაშიშვლება.
მუხლი 62. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის უფლების არსი
მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა გულისხმობს ბავშვის სოციალური გარემოს უარყოფითი ფაქტორებისა და ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე.
მუხლი 51. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა
1. ბავშვის სოციალური ინკლუზიის პროგრამა ითვალისწინებს თანასწორი მოპყრობის საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ბავშვის თანაბარი მონაწილეობის მხარდაჭერას, მათ შორის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებით. სოციალური ინკლუზიის მიზანია, აღიაროს, რომ ყველა ბავშვი ღირებული და მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა და მონაწილეობის უფლება უთანასწორო მოპყრობისა და ბარიერების გარეშე.
2. ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვის მონაწილეობის, მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების, არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხელშეწყობაზე.
3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
4. მუნიციპალიტეტი ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.
მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვა
აკრძალულია არასრულწლოვნის, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით.
მუხლი 6. არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარების უფლება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანს აქვს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება.
მუხლი 7. თანაზომიერება
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.
მუხლი 8. ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პენიტენციური კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.
2. არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
3. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
მუხლი 9. პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება
1. დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
2. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.
მუხლი 10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობა
1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. მას აქვს აგრეთვე უფლება, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
3. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს მისი აღქმისა და გაგების უნარებს.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.
მუხლი 11. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.
2. სასამართლო ვალდებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე პრიორიტეტულად განიხილოს.
მუხლი 12. არასრულწლოვნის ნასამართლობა
1. არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ.
მუხლი 13. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა
1. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. არასრულწლოვნის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება და გამოქვეყნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 14. არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
1. არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრას.
მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
1​1. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით;
ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით;
დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

1. ბავშვის ღირსება ხელშეუვალია.
2. დაუშვებელია ბავშვის წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ღირსება წარმოადგენს ერთადერთ აბსოლიტურ უფლებას,რომლის შეზღუდვა არის დაუშვებელი.დაუშვებელია ამ უფლების მხოლოდ დაცულ სფეროს და ადგენს, რომ დაუშვებელია ამ უფლებაში ისეთი სახის ჩარევები, როგორიცაა წამება არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობა, ან ასეთი სასჯელის გამოყენება.
მუხლი 6. ბავშვის სიცოცხლისა და პიროვნული განვითარების უფლება
1. ბავშვს აქვს სიცოცხლისა და პიროვნული განვითარების უფლება.
2. სახელმწიფო იღებს ბავშვის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა ზომას და ქმნის მისი ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობას ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 7. ბავშვთა თანასწორობის უფლება
1. ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ ბავშვებს, მათი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, საქმიანობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს და იღებს განსაკუთრებულ ზომებს ნებისმიერი სახის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
3. სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით.
4. სახელმწიფო ახორციელებს ბავშვის უთანასწორო მოპყრობისგან დასაცავად, მათ შორის, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის დისკრიმინაციისგან, სტიგმისა და გარიყვისგან დასაცავად, საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებას.
მუხლი 8. ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე
1. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
2. ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ყოველთვის, როდესაც მას აზრის გამოთქმის სურვილი აქვს, უშუალოდ, მისი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერით, მისთვის სასურველი და შესაძლებელი კომუნიკაციის ფორმითა და საშუალებით.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
4. ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ
მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული.
მუხლი 9. ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, რეგისტრირებულ იქნეს დაბადებისთანავე, მოიპოვოს მოქალაქეობა, იცნობდეს თავის მშობლებს და ცხოვრობდეს მათთან, ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, აწარმოოს პირადი მიმოწერა.
3. დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და დაცვას, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
მუხლი 14. ბავშვის აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების უფლებები
1. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.
3. ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
მუხლი 16. ბავშვის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
1. ბავშვს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. მშობელს უფლება აქვს, ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებების მიხედვით აღზარდოს. ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მიმართულების მიცემისას აუცილებელია, უპირატესად გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვის მოსაზრებები მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.
მუხლი 18. ბავშვის თამაშისა და დასვენების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა, ხოლო მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს ბავშვის შესაბამის მოსაზრებებსა და საჭიროებებს.
2. ბავშვს უფლება აქვს, დაისვენოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო, ითამაშოს და მონაწილეობა მიიღოს რეკრეაციულ ღონისძიებებში თავისი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
3. ბავშვს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვის მიერ თამაშისა და დასვენების უფლების რეალიზებისთვის სათანადო შესაძლებლობის შექმნას, მისი ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 24. ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლება
1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
3. მშობელი არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
4. დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის, ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.
5. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

Аватар пользователя Salome213
Salome213 (salome kalandia)
სხვა
Registration Date: 2024/12/20
Last visit: 2025/02/06 17:28:12
Контакты - Все комментарии

დახურული კითხვები
1. თელეოლოგიური განმარტება გულისხმობს?
პასუხი: ნორმის არსისა და მიზნის ძიებას
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.“ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ შედეგს?
პასუხი: გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას
3.ალტერნატიული ფაქტობრივი ელემენტის არსებობისას აუცილებელია თუ არა ყველა მათგანის არსებობა?
პასუხი: ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის
4. ნათია და ნინო არიან მეგობრები. მათ შორის დაიდო ძვირფასი ტილოს ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის ფასად მიუთითა 200 ლარი. ნინო დათანხმდა გარიგების დადებას. ნასყიდობის საგნის გადაცემისას აღმოჩნდა, რომ ნათიამ ნასყიდობის საფასურის 2000 ლარის ნაცვლად მიუთითა 200 ლარი, რის გამოც ნათიამ უარი თქვა ნივთის გადაცემაზე. აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს:
პასუხი: არცერთი პასუხი არ არის სწორი
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, „თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.“ დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის ქმედების შემადგენლობა?
პასუხი: თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი
6. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. ლაშამ მიუთითა გარიგების სარგებლიან ხასიათზე. რა შემთხვევაში ითვლება გარიგება სარგებლის მომტანად:
როცა მხარე მნიშვნელოვან ქონებრივ სარგებელს იღებს
პასუხი: როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები ვალებულებების კისრების გარეშე

7.ვალდებულების შესრულება არის ?
პასუხი: უფლების მომსპობი შესაგებელი

8. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.ლაშას მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს:
პასუხი: მერყევად ბათილ გარიგებას

9. გიორგიმ თავის 17 წლის შვილს მარიამს მიანიჭა საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება. მარიამმა აიყვანა თანამშრომლები და გააფორმა მათთან შრომითი ხელშეკრულებები, ასევე საწარმოს შეუფარხებლად ფუნქციონირების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება კონტრაქტორ ფირმასთან ნედლეულის მიწოდებაზე. გიორგიმ არ მოიწონა მარიამის მიერ დადებული ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. მარიამი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. რა შეიძლება იყოს მარიამის პოზიციის სასარგებლო სამართლებრივი საფუძველი:
პასუხი: სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი - „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.
ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პასუხი: პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს

11. რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?
პასუხი: სამართლიანობის მიღწევა

12. რა სახის შეიძლება იყოს სხვა ნორმის სამართლებრივ შედეგებზე მითითება ?
პასუხი: სტატისტიკური და დინამიკური

13. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, "მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით." დაასახელეთ მითითებული ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პასუხი: თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით

14. გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება შემოწმებას:
პასუხი: წარმომადგენლის სახით მოქმედება

15. გიორგიმ ლაშას მიჰყიდა მობილური ტელეფონი. გიორგიმ არ გადაუხადა ლაშას ნასყიდობის საფასური. აქვს თუ არა ლაშას გიორგისგან ფასის გადახდის მოთხოვნის უფლება. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი: ლაშას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ფასის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

16. რა ნაწილებისგან შედგება სასამართლო გადაწყვეტილება
პასუხი: შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი - „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
პასუხი: მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

18. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
პასუხი: თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა

19. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია სამართლებრივი შედეგი?
პასუხი: ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ

20.ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნინოს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის ნაშრომის ეტაპზე:
პასუხი: იძულების ფაქტი
21. ირაკლის სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში გიორგის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს თბილისში მდებარე 4 ოთხიანი ბინა საერთო ფართით 120 კვ.მ. სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მოსამართლე ირაკლისა და გიორგის შესთავაზებს დავის მორიგებით დასრულებას, წინაღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ორივე მხარისათვის არასასურველი შედეგი დადგეს. ირაკლის მორიგებას ასევე ურჩევს მისი ადვოკატი სანდრო. ირაკლის გიორგი შესთავაზებს, რომ ირაკლიმ ბინის სანაცვლოდ გადაიხადოს 50,000.00 აშშ დოლარი. ირაკლის აღნიშნული თანხა არ გააჩნია და მის ადვოკატ სანდროს ეუბნება, რომ მორიგება ვერ შედგება. სანდრო ირაკლის შეახსენებს დავის რისკების შესახებ და ასევე გაახსენებს, რომ ირაკლი ფლობს მიწის ნაკვეთს თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. ირაკლი გადაწყვეტს მიწის გაყიდვას, თუმცა გიორგის მიერ მორიგებისთვის განსაზღვრული აქვს 1 თვის ვადა. აღნიშნულ ვადაში ირაკლი ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის მყიდველის მოძიებას. სანდრო ირაკლის სთავაზობს, რომ იგი მზადაა შეიძინოს მიწის ნაკვეთი ირაკლისგან 50,000.00 აშშ დოლარად. ირაკლი სანდროს ეუბნება, რომ 50,000.00 აშშ დოლარად ვერ გაყიდოს მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ დოლარია. სანდრო ირაკლის შეახსენებს, რომ მოურიგებლობის შემთხვევაში არსებობს საკმოდ დიდი რისკი, რომ იგი დავას წააგებს. ირაკლი ფიქრობს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ბინა. შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ სანდროს მიწის ნაკვეთი მიყიდოს 50,000.00 აშშ დოლარად. მხარეები ასეც მოიქცევიან და 2019 წლის 19 აგვისტოს აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და სანდრო რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე დროს, სანდრო ირაკლის უხდის 50,000.00 აშშ დოლარას. აღნიშნული შემდეგ ირაკლი უკავშირდება გიორგის და თანხმდება მორიგების პირობებზე, თუმცა გიორგი უარს აცხადებს მორიგებაზე და დავა გრძელდება სასამართლოში. 2019 წლის 01 სექტემბერს ირაკლი სანდროს სთხოვს, რომ უკან დაუბრუნოს მიწის ნაკვეთი და თავის მხრივ სანდროს დაუბრუნებს 50,000.00 აშშ დოლარს, რაზედაც სანდრო უარს აცხადებს. აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
პასუხი: იძულებით დადებული გარიგება
22. გიორგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დიდ ზიანს განიცდის. ახლობელი ნიკა მას შესთავაზებს თავის ავტომობილს დროებით, განსაზღვრული ვადით. გიორგი გახარებულია და თანხმობას აცხადებს. ვინაიდან ნიკას ავტომობილის თხოვება სათანადო თანხის გადახდის სანაცვლოდ სურს, გამგზავრებამდე მას უნდა, რომ „თხოვების” ხელშეკრულების თანხაზე მოელაპარაკოს გიორგის. გიორგი უბრალოდ ცდება სიტყვის მნიშვნელობაში და „თხოვებას“ იყენებს ქირავნობის ნაცვლად. გიორგის სურს ავტომობილის უსასყიდლოდ თხოვება. გიორგი ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოს სარგებლობაში გადაცემას. ჩამოთვლილთაგან რა ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე:
ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა
პასუხი: არსებითი შეცდომის არსებობის ფაქტი

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.“.
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას?
პასუხი: თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი

24. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტის არსებობა მოწმდება მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე:
პასუხი: არასრულწლოვნის მიერ მშობლების თანხმობის გარეშე დადებული ორმხრივი გარიგების
25. გიორგიმ (გამყიდველი) და ნოდარიმ (მყიდველი) გააფორმეს საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს მიერ გიორგი მხარდაჭერის მიმღებად იყო ცნობილი და შეზღუდული ჰქონდა გარიგების დადების უფლება. მხარდამჭერმა არ მოიწონა გარიგება. ჩამოთვლილთაგან რომელია გიორგისა და ნოდარს შორის გაფორმებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58 (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილი
26. ყველა შემთხვევაში ახდენს თუ არა სამართლის ნორმა კონკრეტულ სამართლებრივი შედეგის დადგომას?
პასუხი: საკანონმდებლო დეფინიციების შემთხვევაში არ ახდენს
27. კაზუსის ამოხსნის 8მოწმდება უფლების დამაბრკოლებელი?
პასუხი: მოთხოვნის შეწყვეტა
28. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუში. ის განცვიფრდა დანახულით და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი.აქვს თუ არა ნათიას ლევანისგან ნახატის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმების მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე?
პასუხი: არცერთი პასუხი არ არის სწორი
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.“დასახელებული ნორმა წარმოადგენს?
პასუხი: დეფინიციურ ნორმას
30. გიორგი არის ბათუმში მდებარე სასტუმროს მესაკუთრე, თუმცა სასტუმროს სამართავად არ ფლობს სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას. შესაბამისად, გადაწყვეტს რომ მოძებნოს ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებს სასტუმროს წარმატებულად მართვას. 2019 წლის 1 აგვისტოს გიორგი თავისი მეგობრისგან შეიტყობს, რომ სასტუმროს მენეჯმენტის კარგი მცოდნეა ვინმე დავით დავითაშვილი. გიორგის მეგობარი შეპირდება, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ის მესენჯერში გამოუგზავნის დავით დავითაშვილის Facebook პროფილის ბმულს და ასე შეძლებს დავით დავითაშვილთან დაკავშირებას. თუმცა, გიორგის მეგობარს სასწრაფოდ უწევს გამგზავრება 2019 წლის 3 აგვისტოს, თან ავიწყდება გიორგისათვის ბმულის გაგზავნას. გიორგი დროს არ კარგავს და თავად ეძებს დავით დავითაშვილი Facebook-ზე. საძიებო სისტემამ იპოვა დავით დავითაშვილის მხოლოდ ერთი პროფილი. პროფილზე დავითს მითითებული ჰქონდა რომ მან დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტი და გიორგიმ ჩათვალა, რა რომ ის სწორედ ის დავითია, რომელზეც უყვებოდა თავისი მეგობარი და არ დააყოვნა შეთავაზება დავითისთვის ბათუმში მდებარე სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. დავითი საქმიანობდა სამშენებლო სექტორში, სადაც მას ჰქონდა ხელშეკრულება 1 წლის ვადით და ამ ხნის განმავლობაში მისი შემოსავალი იქნებოდა 100 000 ლარი. თუმცა, გიორგიმ მას შესთავაზა 5 წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმება, ამასთან, ბოლო პერიოდში იგი ფიქრობდა სამუშაო ადგილის შეცვლას სხვა მიმართულებით და რადგან გიორგის შეთავაზება 5 წლიანი იყო და თან სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, მან ეს ჩათვალა საინტერესო გამოწვევად და დათანხმდა შემოთავაზებას. 2019 წლის 10 აგვისტოს გიორგის მეგობარი ბრუნდება საქართველოში, ახსენდება რომ გიორგისთვის უნდა გაეგზავნა დავით დავითაშვილის Facebook პროფილის ბმული, რომელიც რეგისტრირებულია მხოლოდ ინიციალებით (D.D.). გიორგი აღმოაჩენს რა, რომ შეცდომა დაუშვა სასწრაფოდ მიწერს დავით დავითაშვილს რომ მას არ სურს მისი სამსახურში აყვანა. ამასობაში კი დავითმა თავის სამსახურში დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა
პასუხი: შეცდომა კონტაჰენტის პიროვნებაში
31.გიორგი,რომელსაც სურს ცნობილი მხატვრის ტილოს შეძენა,შეიძენს იდენტური სახელისა და გვარის სხვა,მხატვრის ტილოს,თუმცა მან არ იცის აღნიშნულის თაობაზე.მოგვიანებით მისი მეგობარი ეტყვი,რომ ეს ტილო ეკუთვნის სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვარს.აქვს თუ არა გიროგის შეცილების უფლება და რა სამართლებრივი საფუძვლით?
პასუხი: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ან ეს არი
პასუხი: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 72-ე მუხლისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
32. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება.შეაფასეთ ველოსიპედის უკან წაღება.შეაფასეთ ლაშას მიერ დადებული გარიგების ნამდვილობის საკითხი:
პასუხი: ლაშას მიერ დადებული გარიგება ნამდვილია სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,რადგან გარიგება სარგბელის მომტანია
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“.
პასუხი: ბათილია გარიგება
34. რა შემთხვევაში ვიყენებთ ანალოგიას?
პასუხი: კანონით მოუწესრიგებელი ურთიერთობის რეგულირებისას
35. სამოქალაქო კოდექსის 909-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, "თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის სამართლებრივი შედეგი?
პასუხი: მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.

36.გიორგიმ ლაშასთან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით.გიორგი გადავიდა საცხოვრებლად შეძენილ საკუთრებაში,თუმცა ლაშას გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა.აქვს თუ არა ლაშას მემკვიდრეებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი: ლაშას მემკვიდრეებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 183-ე მუხლისა და 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

37. რით განხვავდება თელეოლოგიური რედუქცია ანალოგიისგან ?
პასუხი: თეოლოგირუი რედუქციის დროს აქვს ნორმის გამოყენების სფეროს შეზღუდვა
38. ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება. დაასახელეთ სამართლებრივი საფუძველი ?
პასუხი: სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი
39. სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის,შესაბამისად,წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:იმ ვადის გასვლით,რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება.ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ნორმის სამართლებრივ შედეგს?
პასუხი: წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება
40. სასამართლო გადაწყვეტილებები დგება ?
პასუხი: როგორც დასკვნის,ისე გადაწყვეტილებების სტილით
41. 17 წლის გიორგიმ დადო კომპიუტერული ტექნიკის ნასყიდობის ხელშეკრულება ლევანთან. ისინი შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 2000 ლარზე. როცა მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის თაობაზე, მოითხოვეს მის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობა. ამ დროს გიორგის უკვე შეუსრულდა 18 წელი. ლევანი ითხოვს თანხის გადახდას, ხოლო მშობლები გარიგების ბათილობას. რა არის ცენტრალური პრობლემა წარმოდგენილ კაზუსში:

პასუხი: არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება

42. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. აქვს თუ არა გიორგის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე

43. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოქმდება უფლების დამაბრკოლებელი შესაგებლის არსებობა?
პასუხი: მოთხოვნის წარმოშობა

44. 16 წლის გიორგი დებს ლევანთან კომპიუტერის ნასყიდობის ხელშეკრულებას მშობლების წინასწარი თანხმობის გარეშე.რა შემთხვევაში გახდება გარიგება ნამდვილი?
პასუხი: თუ მშობლები მოიწონებენ გარიგებას

45. სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, "თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ". ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
პასუხი: თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს

46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.“. აღნიშნული სამართლის ნორმა წარმოადგენს?
პასუხი: დეფინიციურ ნორმას
47. გიორგი და ლევანი დიდი ხსნის მეგობრები არიან.ლევანს სჭირდება თანხა თავისი შვილის სამკურნალოდ.ის თხოვს გიორგის თანხის სესხებას.გიორგი სამსახურებრივ მივლინებაში მისი ერთი წლით და ის სამსახურეობრივი მივლინების დასრულებამდე ასესხებს თანხას ლევანს.ერთი წლის შემდეგ ლევანი ვერ ახერხებს თანხების მობილიზებას,ამიტომ თავისი სანაცნობოს მეშვეობით ახერხებს გიორგისთვის სამსახურეორბრივი მივლინების ვადის 1 წლით გაგრძელაბს.გიროგი ითხოვს სესხის თანხის დაბრუნებას,რაზეც უარს ამბობს ლევანი,რადგან არ არი დამდგარი მოთხოვნის ვადა.გიროგის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს?
პასუხი: სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, „მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.“.
პასუხი: მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად
49.რას გულისხმობს ინტერპრეტაციის ობიექტური თეორია?
პასუხი: გადამწყვეტია კანონის ნება
50. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. კაზუსის ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს?
პასუხი: არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება

51. ანი არის ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ოფიცერი. ერთ-ერთი სესხის სწრაფად დასამტკიცებლად მან ზაურისაგან უკანონოდ აიღო ფული. ამის თაობაზე გაიგო გოგიმ და მოსთხოვა ანის, მიეყიდა მისთვის მისი კუთვნილი ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“ 3 000 ლარად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში. ანის ეშინია და თანხმდება გოგის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღესვე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი ხდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ანის აპატიმრებენ. მას უფარდებენ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ 7 თვის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე თავისუფლდება. გათავისუფლებისთანავე ანი ითხოვს გარიგების ბათილობას და შესაბამისად, გოგისგან მანქანის უკან დაბრუნებას. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მანქანის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
პასუხი: არცერთი პასუხი არ არის სწორი.

52. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნულის შესახებ აქვს ინფორმაცია ლევანს, თუმცა შემდგომში გიორგისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის მიზნით დებს გიორგისთან მიწის ნაკვეთს ნასყიდობის ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი არის გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ ლევანი ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურებას გიორგისგან. გიორგი უარს ამბობს ლევანთან დადებული გარიგების ბათილად ცნობასა და ზიანის ანაზღაურებაზე. აქვს თუ არა გიორგის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
პასუხი: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

53. კანონმდებლის მიერ განზრახ ურთიერთობის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში შეიძლება თუ არა ანალოგიის გამოყენება?
პასუხი:დაუშვებელია, რადგან სახეზეა გეგმიური ხარვეზი და დაირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

54. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. ნინო ითხოვს გიორგისგან თანხის გადახდას. არის თუ არა ნინოსთან დადებული გარიგება ნამდვილი. მიუთითეთ სამართლებრივი საფუძველი:
პასუხი: სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი

55. ხანდაზმულობა არის ?
პასუხი: მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

56. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასვნას, რის შედეგადაც დებს ლევანთან მიწის ნაკვეთს ნასყიდობის ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი არის გამოუსადეგარი. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისთანავე ითხოვს ლევანი გარიგების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
პასუხი :ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

57. სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, "თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა." ჩამოთვლილთაგან რომელიც მითითებული ნორმის ქმედების შემადგენლობა?
პასუხი: თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება

58. გიორგი საგარეჯოში ფლობს 50 ჰა მიწის ნაკვეთს. გიორგი დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია ნავთობის მოპოვება. ნავთობის მოპოვების მიზნით გიორგი უკავშირდება ირაკლის და სთავაზობს დააფუძნონ კომპანია შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. ირაკლი თანხმდება გიორგის შეთავაზებას. 2019 წლის 29 აგვისტოს გიორგი და ირაკლი აფუძნებენ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელს“, პარტნიორები წესდებით შეთანხმდებიან, რომ მათ შორის წილები განაწილდება 50%-50%. ამავე დროს, გიორგი ვალდებულია, რომ საწესდებო კაპიტალში შეიტანოს საგარეჯოში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ირაკლი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობმოპოვებითი სამუშაოების წარმოება. 2019 წლის 30 აგვისტოს გიორგი შეასრულებს თავის ვალდებულებას და საწესდებო კაპიტალში შეიტანს საგარეჯოში მდებარე მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ამავე დღეს, საგარეჯოში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. აღნიშნულის შემდგომ, ირაკლი იწყებს მოქმედებას ნავთობმოპოვებითი სამუშაოების საწარმოებლად, რა დროსაც დაადგენს, რომ მიწის ნაკვეთიდან შეუძლებელია ნავთობის მოპოვება, რადგან ეს უკანასკნელი უბრალოდ არ არსებობს და აღნიშნულის შესახებ ატყობინებს გიორგის. გიორგი გულდაწყვეტილი ეუბნება ირაკლის, „რას ვიზამთ, ჩვენ ორივენი შევცდით. ამდენად, ვფიქრობ, რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“ უნდა გავაუქმოთ და მიწა კვლავ მე უნდა დმიბრუნდეს“. აღნიშნულზე კი ირაკლი კატეგორიულ უარს აცხადებს, რადგან მას მიაჩნია, რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“ დაფუძნებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ეს უკანასკნელი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
პასუხი: შეცდომით დადებული გარიგება
59. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას? საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია;
საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
პასუხი: თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
პასუხი:მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
61. თორნიკე კახეთში ფლობს 100 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელზე გაშენებულია ვენახი და განლაგებულია ღვინის მარანი. 2018 წლის 15 მარტს მას უკავშირდება გიორგი და სთავაზობს, რომ მიჰყიდოს მიწა მასზე არსებული ვენახითა და ღვინის მარნით 1,000,000.00 აშშ დოლარად, რაზედაც თორნიკესგან მტკიცე უარს იღებს. 2018 წლის 30 ივნისს გიორგი თავისი ნაცნობი ბუღალტრისგან, რომელიც თორნიკესთან მუშაობს გაიგებს, რომ თორნიკე კეთილსინდისიერად არ იხდის გადასახადებს და სახელმწიფოს უმალავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდგომ, 2018 წლის 7 ივლისს გიორგი უკავშირდება თორნიკეს და ეუბნება, რომ თუ იგი არ მიჰყიდის მიწას 1,000,000.00 აშშ დოლარად, გიორგი თორნიკეს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს საგამოძიებო ორგანოებს. თორნიკეს შეეშინდება და თანხმდება გააფორმოს გიორგისთან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2018 წლის 01 აგვისტოს თორნიკე და გიორგი აფორმებენ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებას და იმავე დღეს გიორგი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრედ. მოგვიანებით თორნიკე ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვა და მიუხედავად მუქარისა გიორგისთვის არ უნდა მიეყიდა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, 2018 წლის 01 სექტემბერს თორნიკე გიორგის უგზავნის წერილს და სთხოვს მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებას, რაზეც გიორგი კატეგორიულ უარს აცხადებს.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
პასუხი:იძულებით დადებული გარიგება

62. რას იწვევს კაზუსის შინაარსის მცდარი შეფასება?
პასუხი:მცდარ შედეგს

63. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. სამართლებრივად დასაბუთებულია თუ არა ლევანის მოსაზრება?
პასუხი:ლევანის მოსაზრება დასაბუთებულია, ვინაიდან გასულია სსკ-ის 89-ე მუხლით განსაზღვრული შეცილების ვადა

64. ზოგადად, რა სახის შესაგებლები უნდა იქნეს გამოყენებული კაზუსის ამოხსნის სხვადასხვა ეტაპზე?
პასუხი: სწორია - ყველა პასუხი სწორია

65. ირაკლის მეგობრის დაბადების დღისთვის სურდა ძვირფასი საათის ყიდვა. მან ვერ მოახერხა მაღაზიაში უშუალოდ წასვლა და საათის ყიდვა დაავალა თავის მეგობარს - ნათიას. ნათიას გადასცა შესაბამისი თანხა. ნათია გამყიდველმა მოატყუა და ნაცვლად ძვირფასი საათისა, მას მისცა იაფფასიანი საათი, ხოლო თანხა ზუსტად იმდენი გამოართვა, რაც ირაკლიმ გაატანა. ირაკლიმ მოითხოვა მაღაზიისგან ნივთის დაბრუნება. მაღაზია კი მიიჩნევს, რომ ირაკლი არ არის ხელშეკრულების მხარე და არ აქვს მოთხოვნის უფლება. რამდენად დასაბუთებულია მაღაზიის პოზიცია:
პასუხი : დაუსაბუთებელია სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

66. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. მშობლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს:
პასუხი : სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი

67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია,
პასუხი:თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.“
68. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).“
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობას?
პასუხი: რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)

70. ლანასა და ნინოს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. 1 წლის შემდეგ ნინომ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი: ნინოს შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

71. ისტორიული განმარტების პროცესში რა გზით შეიძლება დადგინდეს კანონმდებლის ნება?
პასუხი: სწორია - ყველა პასუხი სწორია

72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილი - „ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
როგორც დეფინიციური, ისე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
პასუხი: დეფინიციური ნორმა
73. 15 წლის გიორგიმ ლევანიგან შეიძინა სნოუბორდი. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლევანი კი ითხოვს თანხის გადახდას. აქვს თუ არა ლევანს ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება? დაასახელეთ ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
მხარის არასრულწლოვანების საკითხი
პასუხი: ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა

74. გიორგისა და ლაშას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ისინი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 20000 ლარზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების გადახდისგან თავის არიდების მიზნით ხელშეკრულებაში მიუთითეს 10000 ლარი. ლაშა თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 ლარი, ხოლო ლაშა ითხოვს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლაშას 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა:
პასუხი: ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

75. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუშს. ის განცვიფრდა დანახულით და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი. ლევანი უარს ამბობს ნახატის უკან დაბრუნებაზე.
აქვს თუ არა ლევანს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი:ლევანს შესაძლოა ჰქონდეს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

76.რა ეტაპები უნდა იქნეს გავლილი კაზუსის ამოხსნის პროცესში?
პასუხი:სამართლის შესაბამისი ნორმის მოძიება და შესაბამისი წანამძღვრების დადგენა

77. გიორგი, რომელიც არის 14 წლის, გადაწყვეტს ველოსიპედის ყიდვას და დადებს ლადოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებას. მშობლები მოგვიანებით შეიტყობენ გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე და მოითხოვენ გარიგების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა გიორგის მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ ჰიპოთეზა მოცემულ კაზუსზე.
პასუხი:გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

78. რისგან შედგება კაზუსი?
პასუხი: კაზუსის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკვანძო კითხვისგან

79.კანონის ანალოგიისას გამოიყენება ?
პასუხი: ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა

80. დაასახელეთ უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი
პასუხი: ყველა პასუხი სწორია

81.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად, „იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.“ დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის სამართლებრივი შედეგი?
პასუხი:იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც
82. თედომ საიველირო მაღაზიაში შეიძინა ოქროს ბეჭედი. აღმოჩნდა, რომ ბეჭედი არ იყო ოქროსი. თედო ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
დაასახელეთ ქმედების შემადგენლობის ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
პასუხი: მოტყუების ფაქტი

83. მოთხოვნა ითვლება წარმოშობილად, თუ:
პასუხი:სახეზეა უფლების წარმომშობი ყველა წინაპირობა და არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

84. რა დროს დგება სამართლებრივი შედეგი
პასუხი:ქმედების შემადგენლობის ყველა წინაპირობის შესრულებისას

85. რა მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
პასუხი:სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა

86. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოქმდება უფლების შემაფერხებელი შესაგებლის არსებობა
პასუხი:მოთხოვნის განხორციელებადობა

87. გიორგი, რომელიც 14 წლისაა, გადაწყვეტს კომპიუტერის შეძენას და დადებს ნიკასთან ნასყიდობის ხელშეკრულებას. მშობლები მოგვიანებით შეიტყობენ გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე და არ მოიწონებენ გიორგის მიერ დადებულ გარიგებას. ნიკა ითხოვს გიორგისგან თანხის გადახდას. აქვს თუ არა ნიკას გიორგისგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება? გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ ჰიპოთეზა მოცემულ კაზუსზე.
პასუხი:
პასუხი:ნიკას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

88. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სახეზე ნორმათა კონკურენცია
პასუხი:ერთი და იმავე საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა

89. 15 წლის გიორგიმ ლევანგან შეიძინა სნოუბორდი. სნოუბორდის შესაძენად მან განკარგა მშობლების მიერ თავისუფალი განკარგვის მიზნით გადაცემული თანხა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აქვთ თუ არა მშობლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი:მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
90. 15 წლის გიორგიმ ლევანგან შეიძინა სნოუნბორდი. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლევანი კი ითხოვს თანხის გადახდას.აქვს თუ არა ლევანს ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
პასუხი:ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
91. რა არის სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მიზანი
პასუხი: ყველა პასუხი სწორია

92.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, „შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.“ დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის სამართლებრივი შედეგი?
პასუხი:თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო
93.რას გულისხმობს ინტერპრეტაციის სუბიექტური თეორია
პასუხი :განმარტება ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს საკანონდებლო პროცესში ჩართულ პირთა ინდივიდუალურ წარმოდგენებს
94. შეიძლება თუ არა კანონის სიტყვებს ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა?
პასუხი:შესაძლებელია და ამ დროს გამოიყენება ინტერპრეტაციის მეთოდები

95. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება - „საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება“. ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პასუხი:თუკი იგი შეცილებული იქნება

96. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად, „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.“ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს?
პასუხი: დეფინიციურ ნორმას

97. რა არის მოთხოვნის საფუძველი?
პასუხი:ნორმა, რომელიც ანიჭებს პირს მოთხოვნის უფლებას

98. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოწმდება უფლების მომსპობი შესაგებლის არსებობა?
პასუხი: მოთხოვნის შეწყვეტა
99. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის პირველი წინადადება - „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას“. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პასუხი:თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას
100. დაასახელეთ ძირითადი მოთხოვნები, რაც დგინდება კაზუსის იურიდიული დამუშავების მიმართ
პასუხი:ყველა პასუხი სწორია

101.რა ტიპის ნორმებს აერთიანებს სამართლის ნორმები
პასუხი:როგორც მავალდებულებელ, ისე აღმჭურველ

102. მოთხოვნა ითვლება წარმოშობილად, თუ:
პასუხი:
პასუხი:სახეზეა უფლების წარმომშობი ყველა წინაპირობა და არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი
103. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.აღნიშნული სამართლის ნორმა წარმოადგენს:
პასუხი:დეფინიციურ ნორმას