38 -ე მუხლის მე- 7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7 . ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება , მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. თუ ბრალდებული გადახდისუუნაროა და დანიშნული ჰყავს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ამ მუხლში მითითებული უფლებების განსახორციელებლად გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო. “.
თუ ბრალდებული გადახდისუუნაროა და დანიშნული ჰყავს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ამგვარი ფორმულირება გულისხმობს, რომ ორივე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი გადახდის უუნარობა და მეორე ადვოკატი უნდა ყავდეს სახელმწიფოსგან დანიშნული. რაც შემი აზრის არასწორია. თუ პირი არის გადახდისუუნარო, მაგრამ არ ყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი, სულაც იცავს ძმა რომელიც არის ადვოკატი! გამოდის ამ მუხლში მითითებული უფლებების განსახორციელებლად გაწეულ ხარჯებს ანაზღაურება უწევს თავად ბრალდებულს. მაშინ ეს მუხლი კარგავს თავის დანიშნულებას...
42-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც სასამართლოს შეფასებით აჭიანურებს სასამართლო განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას.
ეს ნორმა ჩემის აზრით არღვევს უშუალობის პრინციპს... როდესაც ხან ერთი ადვოკათი იცავს ბრალდებულს და ხან მეორე, ამასთან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას, როდესაც ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადდება. ვერ განხორციელდება ჯეროვანი დაცვა. საიდან უნდა იცოდეს ახალმა ადვოკატმა რა მოხდა საასამრთლოში მის მოსვლამდე? მაშინ საქმის განხილვა უნდა დაიწყოს თავიდან რაც ჩიხში შეიყვანს პროცესს... საჭიროა უფრო სხვაგვარი ფორმულირება
„ მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. “
ეს ნორმა. თავის დროზე იყო, რაღაც დოზით, ბრალდებისა და დაცვის მხარეების გაწონასტორების მცდელობა, შეჯიბრებითი პროცესის უზრუნველსაყოფად. რადგან დაცვას არ ქონდა ჩხრეკა/ამოღების ჩატარების უფლება სანაცვლოდ დაცვას კანონმდებელმა შესთავაზა ეს მუხლი. რომელიც ჩემი აზრით უსუსური და უაზრო ნორმაა. თუ მე მაქვს ისეთი მტკიცებულება რომლითაც თავს ვიმართლებ რატო უნდა გავწელო პროცესი? არ მირჩევნია უბრალოდ გამოვაჩინო და სახლში წავიდე დამშვიდებული? ეს ნორმა შეიძლება აღქმული იყოს როგორც „სიურპრიზი“ ბრალდები მხარისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსი აძლევს ბრალდებას შესაძლებლობას ითხოვოს პროცესის გადადება და მოემზადოს „სიურპრიზზე“ პასუხის გასაცემად მაშინ რაღა აზრი აქვს მის, „ერთი მტკიცებულების წარუდგენლობა“-ს, მაინცადამაინც სასამართლოში საქმის არსებით განხილვანდე. ამასთან ჩემი აზრით სულ მცირე უნდა დაკონკრეტდეს კონკრეტულად რომელი ხარჯი იგულისხმება „საპროცესო ხარჯების ანაზღაურება“-ში
ინიცირებული კანონპროექტი მასშტაბურია და მოიცავს საკითხების ფართე სპექტრს მტკიცების სტანდარტის დაზუსტებას, ორჯერ მსჯავრდების ან ბრალდების აკრძალვის პრინციპის დაზუსტებას, ადვოკატის უფლებების ზრდას, დაცვის მხარისათვის ჩხრეკა ამოღების უფლების მიცემას მოსამართლის ბრძანებით, პრეიუდიციის გამოყენების წესს, ექსპერტიზის ჩატარებასა და მის გამარტივებას ისევე როგორც სხვა ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას. თუმცა ბევრ და აშკარად პოზიტიურ აპსექტებთან ერთად წარმოდგენილ ცვლილებებშიც შესაძლებელია გარკვეული ხარვეზების იდენტიფიცირება როგორიც არის დაცვის მხარის მიერ სახელმწიფო დაწესებულებიდან ნებისმიერი დოკუმენტის მოპოვება ისე რომ ჯეროვანი გარანტიები არ არის ჩადებული სხვა პირის პირადი ან სხვა სახის დაცული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასათვის, პროექტი ასევე დაზუსტებას საჭიროებს რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაცვის მხარის შუამდგომლობით განხორციელებული ჩხრეკა ამოღების ჩამტარებელი ორგანოს საკმარისი მიუკერძოებლობა.
მოკლედ ალბათობის ახალი ინტერპრეტაციით ახალი თავსატეხი შემოგაქვთ,რატომ? როცა წერთ "თანაფარდ და დამაჯერებელი" ამ სიტყვებ აფსურდია, ვინაიდან იქ წერია რომ ეს მტკიცებულებები უნდა იყოს მოსამართლისთვის "დამაკმაყოფილებელი" და აი ეს სიტყვა გულ;ისხმობს იმ დამაჯერებლობას და თანაფარდობას რაც თქვენ ზედმეტად ჩააკვეხეთ. უბრალოდ ვწუხვარ რომ ასე ერთი ხელის მოსმით და გაუაზრებლად შეგაქვთ ცვლილებები.
მართლაც ამ ცვლილებით შესაძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებები შეიზღუდოს ორივე მხარის მხრიდან და/ან ერთი მხარის მიერ ამოღებული მტიცებულებით წაერთვას უფლება მეორე მხარეს მტიცებულების მოპოვების.
ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას tu amas moitxovs da etanxmeba braldebuli.