Комментарии

Аватар пользователя lentexis sakrebulo
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2018/02/09 12:43:46
Контакты - Все комментарии

მაინტერესებს რომელი კანონით ხდება შრომის ანაზღაურება

Аватар пользователя eldarige74
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Контакты - Все комментарии

თავი VII

შრომის ანაზღაურება

1
მუხლი 31. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე.

3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

მუხლი 32. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს

1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

2. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

1
მუხლი 33. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

1.დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი.

2.შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

მუხლი 34. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრ

Аватар пользователя berdiabuskandze
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Контакты - Все комментарии

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელე არის საჯარო მოხელე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის პრეამბულის (პირველი აბზაცი) შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 37–ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამავე კანონის 36 3–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შემავალ დამოუკიდებელ სპეციალისტებთან შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება როგორც შტატგარეშე მოსამსახურეებთან, გარკვეული ვადით სამუშაოს შესასრულებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმ მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში ისინი ისედაც იღებენ ხელფასს.

Аватар пользователя berdiabuskandze
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Контакты - Все комментарии

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36 3–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებითა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით განისაზღვრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, მაგრამ არ არის განსაზღვრული კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა, კარგი იქნებოდა ზემოხსენებულ ბრძანებულებებში გათვალისწინებულ იქნას კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა.

Аватар пользователя eldarige74
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Контакты - Все комментарии

დიახ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვრცელდება ”საჯარო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონი.