Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
|
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ: ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე; ბ) სააქციო საზოგადოებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებულ აქციებზე; გ) სააქციო საზოგადოებების ან სხვა ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; ვ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში გამოშვებულ აქციებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის სახით; ბ) იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები − ფასიანი ქაღალდების ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ფასიანი ქაღალდები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ფასიანი ქაღალდების იდენტურ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებად მიჩნევის დამატებითი შემთხვევები; გ) ფასიანი ქაღალდების ანგარიში − ანგარიში (გარდა ემიტენტის ანგარიშისა), რომელსაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს და რომელზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება ან დადებეტება; დ) ანგარიშის მწარმოებელი − ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის, ცენტრალური დეპოზიტარი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია კლიენტს გაუხსნას და აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ანგარიში; ე) ანგარიშის მფლობელი − პირი, რომლის სახელითაც ანგარიშის მწარმოებელი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების ანგარიშს, მიუხედავად იმისა, ეს პირი მოქმედებს თავის თუ სხვის სასარგებლოდ (მათ შორის, როგორც ანგარიშის მწარმოებელი); ვ) ინვესტორი − ანგარიშის მფლობელი (რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია იყოს ანგარიშის მწარმოებელი), რომელიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიმართ მოქმედებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ. ინვესტორს აქვს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; ზ) ცენტრალური დეპოზიტარი − საქართველოს ეროვნული ბანკი ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 50-ე პუნქტით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი; თ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას); ი) რეკონსილაცია − ანგარიშის მწარმოებლის შიდა ჩანაწერების შედარება სხვა ანგარიშის მწარმოებლის ან სხვა პირების ჩანაწერებთან მათში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის დადასტურებისა და სწორი მონაცემების დადგენის მიზნით; კ) ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 69-ე პუნქტით განსაზღვრული ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში; ლ) ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 70-ე პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება 1. ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი გვაროვნულია. 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მიბარების ხელშეკრულების შესახებ ნორმები ვრცელდება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის ურთიერთობებზე, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების თავისებურებების გათვალისწინებით. ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის შერეული ხელშეკრულების არსებობისას მასზე აგრეთვე ვრცელდება ნორმები იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგას და მას შეესაბამება. მუხლი 4. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა 1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება და გადაცემა ხდება ანგარიშის მფლობელის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებით ან დადებეტებით. 2. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მიღება, გადაცემა და ფლობა მესამე პირისთვის ნამდვილად ჩაითვლება სხვა, დამატებითი ქმედების ან პირობის გარეშე. 3. ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია შეასრულოს ანგარიშის მფლობელის ან მისი რწმუნებულის დავალება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 4. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება (გარდა ფინანსური გირავნობისა) წარმოიშობა შესაბამის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 5. ფინანსური გირავნობის წარმოშობა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5. ფლობის რეჟიმი 1. ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს შეიძლება ფლობდეს მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლის/ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით). 2. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე. 3. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი − ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. 4. უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას/დოკუმენტებს და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას. მუხლი 6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება 1. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივი თანასაკუთრების უფლებას ამ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად, ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ იმ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზედაც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. ამ პუნქტით განსაზღვრულ წილობრივი თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების შესახებ ნორმები. 2. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორის საკუთრების უფლებას. მუხლი 7. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ 1. ინვესტორს უფლება აქვს, დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრებიდან გამომდინარე უფლებები განახორციელოს მხოლოდ იმ ანგარიშის მწარმოებლის მიმართ, რომელთანაც ფლობს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს, ან ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ, თუ ინვესტორი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს პირდაპირ მასთან ფლობს. ამ წესიდან გამონაკლისია შემდეგი შემთხვევები: ა) ამ მუხლის შესაბამისად დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუციასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციისას ან ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შემთხვევაში; ბ) ემიტენტის მიმართ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნების ან კორპორაციული უფლებების განხორციელება; გ) ემიტენტის მიმართ „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის შემოღება, რა შემთხვევაშიც უფლებები ემიტენტის მიმართ ხორციელდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები ანგარიშის მწარმოებელმა შეიძლება განახორციელოს ინვესტორის სახელით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში მოთხოვნას იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომლებიც ანგარიშის მწარმოებლის სახელით განთავსებულია ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე, ახორციელებს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი კოლექტიურად, ყველა ანგარიშის მფლობელის სახელით. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილია ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი ანგარიშის მფლობელის სახელით მოთხოვნას ახორციელებს შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ფასიანი ქაღალდები განაწილდება ანგარიშის მფლობელებს შორის მათი უფლებების პროპორციულად. 5. თუ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან/და ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა საკმარისი არ არის შესაბამის ანგარიშებზე დაკრედიტებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, ანგარიშის მფლობელთა მოთხოვნის უფლება ვრცელდება აგრეთვე იდენტურ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ფლობს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებელი თავის სასარგებლოდ, ანგარიშის მფლობელთა უფლებების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით. 6. ანგარიშის მფლობელებს ანგარიშის მწარმოებლის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა იმ უფლებების პროპორციულად, რომლებიც ვერ დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. 7. იმ არაკეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, რომელიც ვალდებულია განახორციელოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ სალიკვიდაციო მასიდან გამოიყოს იმავე რაოდენობის დასაბრუნებელი იდენტური დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები (არსებობის შემთხვევაში). 8. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება მათი სხვა ანგარიშის მწარმოებელთან გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე გადატანით. სხვა ანგარიშის მწარმოებელს შეარჩევს ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდატორი. 9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ანგარიშის მწარმოებლის სალიკვიდაციო მასაში არ შედის ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმართ მოთხოვნის უფლება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად აქვთ ანგარიშის მფლობელებს. 10. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ანგარიშის მწარმოებელია, მის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისას გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-9 პუნქტები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 8. ემისიის მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა 1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული, ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემისიის ნაწილი უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. 2. საჭიროების შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რეკონსილაციის განხორციელების პროცესში სხვა პირები არიან ჩართული, ემისიის მთლიანობის დასაცავად ეს პირები და ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და შესაბამის თანამშრომლობას. 3. დაუშვებელია ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე უარყოფითი ნაშთის არსებობა. მუხლი 9. პასუხისმგებლობა 1. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე ნაკლებია, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია: ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული: ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა; ბ.ბ) თუკი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა. 2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილი აქვს როგორც ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისთვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად. მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა 1. ემიტენტი ვალდებულია დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღის ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამო აღნიშნული თანხის გამოყენება შეუძლებელი გახდება. 2. ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანგარიშის მწარმოებელთა ანგარიშებზე გადარიცხვას მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას, რაც მას შესაბამისი ვალდებულებისგან ათავისუფლებს. მუხლი 11. საკუთრების დადასტურება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება დასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით, რომლის დადასტურება ხდება შესაბამისი ანგარიშის მწარმოებლის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით. ანგარიშის მწარმოებელი ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ამ პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 12. კეთილსინდისიერი შემძენი კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი. კეთილსინდისიერი შემძენი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ვერ გახდება, თუ მან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები უსასყიდლოდ მიიღო. მუხლი 13. ცალკეულ საკითხებთან მიმართებით სათანადო ქვეყნის სამართლის გამოყენება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც გახსნილია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიში. ეს საკითხებია: ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები; გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები; დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების წარმოშობისა და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით; ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირების (გარდა ანგარიშის მფლობელებისა) მიმართ, რომლებიც ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნას აცხადებენ; ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენდზე ან სხვა გასაცემელზე ან გამოსყიდვით, დაფარვით ან გაყიდვით მიღებულ/მისაღებ შემოსავალზე ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი. მუხლი 14. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომლებითაც: ა) მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხი; ბ) განისაზღვრება ანგარიშის მფლობელზე გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი; გ) განისაზღვრება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი; დ) განისაზღვრება ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა. მუხლი 15. გარდამავალი დებულება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 16. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-13 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3713-XIIIმს-Xმპ |
ЗАКОН ГРУЗИИ
О владении дематериализованными ценными бумагами
Статья 1. Сфера действия Закона
1. Настоящий Закон регулирует отношения, связанные с владением и обращением дематериализованных ценных бумаг. Вопросы, не регулируемые настоящим Законом, упорядочиваются Законом Грузии «О рынке ценных бумаг», а также другими законодательными и подзаконными нормативными актами Грузии.
2. Настоящий Закон распространяется на дематериализованные ценные бумаги, владение которыми осуществляется в Грузии, в частности:
а) на государственные ценные бумаги, определенные Законом Грузии «О государственном долге»;
б) на акции, выпускаемые акционерными обществами в соответствии с законодательством Грузии;
в) на заемные ценные бумаги, выпускаемые акционерными обществами или другими эмитентами на основании публичного или частного права, в том числе, на заемные ценные бумаги, выпускаемые иностранными эмитентами на основании публичного или частного права в Грузии;
г) на единицы инвестиционного фонда, выпускаемые в соответствии с Законом Грузии «Об инвестиционных фондах»;
д) на заемные ценные бумаги, выпускаемые международными финансовыми институтами в Грузии;
е) на акции, заемные ценные бумаги и единицы инвестиционного фонда, выпускаемые эмитентами Грузии или иностранными эмитентами на основании публичного или частного права в иностранном государстве;
ж) на депозитарные расписки, связанные с ценными бумагами, определенными настоящим пунктом;
з) на любые другие ценные бумаги, определенные законодательством Грузии.
Статья 2. Разъяснение терминов
1. Для целей настоящего Закона используемые в нем термины имеют следующие значения:
а) дематериализованная ценная бумага – ценная бумага, существующая только в виде записи на счете ценных бумаг;
б) идентичные дематериализованные ценные бумаги – ценные бумаги, имеющие один идентификационный номер ценных бумаг. Национальный банк Грузии правомочен на основании правового акта определить дополнительные случаи признания ценных бумаг идентичными дематериализованными ценными бумагами;
в) счет ценных бумаг – счет (кроме счета эмитента), который ведет лицо, ведущее счет, и на который осуществляется кредитование ценными бумагами или с которого производится дебетирование ценных бумаг;
г) лицо, ведущее счет, – финансовый институт (в том числе, центральный депозитарий), правомочный на основании законодательства Грузии открывать счета клиентам и вести счета ценных бумаг;
д) владелец счета – лицо, от имени которого лицо, ведущее счет, ведет счет ценных бумаг, независимо от того, действует ли указанное лицо в свою пользу или в пользу другого лица (в том числе, как лицо, ведущее счет);
е) инвестор – владелец счета (который, в том числе, может быть лицом, ведущим счет), действующий в отношении дематериализованных ценных бумаг только в свою пользу. Инвестор имеет право собственности на дематериализованные ценные бумаги в соответствии со статьей 6 настоящего Закона;
ж) центральный депозитарий – Национальный банк Грузии или (и) центральный депозитарий, определенный пунктом 50 статьи 2 Закона Грузии «О рынке ценных бумаг»;
з) меры по обеспечению обязательства – меры, применяемые в соответствии с законодательством Грузии, целью которых является обеспечение исполнения лицом обязательства, определенного законодательством Грузии или (и) договором, и которые включают любые процессуальные меры принудительного исполнения (в том числе, меры по обеспечению иска и меры по обеспечению исполнения решения) и средства обеспечения требования, предусмотренные Налоговым кодексом Грузии и Гражданским кодексом Грузии (в том числе, меры по обеспечению взыскания налоговой задолженности, залог и ипотеку);
и) реконсиляция – сопоставление внутренних записей лица, ведущего счет, с записями другого лица, ведущего счет, или других лиц с целью подтверждения достоверности представленных в них данных и установления достоверных данных;
к) омнибусный сегрегированный счет – омнибусный сегрегированный счет, определенный пунктом 69 статьи 2 Закона Грузии «О рынке ценных бумаг»;
л) индивидуальный сегрегированный счет – индивидуальный сегрегированный счет, определенный пунктом 70 статьи 2 Закона Грузии «О рынке ценных бумаг».
2. Другие термины, используемые в настоящем Законе, имеют значения, определенные Законом Грузии «О рынке ценных бумаг», а также другими законодательными и подзаконными нормативными актами Грузии.
Статья 3. Правовая природа дематериализованных ценных бумаг
1. Дематериализованные ценные бумаги, размещенные на счетах ценных бумаг, являются родовыми.
2. Нормы, касающиеся договора сдачи на хранение, предусмотренные Гражданским кодексом Грузии, распространяются на отношения между лицами, ведущими счета, и владельцами счетов, с учетом требований, установленных настоящим Законом, и особенностей дематериализованных ценных бумаг. В случае наличия смешанного договора между лицом, ведущим счет, и владельцем счета на указанный договор также распространяются нормы, касающиеся договоров, стоящих наиболее близко по сути исполнения и соответствующих ей.
Статья 4. Прием и передача дематериализованных ценных бумаг
1. Прием и передача дематериализованных ценных бумаг осуществляются путем кредитования или дебетирования дематериализованных ценных бумаг, имеющихся на счете ценных бумаг владельца счета.
2. Прием, передача и владение дематериализованными ценными бумагами в отношении третьих лиц признаются действительными без других, дополнительных действий или условий.
3. Лицо, ведущее счет, обязано выполнять поручения владельца счета или управомоченного им лица в соответствии с договором, заключенным между лицом, ведущим счет, и владельцем счета.
4. Право залога на дематериализованные ценные бумаги (кроме финансового залога) возникает с момента осуществления записи на соответствующем счете ценных бумаг или в порядке, установленном пунктом первым настоящей статьи.
5. Возникновение финансового залога и отношения, связанные с финансовым залогом, регулируются Законом Грузии «О финансовом залоге, взаимозачетах и деривативах».
Статья 5. Режим владения
1. Лицо, ведущее счет, может владеть дематериализованными ценными бумагами в пользу третьего лица или в свою пользу, на счетах, открытых в центральном депозитарии, как в прямой, так и в косвенной форме (посредством другого лица, ведущего счет/других лиц, ведущих счет).
2. Количество и описание ценных бумаг на счетах, открытых лицом, ведущим счет, в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), должны соответствовать количеству и описанию дематериализованных ценных бумаг, кредитуемых на счета, открытые владельцем счета у лица, ведущего счет.
3. В случае несоответствия количества и описания ценных бумаг на счетах, открытых лицом, ведущим счет, в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), количеству и описанию дематериализованных ценных бумаг, кредитуемых на счета ценных бумаг, открытые владельцами счета у лица, ведущего счет, лицо, ведущее счет, обязано действовать в порядке, установленном пунктом первым статьи 9 настоящего Закона, а если в отношении него начат процесс ликвидации, – в соответствии с пунктами 4 и 5 статьи 7 настоящего Закона.
4. Иностранное лицо, ведущее счет, должно принимать превентивные меры, хранить информацию/документы и подлежать регулированию/надзору в соответствии с Рекомендациями Специальной группы финансовых действий (FATF).
Статья 6. Право собственности на дематериализованные ценные бумаги
1. Кредитование дематериализованными ценными бумагами на счет ценных бумаг, открытый для инвестора, порождает пропорционально количеству ценных бумаг, кредитуемых на указанный счет ценных бумаг, право совместной долевой собственности инвестора на совокупность идентичных дематериализованных ценных бумаг, кредитуемых на омнибусный сегрегированный счет в центральном депозитарии или у лица, ведущего счет, на который осуществлено кредитование дематериализованными ценными бумагами соответствующих инвесторов. На право совместной долевой собственности, определенное настоящим пунктом, не распространяются нормы, касающиеся права общей собственности и общих прав, предусмотренных Гражданским кодексом Грузии.
2. Кредитование дематериализованными ценными бумагами на счет ценных бумаг, открытый для инвестора, порождает право собственности инвестора на дематериализованные ценные бумаги, кредитуемые на индивидуальный сегрегированный счет, имеющийся в центральном депозитарии или у лица, ведущего счет.
Статья 7. Осуществление прав, вытекающих из собственности на дематериализованные ценные бумаги, в отношении лица, ведущего счет, и центрального депозитария
1. Инвестор вправе осуществлять права, вытекающие из собственности на дематериализованные ценные бумаги, только в отношении лица, ведущего счет, у которого он владеет дематериализованными ценными бумагами, или в отношении центрального депозитария, если инвестор владеет дематериализованными ценными бумагами непосредственно у него. Исключениями из данного правила являются следующие случаи:
а) осуществление прав, связанных с реституцией дематериализованных ценных бумаг в соответствии с настоящей статьей, при ликвидации лица, ведущего счет, или в случае введения режима резолюции в отношении него с учетом пункта 10 настоящей статьи;
б) исполнение договорных требований или осуществление корпоративных прав, вытекающих из дематериализованных ценных бумаг, в отношении эмитента;
в) введение в отношении эмитента режима, предусмотренного подпунктом «ч» статьи 2 Закона Грузии «О финансовом залоге, взаимозачетах и деривативах», когда осуществляются права в отношении эмитента.
2. Лицо, ведущее счет, может осуществлять права, предусмотренные подпунктом «б» пункта первого настоящей статьи, от имени инвестора, в том числе, в соответствии с заключенным договором.
3. В случае ликвидации лица, ведущего счет, требование в отношении совокупности идентичных ценных бумаг, размещенных от имени лица, ведущего счет, на омнибусном сегрегированном счете, открытом в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), удовлетворяет ликвидатор лица, ведущего счет, коллективно, от имени всех владельцев счета. Если лицом, ведущим счет, в пользу владельца счета открыт индивидуальный сегрегированный счет в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), ликвидатор лица, ведущего счет, от имени владельца счета удовлетворяет требование в отношении ценных бумаг, имеющихся на соответствующем индивидуальном сегрегированном счете.
4. Если в случае, предусмотренном пунктом 3 настоящей статьи, совокупность идентичных ценных бумаг, кредитуемых на омнибусный сегрегированный счет, является недостаточной для полной реституции дематериализованных ценных бумаг, кредитуемых на соответствующие счета, ценные бумаги распределяются между владельцами счета пропорционально их правам.
5. Если совокупность идентичных ценных бумаг, размещенных на омнибусном сегрегированном счете или (и) индивидуальном сегрегированном счете, окажется недостаточной для полной реституции дематериализованных ценных бумаг, кредитуемых на соответствующие счета, право требования владельцев счета распространяется также на идентичные ценные бумаги, которыми владеет лицо, ведущее счет, находящееся в процессе ликвидации, в свою пользу, в пропорции, необходимой для полного удовлетворения прав владельцев счета.
6. У владельцев счета имеется в отношении лица, ведущего счет, необеспеченное требование пропорционально правам, которые не были удовлетворены в соответствии с пунктами 4 и 5 настоящей статьи.
7. Во время начала процесса ликвидации в отношении недобросовестных приобретателей, обязанных осуществить реституцию дематериализованных ценных бумаг, уполномоченное лицо вправе требовать выделения из ликвидационной массы подлежащих возврату идентичных дематериализованных ценных бумаг в том же количестве (при наличии).
8. Реституция дематериализованных ценных бумаг осуществляется путем их перевода на счет ценных бумаг, открытый у другого лица, ведущего счет. Подбор другого лица, ведущего счет, производит ликвидатор лица, ведущего счет.
9. В ликвидационную массу лица, ведущего счет, находящегося в процессе ликвидации, не входят ценные бумаги, право требования в отношении которых имеют владельцы счета в соответствии с пунктами 3–5 настоящей статьи.
10. Если коммерческий банк, находящийся в режиме резолюции, является лицом, ведущим счет, при введении в отношении него режима резолюции применяются пункты 3–9 настоящей статьи с учетом требований, установленных Законом Грузии «О деятельности коммерческих банков».
Статья 8. Обеспечение соблюдения целостности эмиссии
1. Центральный депозитарий должен принимать соответствующие меры, связанные с реконсиляцией, для обеспечения того, чтобы количество дематериализованных ценных бумаг в центральном депозитарии, выпущенных в пределах одной эмиссии, или часть эмиссии ценных бумаг, размещенных в центральном депозитарии, равнялась сумме дематериализованных ценных бумаг, имеющихся на счетах ценных бумаг, открытых в центральном депозитарии. Центральный депозитарий должен осуществлять реконсиляцию, предусмотренную настоящим пунктом, с периодичностью, определенной Национальным банком Грузии.
2. В случае необходимости, если в процесс осуществления реконсиляции дематериализованных ценных бумаг определенной категории вовлечены другие лица, в целях соблюдения целостности эмиссии эти лица и центральный депозитарий обеспечивают обмен информацией и соответствующее сотрудничество.
3. Не допускается наличие отрицательного остатка на счетах дематериализованных ценных бумаг, открытых в центральном депозитарии.
Статья 9. Ответственность
1. Если количество идентичных ценных бумаг, размещенных на счетах, открытых лицом, ведущим счет, в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), меньше количества идентичных ценных бумаг, кредитуемых на счета ценных бумаг, открытые владельцами счета у лица, ведущего счет, лицо, ведущее счет, обязано:
а) если указанное несоответствие вызвано по его вине, увеличить на соответствующий объем количество ценных бумаг на счетах, открытых в центральном депозитарии или у лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет);
б) если это несоответствие вызвано непреодолимой силой:
б.а) обеспечить восстановление утраченных дематериализованных ценных бумаг;
б.б) в случае невозможности полного восстановления дематериализованных ценных бумаг сократить количество дематериализованных ценных бумаг, имеющихся на счетах ценных бумаг пострадавших владельцев счета.
2. Если в случае, предусмотренном настоящей статьей, лицом, ведущим счет, открыт в центральном депозитарии или у другого лица, ведущего счет (в том числе, у иностранного лица, ведущего счет), как омнибусный сегрегированный счет, так и индивидуальный сегрегированный счет, для целей сокращения количества ценных бумаг, кредитуемых на счета ценных бумаг, открытые владельцами счета у лица, ведущего счет, учитываются только количество и описание ценных бумаг, кредитуемых на соответствующий омнибусный сегрегированный счет или индивидуальный сегрегированный счет. Идентичные ценные бумаги, кредитуемые на омнибусный сегрегированный счет, распределяются между пострадавшими владельцами счета пропорционально их правам.
Статья 10. Выплата дивидендов, процента и основной суммы
1. Эмитент обязан в целях выплаты дивидендов, процента и основной суммы по дематериализованным ценным бумагам сделать доступной соответствующую сумму на предварительно определенном банковском счете. После того, как указанная сумма станет доступной, эмитент освобождается от соответствующего обязательства, кроме случая, когда использование указанной суммы невозможно ввиду наложения ареста или принятия иной меры по обеспечению обязательства.
2. Центральный депозитарий при наступлении сроков обеспечивает перечисление суммы, предусмотренной пунктом первым настоящей статьи, на счета лиц, ведущих счет, пропорционально дематериализованным ценным бумагам, имеющимся на их имя, что освобождает его от соответствующего обязательства.
Статья 11. Удостоверение собственности
Право собственности на дематериализованные ценные бумаги подтверждается по кредитному остатку, имеющемуся на счете ценных бумаг, что удостоверяется выпиской о счете, выданной соответствующим лицом, ведущим счет. Лицо, ведущее счет, по требованию владельца счета выдает ему документ, удостоверяющий право собственности указанного лица на дематериализованные ценные бумаги.
Статья 12. Добросовестный приобретатель
В отношении добросовестных приобретателей применяется часть первая статьи 187 Гражданского кодекса Грузии. Добросовестный приобретатель не может стать собственником дематериализованных ценных бумаг, если он получил дематериализованные ценные бумаги безвозмездно.
Статья 13. Применение права надлежащего государства по отдельным вопросам
Вопросы, предусмотренные настоящей статьей, регулируются правом государства, в котором был открыт соответствующий счет ценных бумаг. К указанным вопросам относятся:
а) правовая природа прав, вытекающих из владения дематериализованными ценными бумагами, размещенными на счете ценных бумаг, возникших в отношении лица, ведущего счет, и третьих лиц, и соответствующие результаты;
б) правовая природа прав, вытекающих из распоряжения дематериализованными ценными бумагами, размещенными на счете ценных бумаг, возникших в отношении лица, ведущего счет, и третьих лиц, и соответствующие результаты;
в) требования, связанные с подлинностью распоряжения дематериализованными ценными бумагами, имеющимися у лица, ведущего счет;
г) вопрос возникновения и отмены прав на дематериализованные ценные бумаги, имеющиеся у лица, ведущего счет, или их преимущества по отношению к правам третьих лиц;
д) обязанности лица, ведущего счет, в отношении других лиц (кроме владельцев счета), предъявляющие требование в отношении дематериализованных ценных бумаг, имеющихся у лица, ведущего счет;
е) в случае распоряжения дематериализованными ценными бумагами, имеющимися у лица, ведущего счет, вопрос перехода к приобретателю права на дивиденды или другие выплаты, связанные с дематериализованными ценными бумагами, либо на доходы, полученные/подлежащие получению путем выкупа, погашения или продажи, либо на другие доходы.
Статья 14. Полномочия Национального банка Грузии
Национальный банк Грузии помимо осуществления полномочий, предоставленных ему Органическим законом Грузии «О Национальном банке Грузии», вправе издавать правовые акты, на основании которых:
а) регулируются вопросы, связанные с ведением счетов ценных бумаг, в том числе, вопрос возникновения права залога, предусмотренного пунктом 4 статьи 4 настоящего Закона;
б) определяются форма документа, выдаваемого владельцу счета, и порядок его выдачи;
в) определяется порядок выплаты дивидендов, процента и основной суммы по дематериализованным ценным бумагам;
г) определяется периодичность осуществления реконсиляции центральным депозитарием.
Статья 15. Переходное положение
Национальному банку Грузии до 1 марта 2024 года обеспечить издание правовых актов, предусмотренных статьей 14 настоящего Закона.
Статья 16. Действие Закона
1. Настоящий Закон, за исключением статей первой–13 настоящего Закона, ввести в действие по опубликовании.
2. Статьи первую–13 настоящего Закона ввести в действие с 1 марта 2024 года.
Президент Грузии Саломе Зурабишвили
Тбилиси
16 ноября 2023 г.
№ 3713-XIIIтс-пXс
рб
Вернуться назад
Комментарии к документу