Закон Грузии Об амнистии

 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით ეცვლებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს.

 

მუხლი 1

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე−124-ე მუხლებით, 152-ე მუხლით, 165-ე მუხლით, 168-ე მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 206-ე მუხლით, 207-ე მუხლით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 2

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2071 მუხლით, 2072 მუხლით ან 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 3

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით, 1891 მუხლით ან 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

3. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 199-ე მუხლით, 2041 მუხლით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

მუხლი 4

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 208-ე მუხლით ან 211-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

მუხლი 5

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მუხლი 6

1. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

2. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

4. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

მუხლი 7

1. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლით, 217-ე მუხლით, 2381 მუხლის პირველი ნაწილით ან 265-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

2. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

5. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით ან 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

მუხლი 8

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის ბრალდებულ ქალს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი/ბრალდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია/ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია/ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

4. მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი/დანიშნული სასჯელი ამ მუხლის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქალს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რომელიც მოსახდელი დარჩება სასჯელის ამ კანონის საფუძველზე შემცირების შედეგად.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ბრალდებულ ქალს, რომელსაც სასამართლო იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით ვადიან თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებს, დანიშნული სასჯელი სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით შეეცვლება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით.

მუხლი 9

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული პირი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, მან, სასჯელის მოხდის პარალელურად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას ეს სტატუსი შეჩერებული არ აქვს, იგი პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან იგი სტუდენტის სტატუსს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოიპოვებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ პირს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

4. მსჯავრდებულს, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ მუხლის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რომელიც მოსახდელი დარჩება სასჯელის ამ კანონის საფუძველზე შემცირების შედეგად.

მუხლი 10

1. ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

2. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის  ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.

3. თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

მუხლი 11

1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

2. ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

4. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

მუხლი 12

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

მუხლი 13

პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 14

1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.

მუხლი 15

პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 16

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება, გარდა ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულებისა, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ამნისტიის აღსასრულებლად მისი გავრცელების პირობები უნდა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 17

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის  მე-2−მე-4 პუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულების ვადის ათვლა დაიწყოს პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან.

მუხლი 18

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

11 იანვარი 2021 წ.

N88-IIრს-Xმპ

Закон Грузии

Об амнистии

Исходя из принципов гуманизма в качестве разовой, временной и особой меры, с учетом степени общественной опасности, на основании настоящего Закона освобождаются от уголовной ответственности и наказания лица, обвиняемые и осужденные за совершение некоторых преступлений, предусмотренных Уголовным кодексом Грузии (Сакартвелос саканонмдебло мацне № 41 (48), 1999 год, ст. 209), а также назначенное наказание сокращается или заменяется более мягким видом наказания лицам, осужденным за совершение отдельных преступлений.

Статья 1

Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, совершивших преступления, предусмотренные статьями 121–124, статьей 152, статьей 165, статьей 168, частью первой статьи 186 (кроме случая реализации имущества, заведомо добытого преступным путем, или наличия цели его реализации), частью первой статьи 197,  статьей 1971, частью первой, 4 или 5 статьи 203, статьей 206,   статьей 207, частью первой статьи 214, частью первой статьи 2201, статьей 238 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти человека), частью первой статьи 239, частью первой статьи 243, частью первой или 2 статьи 261 (кроме случаев незаконной реализации психотропных веществ, их аналогов или сильнодействующих веществ), частью первой статьи 265, частью первой статьи 271, статьей 273, частями первой–7 статьи 2731, статьей 274, частью первой статьи 281, частью первой статьи 2871, частью первой или 2 статьи 300, частью первой статьи 301, частью первой или 2 статьи 356, частью первой или 3 статьи 388, частью первой статьи 389 или статьей 398 Уголовного кодекса Грузии.

Статья 2

Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, не имевших судимости, совершивших преступления, предусмотренные частью первой статьи 177, статьей 2071, статьей 2072 или частью первой статьи 236 Уголовного кодекса Грузии.

Статья 3

1. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, не имевших судимости, совершивших преступления, предусмотренные частью первой статьи 180, частью первой статьи 182, частью первой статьи 185 или частью первой статьи 187 Уголовного кодекса Грузии, если каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

2. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, не имевших судимости, совершивших преступления, предусмотренные статьей 189, статьей 1891 или статьей 213 Уголовного кодекса Грузии, в случае возмещения ими вреда, причиненного в результате совершения преступления.

3. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, совершивших преступления, предусмотренные частью первой или подпунктом «в», «г» или «д» части 2 статьи 120 (кроме случаев совершения семейных преступлений), частью первой, подпунктом «б», «в» или «г» части 11, частью 12 (кроме случаев систематического избиения) или подпунктом «а», «и» или «л» части 2 (кроме случаев систематического избиения) статьи 126 (кроме случаев совершения семейных преступлений), частью первой статьи 170, частью первой статьи 219, частью первой статьи 240, частью первой статьи 2401 или частью 2 или 4 статьи 276 Уголовного кодекса Грузии, если каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

4. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, не имевших судимости, совершивших преступления, предусмотренные частью первой статьи 192, статьей 193, статьей 196, статьей 199, статьей 2041, частью первой статьи 277 или частью первой статьи 278 Уголовного кодекса Грузии, если они возместят вред, причиненный в результате совершения преступления, и каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

Статья 4

Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, совершивших преступления, предусмотренные частью первой статьи 188, статьей 208 или статьей 211 Уголовного кодекса Грузии, в случае возмещения ими вреда, причиненного в результате совершения преступления.

Статья 5

1. Освободить от уголовной ответственности и наказания лиц, совершивших преступления, предусмотренные частью первой или 2 статьи 260 Уголовного кодекса Грузии.

2. Лицам, осужденным на момент введения настоящего Закона в действие за совершение преступлений, предусмотренных главой XXXIII (наркотические преступления) Уголовного кодекса Грузии, которым в качестве наказания назначено бессрочное лишение свободы, заменить наказание лишением свободы на определенный срок и определить срок его отбывания двадцатью годами, кроме случая, когда изданный Президентом Грузии акт помилования предусматривает более раннее освобождение осужденного.

Статья 6

1. Сократить вдвое назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные статьей 1822, статьей 212, частью 3 статьи 260 или частью 3 статьи 261 (кроме случаев незаконной реализации психотропных веществ, их аналогов или сильнодействующих веществ) Уголовного кодекса Грузии.

2. Сократить вдвое назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные частью первой статьи 2001 Уголовного кодекса Грузии, если они возместят вред, причиненный в результате совершения преступления, и каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

3. Сократить вдвое назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные    статьей 200 или частью первой или 3 статьи 218 Уголовного кодекса Грузии, в случае возмещения ими вреда, причиненного в результате совершения преступления.

4. Сократить вдвое назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные    частью первой статьи 118 (кроме случаев совершения семейных преступлений), подпунктом «а» части 2 или подпунктом «б» части 4 статьи 177, подпунктом «б» части 2 или подпунктом «б» части 3 статьи 180, подпунктом «в» части 2 или подпунктом «б» части 3 статьи 182, частью 2 статьи 188, статьей 205, статьей 2051 или частью 2 статьи 219 Уголовного кодекса Грузии, если они возместят вред, причиненный в результате совершения преступления, и каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

5. Для целей пункта первого настоящей статьи лица, осужденные за совершение преступлений, предусмотренных частью 3      статьи 260 или частью 3 статьи 261 Уголовного кодекса Грузии, считаются лицами, не имеющими судимости, если они в прошлом были судимы за совершение преступлений, предусмотренных главой XXXIII (наркотические преступления) Уголовного кодекса Грузии.

Статья 7

1. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, совершившим преступления, предусмотренные статьей 216,   статьей 217, частью первой статьи 2381 или частью 2 или 3 статьи 265 Уголовного кодекса Грузии.

2. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные статьей 244, подпунктом «а» части 6 статьи 260 (кроме случаев незаконной реализации наркотических средств, их аналогов, прекурсоров или новых психоактивных веществ) или подпунктом «а» части 4 статьи 261 (кроме случаев незаконной реализации психотропных веществ, их аналогов или сильнодействующих веществ) Уголовного кодекса Грузии.

3. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, совершившим преступления, предусмотренные частью первой или подпунктом «а» или «б» части 2 статьи 151 (кроме случаев совершения семейных преступлений) Уголовного кодекса Грузии, если каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

4. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные частью 2 статьи 214 или подпунктом «б» части 2 статьи 218 Уголовного кодекса Грузии, в случае возмещения ими ущерба, причиненного в результате совершения преступления.

5. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные статьей 145 или подпунктом «в» части 2 статьи 2001 Уголовного кодекса Грузии, если каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

6. Сократить на одну четверть назначенное наказание лицам, не имевшим судимости, совершившим преступления, предусмотренные статьями 127–129, статьей 130 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти больного), частью первой или 2 статьи 133, статьей 134, статьей 135, подпунктом «в» части 2 или подпунктом «б» части 3 статьи 185, частью 2 статьи 186 (кроме случая реализации имущества, заведомо добытого преступным путем, или наличия цели его реализации), частью 2 статьи 187 (кроме случаев совершения семейных преступлений), частью 3 статьи 188 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти человека), частью 2 статьи 2401 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти человека), частью 2 статьи 243 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти человека) или частью первой или 2 статьи 245 (кроме случая, когда деяние повлекло причинение смерти человека) Уголовного кодекса Грузии, если они возместят вред, причиненный в результате совершения преступления, и каждый потерпевший при исполнении настоящего Закона перед следственным органом или судом заявит о своем согласии на то, чтобы на указанных лиц распространилась амнистия, предусмотренная настоящим пунктом.

7. Для целей пункта 2 настоящей статьи лица, осужденные за совершение преступлений, предусмотренных подпунктом «а» части 6 статьи 260 или подпунктом «а» части 4 статьи 261 Уголовного кодекса Грузии, считаются лицами, не имеющими судимости, если они в прошлом были судимы за совершение преступлений, предусмотренных главой XXXIII (наркотические преступления) Уголовного кодекса Грузии.

Статья 8

1. Женщинам, осужденным к лишению свободы на определенный срок на момент введения настоящего Закона в действие, неотбытую часть назначенного наказания заменить домашним арестом на срок оставшейся неотбытой части наказания, а женщинам, имеющим статус обвиняемых на момент введения этого же Закона в действие, на срок назначенного лишения свободы на определенный срок заменить назначенное наказание домашним арестом, если указанные осужденные женщины/обвиняемые женщины согласно настоящему Закону не подлежат полному освобождению от уголовной ответственности и наказания, на момент введения настоящего Закона в действие имеют несовершеннолетних детей и они осуждены/обвиняются в совершении преступлений, предусмотренных главой XXV (преступления против собственности), главой XXVI (преступления против предпринимательской или иной экономической деятельности), главой XXVII (преступления в денежно-кредитной системе), главой XXVIII (преступления в сфере финансовой деятельности) или главой XXXIII (наркотические преступления) (кроме случаев совершения обвиняемыми/осужденными преступлений, включающих незаконную реализацию наркотических средств, их аналогов, прекурсоров или новых психоактивных веществ или (и) психотропных веществ, их аналогов либо сильнодействующих веществ) Уголовного кодекса Грузии.

2. Замена наказания, предусмотренная пунктом первым настоящей статьи, не распространяется на случай, когда женщина осуждена/обвиняется в совершении особо тяжкого преступления.

3. Наказание, предусмотренное пунктом первым настоящей статьи, за совершение преступлений, предусмотренных главой XXV (преступления против собственности) Уголовного кодекса Грузии, подлежит замене осужденным женщинам/обвиняемым женщинам, указанным в том же пункте, в случае возмещения ими вреда, причиненного в результате совершения преступления.

4. Порядок и условия отбывания наказания осужденными женщинами/обвиняемыми женщинами, которым неотбытая часть назначенного наказания/назначенное наказание были заменены домашним арестом на основании настоящей статьи, определяет Национальное агентство превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации на основе индивидуальной оценки и с учетом индивидуальных потребностей указанных женщин.

5. В случае сокращения назначенного наказания на основании настоящего Закона женщинам, указанным в пункте первом настоящей статьи, домашним арестом заменяется часть наказания, оставшаяся неотбытой в результате сокращения наказания на основании настоящего Закона.

6. Обвиняемым женщинам, указанным в пункте первом настоящей статьи, которым суд за совершение преступлений, предусмотренных тем же пунктом, назначит в качестве наказания лишение свободы на определенный срок, назначенное наказание тем же решением суда будет заменено домашним арестом на срок назначенного лишения свободы.

Статья 9

1. Лицам, осужденным к лишению свободы на момент введения настоящего Закона в действие, заменить домашним арестом неотбытую часть назначенного наказания на срок оставшейся неотбытой части наказания, если указанные лица согласно настоящему Закону не подлежат полному освобождению от уголовной ответственности и наказания, параллельно с отбыванием наказания, в соответствии с Законом Грузии «О высшем образовании» ими получен статус студента, действие указанного статуса не приостановлено, они обучаются в высшем образовательном учреждении в порядке, установленном Кодексом о заключении под стражу, и осуждены за совершение преступлений, предусмотренных главой XXV (преступления против собственности), главой XXVI (преступления против предпринимательской или иной экономической деятельности), главой XXVII (преступления в денежно-кредитной системе), главой XXVIII (преступления в сфере финансовой деятельности) или главой XXXIII (наркотические преступления) (кроме случаев совершения осужденными преступлений, включающих незаконную реализацию наркотических средств, их аналогов, прекурсоров или новых психоактивных веществ или (и) психотропных веществ, их аналогов либо сильнодействующих веществ) Уголовного кодекса Грузии.

2. Замена наказания, предусмотренная пунктом первым настоящей статьи, не распространяется на случай осуждения лица за совершение особо тяжкого преступления или получения им статуса студента после введения настоящего Закона в действие.

3. Наказание, предусмотренное пунктом первым настоящей статьи, за совершение преступлений, предусмотренных главой XXV (преступления против собственности) Уголовного кодекса Грузии, подлежит замене осужденным лицам, указанным в том же пункте, в случае возмещения ими вреда, причиненного в результате совершения преступления.

4. Порядок и условия отбывания наказания осужденными, которым неотбытая часть назначенного наказания на основании настоящей статьи была заменена домашним арестом, определяет Национальное агентство превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации на основе индивидуальной оценки и с учетом индивидуальных потребностей осужденных.

5. В случае сокращения назначенного наказания на основании настоящего Закона лицам, указанным в пункте первом настоящей статьи, домашним арестом заменяется часть наказания, оставшаяся неотбытой в результате сокращения наказания на основании настоящего Закона.

Статья 10

1. В случаях, предусмотренных статьями 3, 6 и 7 настоящего Закона, в случае смерти потерпевшего – физического лица или невозможности его разыскать, амнистия распространяется на лиц, указанных в этих статьях, если согласие на это заявит в порядке, установленном настоящим Законом, один совершеннолетний дееспособный член семьи потерпевшего – физического лица (мать, отец, супруг (супруга), сын (дочь), а в случае отсутствия у потерпевшего – физического лица такого члена семьи или невозможности разыскать такого члена семьи потерпевшего – физического лица, амнистия, предусмотренная указанными статьями, исполняется.

2. При наличии объективных причин, препятствующих исполнению амнистии, в том числе, в случае нахождения потерпевшего за пределами страны, его согласие может быть представлено в форме нотариально заверенного документа.

3. В случае реорганизации потерпевшего – юридического лица амнистия распространяется на лиц, указанных в статьях 3, 6 и 7 настоящего Закона, если согласие на это заявит в порядке, установленном настоящим Законом, юридическое лицо –правонаследник (правопреемник) потерпевшего – юридического лица, а в случае ликвидации потерпевшего – юридического лица амнистия, предусмотренная указанными статьями, исполняется.

Статья 11

1. Предусмотренные настоящим Законом освобождение от уголовной ответственности и наказания, а также сокращение срока наказания распространяются на назначенное реальное наказание в виде лишения свободы, условное осуждение и испытательный срок, а также на другие наказания, кроме штрафов и лишения имущества, а предусмотренная настоящим Законом замена наказания распространяется на реально назначенное лишение свободы.

2. Действие соответствующих норм настоящего Закона распространяется также на обвиняемых/осужденных, совершивших подготовку или попытку совершения преступления, предусмотренного настоящим Законом.

3. Лица, осужденные за совершение преступлений, предусмотренных Уголовным кодексом Грузии, полностью освобождаются от уплаты штрафа в случае, если решение суда о назначении штрафа было принято до 1 октября 2012 года и решение суда о наложении штрафа не было исполнено. В случае частичного исполнения решения суда амнистия распространяется только в отношении неисполненной части штрафа.

4. Лица, совершившие наркотические преступления, в отношении которых распространяется действие настоящего Закона, вместе с освобождением от наказания восстанавливаются в порядке, установленном пунктом 2 статьи 14 настоящего Закона, в правах, которых они были лишены на основании Закона Грузии «О борьбе против наркотических преступлений» (кроме права на изготовление, приобретение, хранение и ношение оружия).

5. Лица, совершившие преступления, предусмотренные пунктом 4 настоящей статьи, которыми на момент введения настоящего Закона в действие отбыто назначенное наказание, на основании настоящего Закона автоматически восстанавливаются в правах, которых они были лишены на основании Закона Грузии «О борьбе против наркотических преступлений» (кроме права на изготовление, приобретение, хранение и ношение оружия).

6. В случае, предусмотренном пунктом 5 настоящей статьи, право лица на управление транспортным средством восстанавливается по решению постоянно действующей комиссии по рассмотрению вопросов отмены условного осуждения юридического лица публичного права, действующего в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национального агентства превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации, если указанное лицо представит предусмотренную законодательством Грузии справку о медико-наркологическом освидетельствовании, удостоверяющую, что лицо не является потребителем наркотических средств.

Статья 12

Действие настоящего Закона распространяется на лиц, совершивших преступления до 11 декабря 2020 года.

Статья 13

Лица, на которых распространяется действие настоящего Закона, вправе пользоваться правом на рассмотрение их уголовных дел справедливым судом.

Статья 14

1. В целях исполнения предусмотренной настоящим Законом амнистии в отношении обвиняемых, в том числе, разыскиваемых обвиняемых, решение на стадии расследования принимает соответствующий прокурор, а на стадии судебного разбирательства уголовного дела – соответствующий суд.

2. В целях исполнения предусмотренной настоящим Законом амнистии в отношении осужденных, в том числе, разыскиваемых осужденных, решение на стадии судебного разбирательства уголовного дела принимает соответствующий суд, а в случае завершения судопроизводства по делу – районный (городской) суд, вынесший первоначальный приговор. В 2-недельный срок после введения настоящего Закона в действие личные дела лиц, находящихся в пенитенциарных учреждениях/в режиме пробации или лиц, осужденных к наказаниям, не связанным с заключением под стражу, суду направляет соответствующее пенитенциарное учреждение/бюро превенции преступлений, исполнения наказаний, не связанных с заключением под стражу, и пробации, а в целях исполнения предусмотренной настоящим Законом амнистии в отношении разыскиваемых осужденных в суд обращается в тот же срок прокуратура Грузии.

3. Суд правомочен рассматривать вопрос, предусмотренный настоящей статьей, без устного слушания.

4. Начинать исполнительное производство с целью исполнения приговора суда о назначении штрафа, предусмотренного пунктом 3 статьи 11 настоящего Закона, не допускается, а начатое исполнительное производство подлежит прекращению в 2-недельный срок после введения настоящего Закона в действие.

Статья 15

Лица, на которых распространяется амнистия, вправе обжаловать в разовом порядке решение о применении настоящего Закона в Кассационной палате по уголовным делам Верховного Суда Грузии в     2-недельный срок после вручения им указанного решения. Суд рассматривает жалобу без решения вопроса о ее допустимости, в  10-дневный срок после подачи жалобы. Суд правомочен рассматривать жалобу как в устном слушании, так и без устного слушания.

Статья 16

1. Исполнение предусмотренной настоящим Законом амнистии, кроме исполнения амнистии, предусмотренной статьями 3 и 4, пунктами 2–4 статьи 6, пунктами 3–6 статьи 7, пунктом 3 статьи 8 и пунктом 3 статьи 9 настоящего Закона, завершить в месячный срок после введения настоящего Закона в действие.

2. Исполнение амнистии, предусмотренной статьями 3 и 4, пунктами 2–4 статьи 6, пунктами 3–6 статьи 7, пунктом 3 статьи 8 и пунктом 3 статьи 9 настоящего Закона, завершить в 2-недельный срок после выполнения условий распространения этой амнистии. Во исполнение указанной амнистии условия ее распространения должны быть выполнены в 6-месячный срок после введения настоящего Закона в действие.

Статья 17

В случае, если после введения настоящего Закона в действие начато уголовное преследование в отношении лиц, совершивших преступления, подлежащие амнистии, предусмотренной настоящим Законом, исчисление сроков выполнения условий распространения амнистии, предусмотренной статьями 3 и 4, пунктами 2–4 статьи 6 и пунктами 3–6 статьи 7 настоящего Закона, начать с момента признания лиц обвиняемыми.

Статья 18

Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

Президент ГрузииСаломе Зурабишвили

Тбилиси

11 января 2021 г.

№ 88-IIвс-пXс

рб