Комментарии

Аватар пользователя berdiabuskandze
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Контакты - Все комментарии

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტში, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-3 პუნქტში, მე-4 პუნქტში, სიტყვები: „გამგეობის (მერიის) რწმუნებული“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“, ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობას, ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.) შესაბამისად, გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის (მერიის) რწმუნებულის თანამდებობა შეიცვალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობით. აქვე აღსანიშნავია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.